Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Lotus-ის მეორე დიდების მოლოდინში

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Life
0
Lotus-ის მეორე დიდების მოლოდინში
0
SHARES
0
VIEWS

მოწინააღმდეგეები Lotus-ს ათწლეულობით ჩრდილავდნენ. ამჟამად განთქმული ბრიტანული ავტომწარმოებელი სუპერმანქანების დარგში ლიდერობის დაბრუნებისთვის იბრძვის.

ჟან-მარკ გალე, ჯგუფ Lotus Plc-ის ახლად დაქირავებული აღმასრულებელი დირექტორი, ინგლისურ ნორფოლკში წინა წლის მაისში ჩავიდა. მან მარტივი, მაგრამ გაბედული მისია იკისრა: ერთ დროს ძლევამოსილი ბრიტანული ავტომწარმოებლისთვის სუპერმანქანებში ლიდერობის დაბრუნება.

ბოლო ათწლეულებში ძირითადმა კონკურენტებმა – Ferrari-მ, Porsche-მ, McLaren-მა – Lotus-ი ავტორბოლებშიც, მანქანების წარმოებაშიც, საინჟინრო მომსახურებაშიც და მოგებაშიც მნიშვნელოვნად ჩამოიტოვეს უკან. მხოლოდ წინა ორ წელიწადში ლოტუსმა $400 მილიონის წაგება ნახა.

52 წლის გალემ კარიერა Volkswagen-ში “საფლოტო გაყიდვების” (კორპორაციული და სამთავრობო ავტოპარკების მომარაგება) ხელმძღვანელობით დაიწყო. ამას მოჰყვა Mercedes-ის გლობალური მარკეტინგის უფროსად მუშაობა, შემდეგ კი, 2009-ში, ლუქსემბურგელი მენეჯერი Peugeot-ს პრეზიდენტი გახდა. გალე მანქანების დიდი რაოდენობით გაყიდვის მძიმე ბიზნესში ფესვგადგმული დაკვირვებული ტექნოკრატია. ამავდროულად, ის მენეჯერული კარიერის შუაგულშიც ინარჩუნებს ანტრეპრენიორულ მახვილ ხედვას. და, როგორც ჩანს, მამაც გულსაც.

წინა წლის მაისში გალემ Lotus-ის ოფისები შემოიარა და აგრესიული გადარჩევა მოაწყო. მან ინჟინრებს წლის ბოლომდე ახალი, ბაზარზე გასატანი პროდუქტების შექმნა მოსთხოვა. გალეს მიზანი: მარტში ჟენევის ავტოშოუზე Lotus-ის მანქანების ახალი თაობის წარდგენა.

სანამ ინჟინრები გაზს აჭერდნენ, გალემ ფინანსებსაც გადახედა. “მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია… 1,296 მანქანის დამზადებას 1,250 თანამშრომელი არ სჭირდება – ეს არამდგრადი მდგომარეობაა”, – აღიარებს გალე. მან მუშახელის 25% დაითხოვა.

ამის შემდეგ გალემ გაყიდვების მენეჯერის როლი მოირგო. “დილერების ქსელი ძალიან მეჩხერი იყო. ჩვენ არ გვყავდა დილერი პარიზში, ლონდონში, კანში, მილანში, აბუ-დაბიში – ადგილებში, სადაც ჩვენი მანქანების პოტენციური მყიდველები ცხოვრობენ”.

გალემ 25 ახალი დილერი აიყვანა და წლის ბოლოსთვის კიდევ 50-ს დაამატებს. დილერები მანქანებისა და სათადარიგო ნაწილების ნაღდი ფულით შეძენასა და დისტრიბუციის აწყობის თვითდაფინანსებას დათანხმდნენ. ამით მათ Lotus-ისადმი ნდობა გამოამჟღავნეს და კომპანიის ფულადი ნაკადებიც გაზარდეს.

რატომ აქვთ დილერებს Lotus-ში ნაღდი ფულის ჩადების სურვილი – ბრენდში, რომელიც ცოტას ესმის და ცოტა თუ იცნობს, სპორტული მანქანების ენთუზიასტების გარდა? რომელიც არსებობის მანძილზე ძირითადად ერთი ფინანსური კატასტროფიდან მეორისკენ მიექანებოდა? ამის მიზეზები მითოლოგიის ძალა, ახალი პროდუქტების დაპირება, სარეგულაციო მიდგომების ცვლა და… დამაჯერებელი აღმასრულებელი დირექტორია.

