Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მეფუტკრეობიდან ეკო ტურიზმამდე – საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი საგარეჯოდან

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
მეფუტკრეობიდან ეკო ტურიზმამდე – საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი საგარეჯოდან
0
SHARES
0
VIEWS

„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანიდანაა, რომლის საქმიანობაც მეფუტკრეობას, აპი თერაპიას და აგრო და ეკო ტურიზმს მოიცავს.

ხათუნა შაშურაშვილის ოჯახი უკვე 100 წელზე მეტია, რაც მეფუტკრეობითაა დაკავებული. დღეს კი, ოჯახის მრავალწლიან საქმიანობას, შვილებთან ერთად აგრძელებს.

„დღესდღეობით საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე 700 ოჯახი ფუტკარი გვყავს და ფუტკრის ყველა სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ. მაგალითად, ისეთს, როგორიცაა: თაფლი, ფეხგუნდა, ცვილი, დინდგელი, სადედე რძე, თაფლის არაყი და სხვა მრავალი“, – გვიყვება ხათუნა.

2022 წელს, „კოდალას“ თაფლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარისხის წოდება მიანიჭა.

„პანდემიამდე ჩვენი ბრენდი არ არსებობდა, არც მარკეტებსა და არც დიდ ქსელებში ჩვენი პროდუქცია არ იყიდებოდა. როდესაც ყველაფერი გაჩერდა და ყველა სახლებში ჩავიკეტეთ, დავიწყე ბრენდისა და ლოგოს შექმნაზე მუშაობა. გადავწყვიტე, ბრენდის სახელი ჩვენს გვართან ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან ჩვენი პოტენციური მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას იცნობდა, როგორც კოდალაშვილების თაფლს. ასე გაჩნდა სახელი „კოდალას“ თაფლი და ბრენდი „სკა-კოდალა“, – ამბობს „სკა-კოდალას“ დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.

თუმცა, მეწარმე მხოლოდ მეფუტკრეობით არ დაკმაყოფილდა და ახლის ძიება დაიწყო. რის შედეგადაც აგრო და ეკო ტურიზმის შესწავლა გადაწყვიტა. პანდემიის დასრულების შემდეგ მიწის ნაკვეთი გომბორის მთებში, სოფელ კოჭბაანში შეიძინა, სადაც ფუტკრისა და ტურისტებისთვის ის ეკოლოგიური გარემოა შექმნილია, რაც მათ საჭიროებებს აკმაყოფილებს.

„დავიწყე კოტეჯების მშენებლობა. ავაშენე ერთი დიდი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც 70 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. მეორე კოტეჯში კი, აპიკაბინაა მოწყობილი, სადაც გამაჯანსაღებელი აპითერაპიის კურსის ჩატარებას ვგეგმავ. აღნიშნული თერაპია „ბზუილო თერაპიას“ წარმოადგენს, რომელიც ნერვულ სისტემაზე გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ხოლო, „აერო თერაპია“ რესპირაციულ, იმუნურ, გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაციას უწყობს ხელს“, – გვიყვება ხათუნა.

მეწარმე სამომავლოდ მესამე კოტეჯის აშენებასაც გეგმავს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება და ტურისტების მიღებას შეძლებს. ის თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ და აზიური ქვეყნების ტურისტულ სააგენტოებთან, რომელიც ტურისტებისთვის სპეციალურ პაკეტს სთავაზობს.

როგორც თვითონ გვიყვება, მარკეტინგის კუთხით, საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაში „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ დაეხმარა.

„რაც შეეხება „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობას, მარკეტინგის კუთხით საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე, ასევე მომცა მოტივაცია და დამეხარა ჩემი საქმიანობის განვითარებასა და უკეთ წარმართვაში“, – ამბობს „სკა-კოდალას“ დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. S

Previous Post

კობი ბრაიანტის ქვრივი 28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს

Next Post

FDA-მ იშვიათი გენეტიკური დარღვევის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
FDA-მ იშვიათი გენეტიკური დარღვევის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

FDA-მ იშვიათი გენეტიკური დარღვევის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026

Профессиональные настройки и безопасность на https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Эффективное использование кракен даркнет маркет

ივლისი 30, 2026

Recent News

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026

Профессиональные настройки и безопасность на https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Эффективное использование кракен даркнет маркет

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result