Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ლუნდის“ ქართველი დოქტორანტის, ნიკა გვაზავას კვლევითი სტატია სამეცნიერო ჟურნალ JACS-ში გამოქვეყნდა

by Salo Papalashvili
ნოემბერი 3, 2023
in ინტერვიუ, მეცნიერება, საქართველო, ყველა სიახლე
0
„ლუნდის“ ქართველი დოქტორანტის, ნიკა გვაზავას კვლევითი სტატია სამეცნიერო ჟურნალ JACS-ში გამოქვეყნდა
0
SHARES
0
VIEWS

ლუნდის „ღეროვანი უჯრედების ცენტრის“ ლაბორატორიებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით შექმნილი კვლევითი სტატია, 145-წლიანი ისტორიის მქონე, ტოპ-სამეულში შემავალ სამეცნიერო ჟურნალ Journal of the American Chemical Society-ში (JACS) გამოქვეყნდა.

სტატიის პირველი ავტორი გახლავთ ნიკა გვაზავა, ლუნდის უნივერსიტეტის დოქტორანტი და 30 under 30 მეცნიერების კატეგორიაში წლევანდელი გამარჯვებული. სტატიაში აღწერილ კვლევას რთული ბიოფიზიკური საფუძვლები აქვს, რასაც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ნიკა განგვიმარტავს.

თავად „ლუნდის უნივერსიტეტი“ უკვე 360 წელზე მეტია, ფუნქციონირებს და მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. წლევანდელი წელი დაწესებულებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, ვინაიდან უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორ ანა ლუილიეს ნობელის პრემია მიენიჭა.

ნიკა, პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი სამეცნიერო გზა?

მედიცინის მიმართ ჩემი ინტერესი ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. საერთოდ, ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი, სულ მინდოდა, რაღაც „წამალი“ გამომეგონა, რომელიც ბებოს ყვავილებს გაზრდიდა. ასე, დაფშვნილი „ნოშპითა“ და „ციტრამონით“ დაიწყო ჩემი პირველი „ექსპერიმენტი“. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. მე-6 კურსზე უკვე ვიცოდი, რომ კლინიცისტობა არ მიზიდავდა და მეცნიერება უფრო მაინტერესებდა. გადავწყვიტე, მიმეწერა ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორ ზაალ კოკაიასთვის, რომელიც მაშინ ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი გახლდათ. მინდოდა, ჩემი კვლევითი მოწადინება ამეხსნა მისთვის. ბატონმა ზაზამ, სრულიად უცხო ადამიანს, ზუსტად 15 წუთში მიპასუხა და ლუნდში დამპატიჟა გასაუბრებაზე. „ღეროვანი უჯრედებისა და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიაში” 6 თვე გავატარე, როგორც სტაჟიორმა. ასე დაიწყო ჩემი გზა დიდ მეცნიერებაში.

შემდეგ იმავე ცენტრის სხვა ლაბორატორიაში, რომელსაც პროფესორი დარსი ვაგნერი ხელმძღვანელობს, გადავედი ჯერ როგორც ასისტენტი და შემდეგ კი – დოქტორანტი. ჩვენი ლაბორატორიის მთავარი მიზანი, სხვადასხვა ბიოინჟინრული მიდგომის მეშვეობით, ფილტვის ქსოვილის ლაბორატორიულად შექმნა გახლავთ. მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა – დარსი და ზაზა ჩემთვის მისაბაძი მეცნიერები და პიროვნებები არიან. საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, ენდობოდე ადამიანს, რომელთანაც მუშაობ. დარსი ვაგნერი ბევრჯერ ყოფილა ჩემ გვერდით დილის 4-5 საათამდე, სხვადასხვა ექსპერიმენტის დროს და დაღლაც კი არ შემიმჩნევია მისთვის. ალბათ, საყვარელი საქმიანობით არც იღლებიან. ესეც საგულისხმო მაგალითია ჩემთვის.

თქვენი კვლევა რა ძირითად საკითხებსა და მიზანს მოიცავს?

