Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
0
SHARES
0
VIEWS

დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი – „მარტვილის მარანი“ – საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“ სახელწოდებით გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ღვინის მოყვარულთა და მწარმოებელთა ყურადღება.

„მარტვილის მარნის“ დამფუძნებლის, ზაზა გაგუას დაინტერესება იმ დროისათვის გაიშვიათებული და, შესაბამისად, ძვირფასი მეგრული ჯიშით, „ოჯალეშით“, ერთი მხრივ მარტვილელი ბაბუის ხსოვნასა და სიყვარულს, მეორე მხრივ კი მეგრული ღვინის ტრადიციის აღდგენის სურვილს უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, ღვინო და მასთან დაკავშირებული ყველა წამოწყება „მარტვილის მარნის“ დამფუძნებლებისთვის უკომპრომისო, ახლა უკვე ცხოვრების მთავარი საქმეა, რომელშიც ფინანსური და ადამიანური რესურსის გარდა, დიდი ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარულია ჩადებული.

პირველი ღვინის, 2012 წლის მოსავლის „ოჯალეშის“ 2013 წლის „ახალი ღვინის ფესტივალზე“ წარდგენამ და ღვინის პროფესიონალების გამოხმაურებამ, კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ მეგრული ღვინის ტრადიციებთან დაბრუნება და ზოგადად, მეგრული ღვინის წარმოება-პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დროთა განმავლობაში „ოჯალეშს“ დასავლეთ საქართველოს სხვა ჯიშები, წარმატებული ექსპორტი და ვენახიც დაემატა, კომპანიის გაფართოებამ კი საკუთარი მარნის აშენების საჭიროება გააჩინა.

2019 წელს კომპანიამ ოფიციალურად გააფორმა ბრენდული სახელწოდება „მარტვილის მარანი“.

2019 წელს „მარტვილის მარანმა“ თიბისის მხარდაჭერით მარტვილში, სოფელ თარგამეულში მიტოვებული სკოლის შენობა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი შეისყიდა და პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ახალი მარნის შენებას შეუდგა. 2020 წელს კი უკვე გამართულ მარანში 40 ქვევრი ჩაყარა და გრძელვადიანი პროექტის – სასტუმროს მშენებლობის გეგმაზე ფიქრიც დაიწყო.

„ოჯალეში“, „ორბელური ოჯალეში“, „ციცქა“, „ცოლიკაური“, „კრახუნა,“ „ალადასტური“, „კუნძა“, „კახური მწვანე“ ის ჯიშებია, რომლებისგანაც „მარტვილის მარანში“ 12 სახეობის ღვინოს ამზადებენ. წარმოებული ღვინის 80% ექსპორტზე გადის, დანარჩენი – ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ბარებში, რესტორნებსა და რამდენიმე მაღაზიაში იყიდება.

„2016 წლიდან მთლიანად ქვევრის ღვინის წარმოებაზე გადავედით. ვმუშაობთ ძირითადად დასავლეთ საქართველოს ჯიშებზე. ჩვენი მთავარი პრინციპი სუფთა, ორგანული(ბუნებრივი) ღვინის წარმოებაა – ვენახში არ ვიყენებთ სისტემურ პრეპარატებს და ღვინოში – ქიმიურ დანამატებს, ჩვენი ღვინო მხოლოდ ყურძნის წვენია (გოგირდის მინიმალური დამატებით, 50 მგ/ლ). მინდობილნი ვართ ბუნებრივ პროცესებს, რაც ერთი მხრივ რისკებთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი ძალიან საინტერესოა – შენ მინიმალურად ერევი, მხოლოდ აკვირდები დაღვინების ბუნებრივ პროცესს, შედეგად კი ხშირად გაქვს საუკეთესო, სუფთა ღვინო. ეს არის ორგანული ღვინის ხიბლი, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს და რომელზეც მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,“ – ამბობს „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა გაგუა.

„მარტვილის მარნის“ ორგანული ღვინო, რომელიც უკვე 14 ქვეყანაში იყიდება, განსაკუთრებული სიყვარულით ამერიკის შეერთებულ შტატებსა (40%) და იაპონიაში (30%) სარგებლობს. ექსპორტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

დღეისათვის „მარტვილის მარანი“ წელიწადში 12 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. სამომავლოდ კომპანია მარნის გაფართოებას და 200 კვ.მ ღვინოს სარდაფის აშენებას გეგმავს, რაც წარმოების 40 000 ბოთლამდე გაზრდას შეუწყობს ხელს. იგეგმება, ასევე, ცქრიალა ღვინის, სიდრის, ჭაჭისა და ლუდის წარმოებაც.

სასტუმრო მეორე ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას, გეოგრაფიული მდებარეობისა და ხარისხიანი მომსახურების პირობებში, დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მარნიდან ულამაზესი ხედები იშლება მდინარე ტეხურზე და ეგრისის ქედზე, აქვეა მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, ციხე-გოჯის უნიკალური კომპლექსი, ამას ემატება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხარისხიანი მომსახურება, ბიო პროდუქტი, ღვინის დეგუსტაცია, წარმოების პროცესში მონაწილეობა, სუფთა ჰაერი, მეგრული სტუმართმოყვარეობა და კომფორტული გარემო, რაც ძალიან იზიდავს ვიზიტორებს. ვგეგმავთ საცხენოსნო ტურიზმის განვითარებასაც, ასე რომ მალე სტუმრებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და შინაარსის საცხენოსნო ტურებსაც შევთავაზებთ სამეგრელოს ტერიტორიაზე. სტუმრების მიღება არსებული რესურსით უკვე დავიწყეთ, სამომავლოდ კი სასტუმრო კომპლექსი საშუალო და მაღალი სეგმენტის 30-ამდე სტუმარზე იქნება გათვლილი,“ – ამბობს ზაზა გაგუა.

პროექტი თიბისის მხარდაჭერით, ეტაპობრივად 200,000-ლარიანი ინვესტიციით განხორციელდება.

დღეისათვის „მარტვილის მარანში“ სტაბილურად 5 ადამიანია დასაქმებული. სეზონურად მათი რიცხვი 15-ს აღწევს. სამომავლო პროექტი – სასტუმრო კომპლექსი – ადგილობრივების აქტიურ დასაქმებას ითვალისწინებს. S

Previous Post

Booking.com: მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილების ათეული

Next Post

საქართველოს ბუნდოვანი პოზიცია უკრაინის ომის მიმართ: პრაგმატული თუ რისკიანი?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბუნდოვანი პოზიცია უკრაინის ომის მიმართ: პრაგმატული თუ რისკიანი?

საქართველოს ბუნდოვანი პოზიცია უკრაინის ომის მიმართ: პრაგმატული თუ რისკიანი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result