Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„ლუკა პოლარე“ თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„ლუკა პოლარე“ თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს
0
SHARES
0
VIEWS

კაფე-სანაყინე „ლუკა პოლარე“ ის ადგილია, რომელსაც ჯელატოს ნაყინის მოყვარულები უკვე 14 წელიწადია, ზამთარ-ზაფხულ უდიდესი სიამოვნებით სტუმრობენ, არა მხოლოდ ნაყინის, არამედ უგემრიელესი ყავისა და ნამცხვრების დასაგემოვნებლად ან, უბრალოდ, სასიამოვნო ატმოსფეროში დროის გასატარებლად.

გადავწყვიტეთ, „ლუკა პოლარეს“ ფანებისთვის ამ ბლოგით სასიამოვნო სიახლის მაუწყებლები გავმხდარიყავით – თიბისის მხარდაჭერით, „ლუკა პოლარე“ გეგმავს ახალი, იტალიური და გერმანული დანადგარებით აღჭურვილი დიდი საწარმოს აშენებას, სადაც ჯელატოს ხაზის კიდე უფრო მეტი გემოსა და რაოდენობის ნაყინი დამზადდება.

„თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ჯელატოს საწარმოს ასაშენებლად მიწა უკვე შესყიდული გვაქვს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობის დაგეგმვა. ეს იქნება დაახლოებით 1500 კვ. მეტრამდე შენობა, რომლის აშენებასა და გამართვას 2 წელიწადი დასჭირდება და რომელიც დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. საწარმოში დასაქმდებიან პროფესიონალები, რომლებსაც ამ სფეროში თავად ვამზადებთ ადგილზე,“ – ამბობს კაფე-სანაყინე „ლუკა პოლარეს“ დირექტორი, ტარიელ მახარაძე.

„ლუკა პოლარეს“ ისტორია 2008 წელს, თბილისში, 20 კვ.მეტრში განთავსებული 15 სახეობის ჯელატოთი დაიწყო. დაარსების დღიდან, დამფუძნებლებმა მთავარ მიზნად მაღალი ხარისხის ჯელატოს ხაზის ნაყინი წარმოება-გაყიდვა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულობა დაისახეს. სწორედ ეს ორი ფაქტორი მიაჩნიათ დღემდე „ლუკა პოლარეს“ პოპულარობის მიზეზად, რაც უამრავ ერთგულ მომხმარებელზეც აისახება.

დღეისათვის „ლუკა პოლარე“ მომხმარებელს თბილისის, ბათუმის, ქობულეთისა და რუსთავის 20 ფილიალში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ტექნოლოგიით, ნატურალური რძისგან და ხილისგან დამზადებული, მათ შორის ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი თუ დიაბეტური ჯელატოს გარდა, მომხმარებელს კაფეს მყუდრო, კომფორტულ სივრცეში უკვე „ლუკას“ საყოველთაოდ ცნობილი ყავის, ჩაის, ცხელი შოკოლადის, ფრეშის, სალათების, სენდვიჩებისა თუ პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვნებაც ხვდება. ამას ემატება მუდამ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და მეგობრული პერსონალი. ყველაფერი ერთად კი „ლუკა პოლარეს“ საყვარელ კაფე-სანაყინედ აქცევს.

„ჩვენ გვყავს გუნდი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებელი „ლუკას“ მიღმა, ქუჩაში ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომ პერსონალის შერჩევას და შემდეგ მათთვისაც სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისინი ქმნიან „ლუკა პოლარეს“ სახელს – გარემოს, განწყობას, სივრცეს, სადაც თავი კომფორტულად უნდა იგრძნო, ანუ ადგილს, სადაც შეიძლება შენი ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო, ადგილს, რომელსაც უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლის სურვილები და მათგან წამოსული უკუკავშირი ჩვენს მუდმივ განვითარებას განაპირობებს. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს მათი და დროის მოთხოვნები და შესაბამისად, ყოველწლიური სიახლეებით ვამდიდრებთ ჩვენს სივრცეს, იგულისხმება როგორც გემოები, ასევე მომსახურების ფორმალური მხარეებიც,“ – ამბობს ტარიელ მახარაძე.

ახალი საწარმოს მშენებლობის დაგეგმვის პარალელურად, დამფუძნებლები „ლუკა პოლარეს“ სამომავლო ფრენჩაიზინგის გეგმაზეც მუშაობენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ლუკას“ თავდაპირველ სტრატეგიას – მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი „ლუკა პოლარეში“, ანუ ადგილზე, სადაც შეგიძლია ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო.

Previous Post

მთავრობების მხარდაჭერის მიუხედავად, ევროპაში ენერგეტიკული გადასახადები რეკორდულ ნიშნულებს აღწევს

Next Post

უკრაინის არმია 250 ერთეულ M1117 Guardian ჯავშანმანქანას მიიღებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
უკრაინის არმია 250 ერთეულ M1117 Guardian ჯავშანმანქანას მიიღებს

უკრაინის არმია 250 ერთეულ M1117 Guardian ჯავშანმანქანას მიიღებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result