Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მედიცინის დახმარებით, მეტყველებაშეზღუდულ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება გამარტივდება

by Davit Tsiramua
ივლისი 19, 2021
in მეცნიერება, ყველა სიახლე
0
მედიცინის დახმარებით, მეტყველებაშეზღუდულ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება გამარტივდება
0
SHARES
0
VIEWS

მედიცინაში პირველად, პარალიზებული ადამიანის ტვინში, რომელსაც მეტყველების უნარი არა აქვს, კომპიუტერის მეშვეობით აღადგინეს ის ტექსტი, რომლის წარმოთქმაც მას სურდა.

მიღებული შედეგის განვითარებასა და დახვეწას, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მედიცინის ისტორიაში, რათა სამომავლოდ კომუნიკაციის დამყარება მოვახერხოთ იმ პირებთან, რომელთაც მეტყველების უნარი დაავადების ან რაიმე ინციდენტის გამო დაკარგეს.

დღეს, ექსპერიმენტების მეშვეობით, უნარშეზღუდულ პირებთან კონტაქტის დამყარება სხვადასხვა, თუმცა ძალზე შეზღუდული გზებით ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის მსვლელობისას, მონაწილე პირი ბეისბოლის კეპზე დამაგრებული ჯოხის მეშვეობით კრეფდა სენსორულ ეკრანზე სასურველ ასოებსა და წინადადებებს, რათა თავისი  სათქმელი გადმოეცა. გარდა ამისა, არის სპეციალური ეკრანები, რომლებიც ადამიანის თვალის მოძრაობის მიხედვით აღიქვამს მის აზრს. ბოლო წლებში ხშირია ექსპერიმენტები ტვინის მიერ კონტროლირებული პროთეზის გამოყენებით, როდესაც, მაგალითად, ადამიანები ახერხებენ ხელოვნური ხელის მეშვეობით აამოძრაონ კიდური ან აიღონ ის ნივთი, რომელიც სურთ.

ნეიროპროთეზირების სასაუბრო მოწყობილობის განვითარებაზე კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ნეიოროქირურგის, ექიმ ედვარდ ჩენგის, გუნდი მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით ხდება ტვინის მიერ გამომუშავებული იმპულსების დეკოდირება, რომლებიც ჩვეულებრივ აკონტროლებს ვოკალის ტრაქტს, ბაგეების, ყბის ენისა და ხორხის კუნთების მოძრაობას.

ექიმ ჩენგის ექსპერიმენტის მონაწილე დაახლოებით 30 წლის მამაკაცი იყო, რომელიც 15 წლის წინ ტვინის ტრავმის გამო პარალიზებული გახდა, მათ შორის დაკარგა მეტყველების უნარი. მკვლევრებმა მისი ტვინის ზედაპირზე, კონკრეტულად იმ არეაზე, რომელიც მეტყველების ფუნქციას აკონტროლებს, ელექტროდები განათავსეს. კომპიუტერმა დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც ის ისეთი გავრცელებული სიტყვების წარმოთქმას ცდილობდა, როგორიცაა „წყალი“ და „კარგი“, საბოლოოდ კი 50-მდე სიტყვისა და 1,000-მდე წინადადების განსხვავება მოახერხა. ამას გარდა, ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „როგორ გრძნობ დღეს თავს?“ და „ხომ არ გწყურია?“, ექსპერიმენტის მონაწილემ ადეკვატური პასუხის გაცემა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 4-5 წამი დასჭირდა კომპიუტერის ეკრანზე იმის გამოჩენას, თუ რის თქმას ცდილობდა ცდისპირი. ამ მოწყობილობას რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო დასჭირდა,  ვიდრე ჩვეულებრივად ლაპარაკისას სათქმელის გადმოცემას, თუმცა დანარჩენი ექსპერიმენტების დროს მოწყობილობა ბევრად უფრო სწრაფად ფუნქციონირებს.

ჩენგის გუნდს წლები დასჭირდა, რომ ტვინის ის სფერო შეესწავლა, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. ხოლო იმის მისახვედრად, რომ  კომპიუტერი ტვინის რეაგირებას სწორად აღიქვამდა, ექსპერიმენტის დაწყებამდე ისეთი სპეციფიკური ფრაზები წარმოათქმევინეს, როგორიცაა, მაგალითად, „გთხოვთ, ჩემი ჭიქა მომაწოდეთ“ და ა.შ.

ექიმი ჩენგი და მისი გუნდი სამომავლოდ გეგმავს, მოწყობილობა უფრო სწრაფად რეაგირებადი გახდეს, ასევე გაუმჯობესდეს სიზუსტე და ლექსიკა და ერთ დღეს შესაძლოა, კომპიუტერული ხმის მეშვეობით ლაპარაკის უნარის არმქონე პირებთან კომუნიკაციის დამყარება უფრო მარტივად შევძლოთ.

Previous Post

ბაიდენი და მერკელი “ნორდსტრიმ 2”-ის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან

Next Post

Politico: ლიეტუვას ექსპრეზიდენტი გრიბაუსკაიტე NATO-ს გენმდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Politico: ლიეტუვას ექსპრეზიდენტი გრიბაუსკაიტე NATO-ს გენმდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

Politico: ლიეტუვას ექსპრეზიდენტი გრიბაუსკაიტე NATO-ს გენმდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result