Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა „ბიოქიმფარმის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა

by Salo Papalashvili
September 15, 2023
in მეცნიერება, საქართველო, ყველა სიახლე
0
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა „ბიოქიმფარმის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა
0
SHARES
0
VIEWS

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) „ბიოქიმფარმის“ ისტორიული ფაგების საწარმოს განახლებისა და ხელახალი დაბადების შესახებ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ (BTU) შექმნილი სტატია გამოაქვეყნა.

„საქართველო, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული გახლავთ 8,000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციითა და ისტორიით, ასევე გამოირჩევა ფაგის ტექნოლოგიით და ითვლება ფაგოთერაპიის სამშობლოდ“, – ვკითხულობთ სტატიაში.

„ბიოქიმფარმი“ ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგებზე (ფაგებზე) დაფუძნებულ პრეპარატებს ქმნის და აწარმოებს. ფაგის პრეპარატები დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენს. კომპანია ფლობს 2 საერთაშორისო პატენტს, ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს და ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით თითქმის 100-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მთელ გუნდს შესანიშნავი სტატიისთვისა და შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა სახელგანთქმული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერა და საქართველოს, როგორც ფაგების სამშობლოს პოზიციონირება მსოფლიო მასშტაბით”, – აცხადებს „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი Forbes Georgia-სთან საუბარში.

ცნობისთვის, რატი Forbes 30under30-ის 2020 წლის გამარჯვებულია კატეგორიაში – მეცნიერება და 2019 წლის გამარჯვებული კატეგორიაში – წარმოება და ინდუსტრია. გარდა ამისა, 2022 წელს, რატი მეცნიერების კატეგორიაში ოცდაათწლამდელთა სიის ჟიურის წევრიც გახდა.

2021-2023 წელს კომპანიამ ევროპულ საწარმოო სტანდარტთან (GMP) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაცია და გადაიარაღება განახორციელა. შედეგად, „ბიოქიმფარმი“ გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საწარმო აღჭურვილია ევროპული და მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული მომწოდებლების დანადგარებით, საწარმოო ხაზებითა და ინფრასტრუქტურით.

თბილისში მდებარე „ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო პირველია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას ფარავს. აქვე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვაც. ახლად მოდერნიზებული  საწარმოს გაზრდილი წარმადობა, ყოველწლიურად 30 მილიონი ფლაკონი სტერილური პრეპარატების წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ფაგის ტექნოლოგია 2023 წლის ტოპ–10 განვითარებად ტექნოლოგიაში გამოარჩია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციური და მნიშვნელოვანი, რომელიც ცვლის მსოფლიოს.

ანტიბიოტიკორეზისტენტობით მსოფლიოში ყოველწლიურად 700,000 ადამიანი იღუპება – მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიური მსხვერპლი – 35,000-ს, ხოლო ევროპის მასშტაბით 25,000-ს უტოლდება. უახლესი მონაცემებით, უმოქმედობის შემთხვევაში, 2050 წლისთვის, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობით გამოწვეულმა სიკვდილიანობის წლიურმა რიცხვმა შესაძლოა 10 მილიონს გადააჭარბოს, ხოლო საზოგადოებისთვის ეკონომიკური დანახარჯები $100 ტრილიონამდე გაიზარდოს.

Previous Post

Forbes: ავიაბილეთებზე ფასები მცირდება | რომელია ყველაზე იაფი მიმართულებები ამ შემოდგომას სამოგზაუროდ?

Next Post

The Massachusetts Institute of Technology (MIT) Publishes an Article on the Historic Phage Manufacturer “BioChimPharm”

Salo Papalashvili

Next Post
HR-შესაბამისობის ინოვაციური სისტემის დანერგვა საქართველოში

HR-შესაბამისობის ინოვაციური სისტემის დანერგვა საქართველოში

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result