Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

მანჰეტენი თბილისში ვისენტე ვულფისგან

by Forbes.ge
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
მანჰეტენი თბილისში ვისენტე ვულფისგან
0
SHARES
0
VIEWS

პირველი ნიუიორკული ცათამბჯენი თბილისში – სწორედ ასე პოზიციონირებს 172-ბინიანი Tbilisi Gardens-ი ქართულ ბაზარზე, თუმცა მას არაფერი აქვს საერთო მეგაპოლისურ ხმაურთან. პირიქით, ეს არის მყუდრო სახლი ბაღის შუაგულში. სიმყუდროვეს აქ დიზაინი უზრუნველყოფს, რომლის დაგეგმარება, ბინის მფლობელის სურვილის მიხედვით, პროექტის მენეჯმენტმა ამერიკელ ინტერიერის დიზაინერს, ვისენტე ვულფს ანდო. ვულფი House Beautiful-ის ყველაზე გავლენიანი ამერიკელი დიზაინერების ათეულში შედის. მას შექმნილი აქვს არაერთი მაღალი კლასის სასტუმროს თუ საცხოვრებელი კომპლექსის დიზაინის კონცეფცია. ვულფის ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა მინიმალიზმის გავლენა, თუმცა, როგორც თავად, ამბობს, დიზაინის შექმნისას მისი მიზანი არა მინიმალიზმის უზრუნველყოფა, არამედ სუფთა, ზედმეტობისგან თავისუფალი, კომფორტული სივრცის შექმნაა.

როგორ მიიღეთ Tbilisi Gardens-ის პროექტზე მუშაობის გადაწყვეტილება?

როცა ჩემთან მოვიდნენ და პროექტზე მუშაობა შემომთავაზეს, ცოტა არ იყოს დავფიქრდი. თბილისი ჩემთვის არც ისე ნაცნობი იყო. მერე ამიხსნეს, რის გაკეთება სურდათ. მითხრეს, რომ უნდოდათ, შეექმნათ რაღაც ისეთი, რაც აქ ჯერ არავის გაუკეთებია და გადავწყვიტე, მემუშავა ასეთ პროექტზე. ადამიანები, რომლებიც ბინას Tbilisi Gardens-ში იდებენ, სინამდვილეში ყიდულობენ არა ფართს კვადრატული მეტრებით, არამედ სტილს. რაც უფრო მეტჯერ ჩამოვედი აქ, რაც მეტ ხანს ვესაუბრე ადგილობრივებს, რაც მეტად ვეცნობოდი თბილისს, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ უნდა შემექმნა დიზაინი, რომელიც იქნებოდა ძალიან განსხვავებული, მაგრამ ამავდროულად მჭიდროდ დაკავშირებული აქაური ცხოვრების სტილთან.

რა მივიღეთ საბოლოოდ – დიზაინი შექმნილი თბილისური ცხოვრების სტილისთვის, თუ დიზაინი თბილისელებისთვის, რომელსაც მანჰეტენური შტრიხები გასდევს?

მე ვიტყოდი, რომ ეს მანჰეტენის გამოცდილების გაზიარებაა. დიახ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არის ნიუიორკული სტილი თბილისში. მაგალითად, შოურუმების დიზაინის შექმნისას მე ვცდილობდი, წარმომეჩინა სინათლე, სივრცე და დეტალები. აქ ყველაფერი სუფთაა, მარტივი, დაცლილი ზედმეტობებისგან, ჭერი მაღალია, ოთახებში სინათლე უხვად იჭრება. ეს ყველაფერი სათანადო ხარისხისა და ფერის მასალებთან ერთად ქმნის კომფორტს, რაც მთავარი ფასეულობაა.

თქვენი აზრით, გარდა თქვენ მიერ შექმნილი დიზაინისა, რა განასხვავებს Tbilisi Gardens-ს სხვა თბილისური პროექტებისგან?

ბაღი. ეს არის ის, რასაც ნიუ-იორკშიც კი ვერ ნახავთ, რადგან იქ არ არის ამ რაოდენობით ღია სივრცე ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, ეს საცხოვრებელი კომპლექსი ინდივიდებზეა მორგებული, და არა მასობრივ მოხმარებაზე გათვლილი. კლიენტებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი იღებენ სახლს, რომელიც შექმნილია, და არა უბრალოდ აშენებული, მათთვის. მე მგონია, რომ დღეს ბიზნესი კლიენტების ინტერესებს მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს, ის უნდა აჩვენებდეს კლიენტს, რომ მასზე ზრუნავს. სწორედ ასეთი მიდგომაა ამ პროექტის განხორციელებისას. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებზე და ვქმნით მათთვის ნამდვილად განსხვავებულ ცხოვრების სტილს. მჯერა, რომ ადამიანები დაინახავენ განსხვავებას ამ და ბაზარზე არსებულ სხვა პროექტებს შორის.

თქვენ მუშაობა განსხვავებული შეხედულებებისა და გემოვნების ადამიანებისთვის გიწევთ. სავარაუდოდ, ასე იქნება Tbilisi Gardens-ის მცხოვრებლების ბინების დიზაინის შექმნისასაც. როგორ აერთიანებთ თქვენს შეხედულებებსა და კლიენტების გემოვნებას ერთ მთლიანობად ისე, რომ თქვენც კმაყოფილი იყოთ თქვენი ნამუშევრით და კლიენტიც – შედეგით?