კოლინ ჩეპმენმა კომპანია 1952-ში დააარსა. უკვე 1963-ში Lotus-მა დამაჯერებლად დაამარცხა Ferrari, Porsche, Cooper-ი და BRM, რამაც ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატების პირველი გამარჯვება (მრბოლელებში – ექვსი, კონსტრუქტორებში – შვიდი) მოუტანა. Lotus-ი იყო კომპანია, რომელმაც ცნობილ რბოლაზე – Indianapolis 500-ზე ამერიკას უკანა ძრავას დიზაინი გააცნო, რამაც ამერიკული საავტომობილო სპორტი სამუდამოდ შეცვალა.

სპორტული წარმატებების გარდა, Lotus-ი ახსოვთ როგორც ინოვაციური, მაგრამ მოქნილი სპორტული მანქანების ბრენდი. ეს მანქანები კოლინ ჩეპმენის მეთოდით იგებოდა: გაამარტივე და წონა მოაკელი. Lotus-ის მინიატურულ მანქანებს, რომლებსაც (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ჯერ Ford-ის ძრავები ეყენა, შემდეგ GM-ისა და ახლა – Toyota-სი, გონებით მართვა და მოპყრობა უხდებოდა.

70-იანების ბოლოს, Lotus Esprit-ის წყალობით (ჯეიმს ბონდის მანქანა- ამფიბია, ფილმიდან “ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი”), კომპანიას ჯერ კიდევ ჰქონდა სახელი. მაგრამ 1982 წლისთვის Lotus-ი უკვე მხოლოდ რამდენიმე ასეულ მანქანას ყიდდა წელიწადში. კომპანია Toyota-სთან ინტელექტუალურ საკუთრებაზე დადებულმა ხელშეკრულებამ გადაარჩინა, მაგრამ ჩეპმენის 54 წლის ასაკში გარდაცვალების შემდეგ, დამაარსებელი ანტრეპრენიორის ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილი Lotus-ი სწრაფად მოექცა ჩრდილში.

1993-ში, შვიდწლიანი ფლობის შემდეგ, General Motors-მა თავისი წილი გაყიდა. საბოლოო დაღუპვისგან თავის დასაღწევად, Lotus-მა შედუღებული ალუმინის პირველი მასობრივად წარმოებული ავტომობილი, Elise-ი შექმნა. ამ პროცესით, რომელიც ორიგამის ინდუსტრიული ანალოგია, მჩატე, მაგრამ გამძლე მანქანები იწარმოება.

ოცი წლის წინ Elise-ის გამოჩენა მეხის გავარდნასავით იყო: იმდენად შთამბეჭდავი, რომ Ford-მა Lotus-ს იმ ვერტიკალურ- ჰორიზონტალური (VH) არქიტექტურის შემუშავება შეუკვეთა, რომელზეც ყველა Aston Martin-ია აგებული. მაგრამ თავად Lotus-ს დღემდე არ აღმოაჩნდა რესურსი, საკუთარი მანქანის, საშუალოძრავიანი Evora-ს ბაზაზე პროდუქტების ასორტიმენტი შეექმნა.

გალემდე იყო კომპანიის აღორძინების კიდევ ერთი გაბედული მცდელობა, თუმცა ის მალევე წარუმატებლობით დასრულდა. 2010-ში, მალაიზიურმა მამობილმა კომპანიამ, Proton-მა, Lotus-ს აღმასრულებელ დირექტორად Red Bull-ისა და Ferrari-ს ყოფილი ხელმძღვანელი, დენი ბაჰარი დაუნიშნა. ბაჰარმა დაიქირავა Mercedes-AMG-ის მამოძრავებელი ნაწილების (ძრავა, გადამცემები და ა.შ.) ინჟინერი და Ferrari-ს დიზაინერები. Red Bull-ის უზარმაზარ სამარკეტინგო ბიუჯეტებს მიჩვეული მარკეტინგის პომპეზური დირექტორის გეგმებში უხვად იდო გათვლები შთაბეჭდილების მოხდენაზე, მაგრამ მიღწევადი მიზნები – ნაკლებად. მისი ვადა 2012-ში, გესლისა და სარჩელების თავსხმის თანხლებით ამოიწურა. მალევე Proton-ი მისმა მალაიზიურმა კონკურენტმა, DRB-HICOM-მა შეიძინა. “რამდენიმე წლის მანძილზე ფინანსური მდგომარეობა საშინელი იყო… 2012-2013-ში დანაკარგებმა $255 მილიონი შეადგინა, 2013-ში კი – $108 მილიონი”, – აღიარებს გალე.

