Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„მეტრო ჰოლდინგი“ გალიფ ოზთურქთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by Davit Tsiramua
March 28, 2023
in ბიზნესი, საქართველო, ყველა სიახლე
0
“ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი” – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

„მეტრო ჰოლდინგი“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Forbes Georgia სრულად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე, ასევე, მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები.

შედეგად, აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რის საფუძველზეც, 2023 წლის 27 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი, გასაჯაროებისთანავე სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ ინტერპრეტაციის საგნად იქცა და მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა არაერთი გადაუმოწმებელი განცხადება. შესაბამისად, „მეტრო ჰოლდინგი“ საჭიროდ თვლის განმარტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

ბატონმა გალიფმა დაკავებისთანავე განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა შემხებლობა ამოღებულ სავარაუდო ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან, თავს მიიჩნევდა უდანაშაულოდ და მთავარ საკითხად ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სიცოცხლისუნარიანობას და დასაქმებულ პირთა შენარჩუნებას ასახელებდა.

მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა ეთანამშრომლა საგამოძიებო უწყებებთან, რათა დროულად მოგვარებულიყო არსებული გაუგებრობა და ჰოლდინგს თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი რისკები, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ოპერირების შეწყვეტასთან.

მიუხედავად არაერთი სირთულისა, განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ არსებული მწირი რესურსების ფარგლებში ჰოლდინგი ღირსეულად გაუმკლავდა გამოწვევებს, ამ დროის განმავლობაში სრულყოფილად შეძლო შეენარჩუნებინა სამუშაო პროცესი ყველა კომპანიაში და დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა უცვლელად.

წლების განმავლობაში განხორციელებული უამრავი ქველმოქმედების ფონზე, რომელსაც მიუხედავად პატიმრობისა, კვლავ უწყვეტად აგრძელებს გალიფ ოზთურქი, თითოეულ ადამიანს ვისაც პირადად შეეხო მისი სიკეთე, სურვილი აქვს საკუთარი წვლილი შეიტანოს ბატონი გალიფის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, ჰოლდინგის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში ჩვენ გვერდით იდგა და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობდა დახმარების გაწევას.

თუმცა აქვე უმორჩილესად ვთხოვთ, საზოგადოებრივ ჯგუფებსა თუ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ნუ გამოიყენებენ ამ საკითხს პირადი დივიდენდების დაგროვების მიზნით და ნუ გააჟღერებენ ისეთ მოსაზრებებს, რაც სრულიად არ შეესაბამება და არ გამოხატავს გალიფ ოზთურქის, მისი ოჯახისა და მეტრო ჰოლდინგის პოზიციას.

ბუნებრივია არ გვსურს, გარკვეული პოლიტიკური სარჩულით ზიანი მივაყენოთ მიმდინარე პროცესებს და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვასოცირდებოდეთ კონკრეტულ ჯგუფებთან.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ყველა განცხადებასა თუ პოზიციას, რომელიც არ არის გაჟღერებული ოზთურქების ოჯახის ან/და „მეტრო ჰოლდინგის“ სახელით. ვაზუსტებთ, რომ არსებულ მოვლენებს განვიხილავთ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. ჩვენი ჯგუფის ადვოკატები აქტიურად მუშაობენ შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ცხადია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასაც მოიცავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და დაცვის მხარის სტრატეგიის ფარგლებში, ეტაპობრივად ასევე გავასაჯაროებთ რიგ სამართლებრივ დეტალებს, რომელზე დაყრდნობითაც სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში შევძლებთ დავიცვათ საკუთარი პოზიცია.

მოცემულ მომენტში, ბატონი გალიფი აფიქსირებს ურყევ პოზიციას და გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს ყველა სამართლებრივი პროცესი, რათა შექმნილმა მდგომარეობამ ან სხვადასხვა ჯგუფების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა (რომელთა გაკონტროლება სამწუხაროდ აღემატება ჩვენს ძალებს) არ დააზარალოს ბიზნეს გარემო, არ იმოქმედოს ინვესტორთა განწყობაზე და ხელი არ შეუშალოს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებას.

მეტრო ჰოლდინგის დამფუძნებელსა და მენეჯმენტს გაცნობიერებული აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, შესაბამისად, ზემოხსენებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, სიმართლის დასადგენად ინტენსიურად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო უწყებებთან,“- ნათქვამია განცხადებაში.

Previous Post

ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს $170-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა

Next Post

“Metro Holding” Releases a Statement Regarding Galip Ozturk

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Disney სამსახურიდან 7,000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Disney სამსახურიდან 7,000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result