შოურუმებს აბსტრაქტულად ვქმნიდი – იმ ადამიანებისთვის, ვინც მოისურვებდა ენახა, რა შეიძლება ჰქონდეს, თუკი ბინას Tbilisi Gardens-ში შეიძენს. როცა დიზაინს კონკრეტული ადამიანისთვის ქმნი, საქმე სხვაგვარადაა. როცა ვფიქრობ, როგორი დიზაინი შევქმნა ამა თუ იმ ადამიანისთვის, ვითვალისწინებ ყველაფერს, დაწყებული მისი ცხოვრების სტილით, დამთავრებული მისი სიმაღლით. აი, წარმოიდგინეთ, თუკი ადამიანი არც ისე მაღალია, მას ძალიან ღრმა დივანს ხომ ვერ დაუდგამთ ოთახში? ეს მისთვის არაკომფორტული იქნება. ეს პროცესი ფაზლის აწყობას ჰყავს, აგროვებ ყველა დეტალს და ერთ მთლიან სურათში აერთიანებ. ძალიან ხშირად ვაკვირდები ქალის მაკიაჟს იმის გასაგებად, თუ რა ფერებთან გრძნობს თავს კომფორტულად. ცხადია, ამ დეტალებს კლიენტებს არასოდეს ვეუბნები, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ვფიქრობ. ეს არის ის, რასაც დიზაინის დაგეგმვისას ვითვალისწინებ.

როდესაც ცარიელ სივრცეს უყურებთ, რით იწყებთ ჯერ არარსებულის შექმნას?

აუცილებლად ვიწყებ არქიტექტურით: ვაკეთებ კედლებს, ვაბალანსებ ფანჯრებს, ვანაწილებ სინათლეს ოთახებში, ვნიშნავ ადგილებს კარებისთვის. ამის შემდეგ ვქმნი ავეჯის განლაგების გეგმას და ამავდროულად ვაბალანსებ ფორმებს. აი, შეხედეთ, დივანი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსხედვართ, გამოკვეთილად კვადრატული ფორმებისაა, მაგრამ სავარძელი მის მოპირდაპირედ პირიქით – მომრგვალებული ფორმების. ეს არის ბალანსი. ამის შემდეგ დგება ფერის მიცემის დრო. ბევრი ადამიანი ცდება, როცა დიზაინის შექმნის პროცესს ფერით იწყებს. ეს არასწორია. სინამდვილეში, ფერისა და ტექსტურის მიცემით პროცესი უნდა დაასრულო და შედეგით დატკბე.

ამ შოურუმში კედლები ძირითადად თეთრია. უნდა ვივარაუდო, რომ ეს თქვენი საყვარელი ფერია?

ფონისთვის კი, ნამდვილად. მგონია, რომ ის სივრცე, რასაც ოთახში თეთრი ფერის კედლები ქმნის, ხელს უწყობს ყველა ფორმის გამოკვეთას. მე კი არ მინდა, რამე დავმალო.

როგორც ვხედავ, მინიმალიზმი ის სტილია, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ?

სუფთა. მე ამას მინიმალიზმს არ დავარქმევდი. მინიმალიზმი ჩემთვის უფრო ინსტიტუციონალური ცნებაა, სადაც ყველაფერი წესების თანახმად უნდა იყოს გადანაწილებული, იდეალურად. მე კი მსურს, სივრცე სუფთა იყოს, მაგრამ კომფორტული და ამისთვის ყველანაირი წესების გარეშე შემიძლია გამოვიყენო ის, რაც დამჭირდება. მე მსურს, ამ სივრცეში ადამიანმა თავი მშვიდად იგრძნოს და სულაც არ უწევდეს კონცეფციის გააზრებაზე ფიქრი. თუ ჩემი კლიენტები ჩემ მიერ შექმნილ დიზაინში რელაქსაციას ახერხებენ, ეს ჩემთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია.

დარწმუნებული ვარ, ხშირად გეკითხებიან რჩევას დიზაინთან დაკავშირებით. როგორია თქვენი მთავარი რეკომენდაცია?

დადექით საკუთარ სახლში და კარგად მიმოიხედეთ გარშემო. განსაზღვრეთ ნივთები, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. მოაშორეთ ისინი. ეს პროცესი გააგრძელეთ მანამ, სანამ თქვენი საცხოვრებელი სივრცე თქვენთვის სრულიად დაცლილი არ იქნება ზედმეტი, არასაჭირო, სულელური ნივთებისგან. ამის შემდეგ ისევ დადექით და დააკვირდით, რის დამატება გჭირდებათ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ გჭირდებათ, მაშინ წადით, მოძებნეთ და დაამატეთ. თუმცა, როცა ამ რჩევას ვაძლევ, აუცილებლად თან ვურთავ ფრაზას, LESS IS MORE (ნაკლები მეტს ნიშნავს), რადგან სინამდვილეში ყოველთვის უმჯობესია, საცხოვრებელი სივრცე ნაკლებად დატვირთოთ. 

Previous Post

მარტში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა მილიარდი ლარი შეადგინა

Next Post

ბრწყინვალე გონება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ბრწყინვალე გონება

ბრწყინვალე გონება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result