გალე სალამს უძღვნის სპორტული მანქანების “სიწმინდის” მოყვარულებს და გვარწმუნებს, რომ Lotus-ი ანალოგიური ტექნოლოგიების იშვიათ ბასტიონად დარჩება ფიზიკის კანონების უარმყოფელი, კომპიუტერით მართული სუპერმანქანების სამყაროში. ისევე როგორც მისი წინამორბედი Elise-ი, Evora მძღოლს მანქანისა და გზის ინტიმურ ურთიერთქმედებაში იწვევს. ნებისმიერი ველოსიპედისტი ან მოთხილამურე Evora-ს საჭესთან სწრაფად იგრძნობს მართვის ერთდროულ სიმტკიცესა და მოქნილობას.

ჟენევაში წარსადგენ მანქანებზე საუბრისას გალე სიტყვაძუნწია, მაგრამ ახალ, უფრო მსუბუქ და მძლავრ Evora-ს ნამდვილად შეგიძლიათ ელოდეთ. ლუქსემბურგელი მენეჯერი ასევე ამტკიცებს, რომ Lotus-მა მანქანის აწყობის ხარჯების 10%-ით შემცირება შეძლო. “გარდატეხის წერტილის მიღწევა ბევრ ცვლადზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვგეგმავთ 2016-ისთვის მოგებაზე გასვლას და წელიწადში 3,000-ზე მეტი მანქანის წარმოებასა და გაყიდვას”, – ამბობს გალე.

გაყიდვების მოცულობის გასაზრდელად, ახალი Evora-ს ბაზაზე – რომელიც აშშ-ში 2015 წლის ბოლომდე არ გამოჩნდება – შესაძლოა ახალი კუპეს მსგავსი კროსოვერიც შეიქმნას. კიდევ უფრო რადიკალური შესაძლებლობაა შუა-წინაძრავიანი, უკანაწამყვანიანი, ოთხკარიანი სედანის შექმნა, თუმცა ასეთი მანქანის გამოჩენა მხოლოდ წლების შემდეგაა მოსალოდნელი. გალე დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა ელფერის Evora-ებით, კროსოვერითა და კერძო საჯინიბოებისთვის (როგორიცაა Thermal-ი პალმ- სპრინგსში) ჰიპერ-Lotus-ბის მიწოდებით, კომპანიის გლობალურ გაყიდვებს 2018-სთვის 10,000-მდე გაზრდის.

კითხვაზე, თუ რატომ გადაინაცვლა Peugeot-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ნორფოლკში, მოწინავე ინჟინერიის კომპანიის სამართავად, რომელიც ეგზოტიკურად მარტივი სპორტული მანქანების შექმნითაა ცნობილი, გალეს მკაფიო პასუხი აქვს: “გამოწვევის გამო”. “მე ამ კომპანიაში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ და ვიცი, რომ მისი გამოყენება შეგვიძლია. გარდა ამისა, მე ყოველთვის მიყვარდა Lotus-ი – მას შემდეგ, რაც, ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამამ ლუქსემბურგში Lotus-ის დილერთან მიმიყვანა. იმ ვიზიტიდან შემონახული ბროშურები დღემდე მაქვს”.

Previous Post

ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.4%-ით გაიზარდა

Next Post

ინტერვიუ კოტე კუბლაშვილთან

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ინტერვიუ კოტე კუბლაშვილთან

ინტერვიუ კოტე კუბლაშვილთან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result