ჩვენს კვლევას რთული ბიოფიზიკური საფუძველი აქვს და შევეცდები მარტივად ავხსნა. მთავარი მიზანი სინათლის სხივის თვისებების, კერძოდ ინფრაწითელი გამოსხივებით, ქსოვილის შესწავლა გახლდათ. მას ფართო გამოყენება აქვს მეცნიერებაში, განსაკუთრებით კი ქიმიაში, ნივთიერებების საიდენტიფიკაციოდ. მარტივი განმარტებისთვის: მაგალითად, აეროპორტში თუ ფლობთ უცნობი სახის ნივთიერებას, შემოწმებისას, ინფრაწითელი გამოსხივებით, მყისიერად შეძლებენ თქმას, ეს ჩვეულებრივი წამალია თუ რაიმე სხვა, საეჭვო ნივთიერება. ბიომედიცინაში ამ მეთოდის გამოყენება, ქსოვილის სპეციალური დამუშავების გარეშე, ორი წლის წინ შეუძლებელი იყო. მიზეზი ქსოვილებში არსებული სითხის მაღალი შემცველობაა. ორიოდე წლის წინ ახალი ტიპის მიკროსკოპი შეიქმნა, რომელმაც სხვადასხვა ლაზერის გამოყენებით, ზემოთ აღნიშნული პრობლემა გადაჭრა. სწორედ ეს მიკროსკოპია გამოყენებული კვლევაშიც, რომელსაც ჩემი თანახელმძღვანელი პროფესორი ოქსანა კლიმენტიევა უძღვებოდა.

პირველ რიგში, გადასაჭრელ საკითხებს შორის იყო, შევძლებდით თუ არა ქსოვილების მახასიათებლების დადგენას მათი დამუშავების გარეშე. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამავდროულად შევიმუშავეთ მეთოდიც, რომლითაც ერთმანეთთან მომიჯნავე სხვადასხვა ტიპის უჯრედებს შორის ქიმიური განსხვავებების დადგენაა შესაძლებელი. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლებლობა მოგვცა, განვასხვაოთ ჯანსაღი და დაავადებული ქსოვილები.

შემდგომ კი ახალი კითხვაც გაჩნდა: აზიანებს თუ არა გამოსხივება ქსოვილებს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოვიყენეთ სალამანდრის ემბრიონები, რომელთა კანის ზედაპირიდან სპექტრი ჩავიწერეთ. დასხივებიდან ორ კვირაში ემბრიონები, ყველანაირი დაზიანების გარეშე, ნორმალურ სალამანდრებად ჩამოყალიბდნენ.

როგორია სამომავლო შედეგები, რომელთაც თქვენი კვლევა იძლევა?

ჩვენი შედეგები გამოსადეგია როგორც კლინიკურ, ასევე ბაზისურ კვლევებში. მაგალითად, კლინიკაში ოპერაციული მასალის წინასწარი დიაგნოზისთვის ჩვენ შევძლებთ იმის დადგენას, თუ რა ტიპის ქსოვილთან და პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ბაზისურ მეცნიერებაში მეთოდი, ერთი და იმავე ნიმუშისა ან მასალის სხვადასხვა კვლევაში, მრავალჯერადი გამოყენების საშუალებას გვაძლევს.

რომ შევაჯამოთ, აღნიშნული მეთოდი უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა ჯანსაღი და დაავადებული ქსოვილების ქიმიური მახასიათებლების შესასწავლად – მაგალითად, კიბოს რეგიონების დიფერენციაციისთვის.

ნიკა, ჟურნალსაც რომ შევეხოთ – კონკრეტულად Journal of the American Chemical Society-ზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

Journal of the American Chemical Society 145-წლიანი ისტორიის მქონე, ტოპ-სამეულში (ქიმიის ყველა დარგში) შემავალი სამეცნიერო ჟურნალია. ბევრი ვიფიქრეთ, თუ სად გადაგვეგზავნა ჩვენი სტატია და ბოლოს არჩევანი JASC-ზე შევაჩერეთ – პირველ რიგში ჟურნალის თემატურობიდან გამომდინარე. ეს გახლდათ დიდი გამოცდილება, ვინაიდან რევიზია ერთ წელიწადს გრძელდებოდა. ჩვენი სტატია, დარგის სამი ექსპერტის კრიტიკული კითხვებისა და შენიშვნების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, უფრო მეტად გაუმჯობესდა. უპირველეს ყოვლისა, დაგვანახა მისი სუსტი მხარეები, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზა და გააჩინა ახალი კითხვებიც. ეს არის რევიზიის მთავარი აზრიც – ხვდები, რომ ნეგატიური შედეგები არ არსებობს და ყველა მათგანიდან რაღაც ახლის სწავლაა შესაძლებელი.

