Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მეტალის ბარათები – ლიმიტირებული შეთავაზება თიბისისგან

by იზა გვარამაძე
December 27, 2022
in ინტერვიუ, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
მეტალის ბარათები – ლიმიტირებული შეთავაზება თიბისისგან
0
SHARES
0
VIEWS

თიბისის მომხმარებლები ამიერკავკასიაში პირველები იქნებიან, რომლებსაც მეტალის ბარათები ექნებათ. „კონცეპტ 360“-ის მომხმარებელმა გამორჩეული შეთავაზება ცოტა ხნის წინ მიიღო. მსურველებს გამორჩეული დიზაინისა და უპირატესობებით დახუნძლული ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობა იანვრიდან აქვთ. რას მოიცავს მეტალის ბარათების ნაკრები, ამის შესახებ Forbes Georgia-სთან პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ნატა ხურციძემ ისაუბრა.

ნატა, რატომ გადაწყვიტეთ მეტალის ბარათების შეთავაზება მომხმარებლისთვის?

წელს თიბისი 30 წლის გახდა და ჩვენთვის საიუბილეო წელია, გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის ჩვენივე დაბადების დღეზე, საჩუქარი გაგვეკეთებინა. ზოგადად, მუდმივად ვფიქრობთ, რა სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, რისთვისაც  ვატარებთ კვლევებს, დავდივართ საერთაშორისო კონფერენციებზე, ვსწავლობთ გლობალურ გამოცდილებას. სწორედ ამ პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ მეტალის ბარათები წამყვან მსოფლიო ბანკებში ნიშური და პრემიალური პროდუქტია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ის ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვისაც გაგვეხადა. აღსანიშნავია, რომ მეტალის ბარათების ნაკრები იქნება ლიმიტირებული გამოცემა და ის მხოლოდ „კონცეპტ 360“-ის მომხმარებლებისთვისაა გათვალისწინებული.

რა შედის ნაკრებში?

გამომდინარე იქიდან, რომ Visa და MasterCard-ი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები არიან და ჩვენ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და ღირებული შეთავაზებების უზრუნველყოფას ვცდილობთ, გადავწყვიტეთ, ნაკრებში ორივე ბარათი შეგვეყვანა. მათ დავუმატეთ „კონცეპტ 360“-ის საკრედიტო ბარათი, რომელიც უნიკალური პროდუქტია, ვინაიდან ის მხოლოდ „კონცეპტ 360“-ის მომხმარებელს აქვს და ახლა უკვე ის მეტალის გახდება. შედეგად, მეტალის ბარათების ნაკრები გამორჩეული დიზაინის სამი სხვადასხვა ბარათისგან: Visa Signature-ისგან, MasterCard World Elite-სა და Ertguli Visa Signature credit card-ისგან შედგება.

მეტალის ბარათების გამოწერა უკვე შესაძლებელია, მათი უშუალოდ გაცემა კი 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. მეტალის ბარათების ნაკრების ლიმიტირებული გამოშვების გამოსაწერად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე www.360.tbcconcept.ge.

რაც შეეხება თავად „კონცეპტ 360“-ს, როგორი ტიპის მომხმარებლისთვის არის ის შექმნილი?

მოგეხსენებათ, თიბისის პრემიალური მომსახურება გამოწერის პრინციპზე დაახლოებით სამი წლის წინ გადავიდა, როდესაც ჩვენ მომხმარებელს ორი ნაკრები წარვუდგინეთ – ციფრული და პრემიუმ-ნაკრები. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 100 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შეუძლებელია ყველა მათგანის საჭიროებების მხოლოდ ამ ნაკრებებით დაკმაყოფილება, დამატებით მესამე პაკეტი შევქმენით და მას „კონცეპტი 360“ დავარქვით. დასახელებაც მეტყველებს იმაზე, რომ ის ფარავს მომხმარებლის საჭიროებებს 360 გრადუსით.

და რა საჭიროებები აქვთ მათ?

ამ ადამიანებს სჭირდებათ ალტერნატიული საინვესტიციო პროდუქტები, ვინაიდან დეპოზიტებზე განაკვეთები მათთვის საინტერესო აღარ არის. ასევე, მათ სჭირდებათ ბევრი საკრედიტო პროდუქტი და მათზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. მათ სჭირდებათ მაღალი კლასის ბარათები, მაღალი ლიმიტებით, ვინაიდან მათი ხარჯვის ქცევა სულ სხვანაირია, ჩვენს ნაკრებში შემავალი ბარათები ამას უზრუნველყოფს.

რა შეთავაზებებით პასუხობთ ამ საჭიროებებს?

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი განსაკუთრებული შეთავაზებები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას, რომლითაც მომხმარებელს ინვესტიციების განხორციელებაში ვეხმარებით როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე.

მაღალი კლასის ბარათები – Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს. ხოლო Ertguli Visa Signature საკრედიტო ბარათი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, დააგროვოს უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS-ტერმინალზე საქართველოში. გარდა ამისა, მათთვის გვაქვს 250 ობიექტში მუდმივი სპეციალური შეთავაზება როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათზე, რომელთაც ისინი აქტიურად იყენებენ.

დაბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ხშირად მოგზაურობენ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ბევრი დამატებითი სერვისი, მათ შორის ბარგის დაზღვევა, ულიმიტო და უფასო შესვლა 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯში. ასევე საზღვარგარეთ ბანკომატიდან განაღდების საკომისიო არის ნული. გარდა ამისა, გვინდოდა, რომ ამ ადამიანებს მოგზაურობა სასიამოვნოდ თიბისისთან ერთად დაეწყოთ და თბილისის აეროპორტში გავხსენით კონცეპტის ლაუნჯიც, რომელიც მათთვის უფასოა.

ამ სამი წლის განმავლობაში რამდენს მიაღწია „კონცეპტი 360“-ის ნაკრების მომხმარებელთა რაოდენობამ?

მალე 3000-ს გავცდებით და 2023-ში ამ რიცხვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით.

თქვენი გეგმების შესახებ გვითხარით, რას უნდა ელოდოს „კონცეპტ 360“-ის მფლობელები თიბისისგან 2023-ში?

საინტერესო გეგმები გვაქვს, თუმცა დეტალების გამხელისგან ახლა თავს შევიკავებ. მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ უკვე იანვარში მომხმარებელი ჩვენგან კიდევ ერთ საინტერესო შეთავაზებას მიიღებს, დანარჩენს შემდეგ ინტერვიუში მოგიყვებით.

Previous Post

საქართველოს ბანკის „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ კომპანია „მკისა“ ჩაერთო

Next Post

რა არის მცურავი გაცვლითი კურსი?

იზა გვარამაძე

Next Post
რა არის მცურავი გაცვლითი კურსი?

რა არის მცურავი გაცვლითი კურსი?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result