Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ლოპოტას უწყვეტი განვითარების გზა – კონცეფცია, რომელიც შექმნის დღიდან მოიცავდა მომავალს

by იზა გვარამაძე
August 15, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ლოპოტას უწყვეტი განვითარების გზა – კონცეფცია, რომელიც შექმნის დღიდან მოიცავდა მომავალს
0
SHARES
0
VIEWS

ლოპოტა სპა რეზორტი ახალ სეზონს განახლებით ხვდება. ახლახან დასრულდა სასტუმროს 4 კორპუსისა და 84 ნომრის რენოვაცია, რომლის ფარგლებშიც ინტერიერის დიზაინში აქცენტი ბუნებრივ მასალებზე – თიხაზე, ხეზე, თექასა და ჭილოფზე გაკეთდა. ეს ელემენტები ორგანულად აგრძელებს გარემოს სილამაზეს შიდა სივრცეში და ქმნის სიმშვიდითა და ჰარმონიით სავსე გარემოს. თითოეული ნომრიდან იშლება ლოპოტას ბუნების საუკეთესო ხედები. დიზაინზე სტუდია 10_10_interiors-მა იმუშავა.

ამასთანავე, 2024-2025 წლებში რეზორტმა სტუმრებს მასშტაბური სიახლეები შესთავაზა: მოეწყო Green Aqua – წყლის ატრაქციები უფროსებისთვის და ბავშვებისთვის, აშენდა ახალი სასტუმრო კორპუსი, საკონფერენციო სივრცეები და ჯაზ-კლუბი.

ეს განახლება ლოპოტას განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. წლების წინ, როცა გოგა მაისურაძემ გაბედული ხედვით, მივიწყებული ტბის პირას 7-ოთახიანი საოჯახო კოტეჯი შექმნა, ეს იყო შორსმხედველი იდეა, რომელმაც კახეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაუხსნა გზა. ამ ხედვის ერთგულებით, ლოპოტა დღეს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ კომპლექსად ჩამოყალიბდა.

ლოპოტა ოთხი სეზონის რეზორტია, აქ სტუმარი ყოველთვის პოულობს განტვირთვისა და გართობის სერვისს, ზაფხული გამორჩეულია ბუნების სიმწვანით, აუზებითა და თავგადასავლებით. ამ ყველაფერს ღამის გართობა და ჯაზ-კლუბში ცოცხალი მუსიკის საღამოებიც შეემატა.

ლოპოტას განვითარების გზასა და კონცეფციაზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქევანიშვილი საუბრობს.

ლოპოტა სპა რეზორტი მუდმივად ვითარდება და ახალ პროექტებს ახორციელებს. გვიამბეთ, რა არის ამ განვითარების მთავარი მოტივატორი?

ჩვენი განვითარების კონცეფცია არასდროს ყოფილა სტატიკური. ის შექმნის დღიდან მომავალს ითვალისწინებდა და ხარისხიან ზრდას გულისხმობდა. ჩვენი მთავარი მოტივატორი სტუმრის გამოცდილებაა. გვინდა, რომ ყოველი ვიზიტი კიდევ უფრო საინტერესო, სრულყოფილი და სასიამოვნო იყოს. ამიტომ, თითოეული ახალი ობიექტი, იქნება ეს საცხოვრებელი კორპუსი, საკონფერენციო სივრცე თუ გასართობი ზონა, იქმნებოდა ჩვენი ღირებულებების ერთგულად.

რამდენად ცვლის ხშირი სიახლეები თავდაპირველ რეზორტს? რა არის ის, რისი შენარჩუნებასაც ცდილობთ?

ლოპოტას განვითარება არ არის ქაოტური, ის თანხვედრაშია თავდაპირველ კონცეფციასთან და მიზანთან. თითოეული ახალი სივრცე ავსებს სტუმრის გამოცდილებას. შექმნის დღიდან ლოპოტას დამფუძნებელს ჰქონდა იდეები, რომლებსაც დღემდე ვახორციელებთ. ამის მაგალითია ცალკე მდგომი, გამორჩეული ჯაზკლუბის შექმნა, რომლის აშენებასაც წლების წინ გოგა მაისურაძე გეგმავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარებასთან ერთად, ლოპოტა აგრძელებს ტრადიციული, გულწრფელი და ხელთქმნილი მასპინძლობის შეთავაზებას, რაც მის სტუმრებს დაარსების დღიდანვე განსაკუთრებით ხიბლავს.

ლოპოტა რეგიონში მსხვილი დამსაქმებელია. რეზორტის ზრდასთან ერთად, როგორ უმკლავდება კომპანია გუნდის ფორმირებას?

ჩვენი გუნდი არის ის მთავარი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრამდე არა მხოლოდ ხარისხიანი სერვისის, არამედ პერსონალური დამოკიდებულების მიტანას. თითოეული თანამშრომელი არის ის ნაწილი, რომელიც ქმნის მასპინძლობის სახეს. ლოპოტას ზრდა და განვითარება არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების მოტივაციაზე, განვითარებაზე, შიდა სწავლებასა და საქმიანობის გამრავალფეროვნებაზე. ლოპოტას გუნდი ერთგულებით გამოირჩევა –  ჩვენ გვყავს თანამშრომლები 10-15-წლიანი სტაჟით, და, რა თქმა უნდა, გვყავს ახალი კადრებიც ახალი სივრცეების შექმნის პარალელურად.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტულია. როგორ ახერხებთ ზრდას ბუნებაზე ზრუნვის პარალელურად?

გარემოს დაცვა ჩვენი ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია. ლოპოტას მთავარი მიმზიდველობა ხომ მისი უნიკალური ბუნებაა. ჩვენი გუნდი სრულად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და კომპანიის ხედვა მთლიანად შერწყმულია ხელუხლებელი ბუნებაზე ზრუნვის კონცეფციასთან. ჩვენი მიზანია, რეზორტის ტერიტორიის 90%-ის მწვანე საფარის შენარჩუნება. მშენებლობის პროცესში, პრიორიტეტულად მიგვაჩნია არსებული ხეების დაცვა. კომპანია უვლის შემოგარენში მწვანე საფარის სიჯანსაღეს.

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ლოპოტა ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, სადაც მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო და განხორციელდა ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართვა. ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მოხმარებული ენერგიის 20% მწვანე ენერგიით ჩავანაცვლოთ.

ასევე, სტუმრების გადასაადგილებლად და ბარგის გადასაზიდად ვიყენებთ ელექტრომობილებს, რომლებიც საწვავს არ მოიხმარენ და არ აქვთ გამონაბოლქვი. ვნერგავთ ეკომეგობრულ პრაქტიკას, ვიყენებთ ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს და ბიოდეგრადირებად ნივთებს. ყველა ეს ნაბიჯი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ერთდროულად ფლობდე აქტივებს ბუნების წიაღში და ამასთანავე, გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა იყოს საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. S

Previous Post

How Is Tbilisi’s Budget Spent?

Next Post

ოლტმენის სასარგებლო პასუხის გენერირების გამო, მასკმა Grok-ის განახლება დააანონსა

იზა გვარამაძე

Next Post
ოლტმენის სასარგებლო პასუხის გენერირების გამო, მასკმა Grok-ის განახლება დააანონსა

ოლტმენის სასარგებლო პასუხის გენერირების გამო, მასკმა Grok-ის განახლება დააანონსა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
კავკასიურ ცარცის წრეში მხოლოდ საქართველო რჩება?

კავკასიურ ცარცის წრეში მხოლოდ საქართველო რჩება?

August 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result