ნიკა, დღეს საქართველოში რა გამოწვევებს ხედავთ მეცნიერული კუთხით და როგორ შეაფასებდით სამომავლო პერსპექტივებს?

დღეს მეცნიერება ძალიან დინამიკურია და სწრაფად ვითარდება. სულ ვამბობ, რომ საინტერესო დროს ვცხოვრობთ – რაც გუშინ შეუძლებლად მიგვაჩნდა, დღეს უკვე გადაჭრილი პრობლემა და ახალი შესაძლებლობაა. ჩემთვის მეცნიერება არის ჯადოსნური მთა, რომელზეც ყველა ერთად ავდივართ და ერთის წარმატება ყველას წარმატების ტოლფასია. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს სტუდენტებს სწავლის პირველსავე ეტაპზე ვხვდები, ყოველთვის ვეუბნები, რომ მათი „პატარა“ პროექტები კიდევ ერთი აგურია დიდი სამეცნიერო პრობლემების გადაჭრისა და ახალი ცოდნის შეძენის საქმეში.

თანამედროვე კვლევები დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რაღაცით მეცნიერება ალბათ ბიზნესსაც ჩამოჰგავს – თუ შენ არ ქმნი ახალ და მაღალი სტანდარტების „პროდუქტს“, რთული იქნება წარმატების მიღწევა. რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ დღეს საქართველოში არ არის დიდი სამეცნიერო გრანტების გაცემის შესაძლებლობა, თუმცა ჩვენი ევროპული მომავალი ამაშიც ძალიან დაგვეხმარება.

ქართველი მეცნიერებისთვის ახლაც კი ხელმისაწვდომია ევროპული დაფინანსებები და მომავალში ჩვენი ევროპული გზის კვალდაკვალ კიდევ ბევრი ახალი შესაძლებლობა მოგვეცემა. ეს კი უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობისთვის და მეცნიერების განვითარებისათვის. ჩვენ ვერ ჩავიკეტებით ერთი ქვეყნის საზღვრებში, ეს სახიფათოა და მრავალჯერ დავრწმუნდით, სადამდეც მიდის.

ჩემი აზრით, საქართველოს უკეთესი მომავლის წინაპირობა არის განათლება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ქვეყნისთვის ყველა საჭირო მიმართულებით, რომლებიც პასუხისმგებლობით და მაღალი პროფესიონალიზმით მოეკიდებიან მათზე დაკისრებულ საქმეს. ჩვენი სამშობლო ყოველი ჩვენგანისაა და, შესაბამისად, ჩვენც პასუხისმგებლები ვართ მის განვითარებასა და მომავალზე.

დაბოლოს, ევროპის როლსაც რომ შევეხოთ – რას გვაძლევს ევროპა და რა შეცვალა კონკრეტულად თქვენთვის?

ჩემი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ევროპამ მომცა განვითარების ის შესაძლებლობა, რომელზეც სულ ვოცნებობდი. ჩემი დოქტორანტურა დაფინანსებულია ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Counsel (ERC)) გრანტით, რომელიც ჩემმა ხელმძღვანელმა მიიღო. ERC ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანტია, რომელიც ევროკომისიის მიერ გაიცემა და ხელს უწყობს მაღალი დონის მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას ევროპაში.

ჩემი აზრით, ევროპა, უპირველეს ყოვლისა, გვაძლევს თავისუფლებასა და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარებისთვის. ანტიკურობიდან დღემდე, სწორედ ევროპაში არის ჩვენი ადგილი და მე ღრმად მწამს, რომ მას ვერაფერი და ვერავინ შეცვლის!

Previous Post

10 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,380,548 მგზავრს მოემსახურა

Next Post

თიბისი კონცეპტი და „ადრენალინი” წარმოგიდგენთ ფილმის “Abstract” პრემიერას

Salo Papalashvili

Next Post
თიბისი კონცეპტი და „ადრენალინი” წარმოგიდგენთ ფილმის “Abstract” პრემიერას

თიბისი კონცეპტი და „ადრენალინი” წარმოგიდგენთ ფილმის “Abstract” პრემიერას

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Recent News

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result