Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ლოგისტიკური ჰაბი და გამოწვევები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes Woman
0
ლოგისტიკური ჰაბი და გამოწვევები
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს მთავრობამ ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, გარდა სატრანზიტო დერეფნისა, კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ ჰაბადაც იქცეს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან კავკასიის რეგიონის სამ ქვეყანას (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) შორის მხოლოდ საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა, რეგიონში ჰაბის ფუნქცია შეასრულოს. კერძოდ, საქართველოს უპირატესობებია:

  1. პირველ რიგში, რეფორმირებული საბაჟო კანონმდებლობა, რაც საშუალებას იძლევა, ქვეყანაში შეუფერხებლად იმოძრაოს სხვადასხვა რეჟიმის ტვირთმა და ასევე შეუფერხებლად ჩატარდეს აუცილებელი საბაჟო პროცედურები (როგორც საქართველოსთვის განკუთვნილ, ასევე სატრანზიტო ტვირთის სახეობის შემთხვევაში);
  2. ასევე ხელსაყრელი ფაქტორია პოლიტიკურად სტაბილური ურთიერთობები და დაძაბულობის არარსებობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან;
  3. ამასთან, აუცილებელია იმ ტენდენციის გათვალისწინებაც, რომ ლოგისტიკური მომსახურების ცენტრებმა დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ გადმოინაცვლა, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც იაფი მუშახელი და მიწის არსებული ფასია.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: როგორ ხვდება ამ ახალ შანსს და გამოწვევას ქვეყანა? ვართ თუ არა მზად, რომ მსხვილ კომპანიებს, რომლებიც ახალი გზების ძიებაში არიან ლოგისტიკური პრობლემების იაფად და, ამასთანავე, ხარისხიანად გადასაწყვეტად, განვითარებული ლოგისტიკური სფერო შევთავაზოთ?

საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ლოგისტიკური სფეროს განვითარება თავის თავში მოიცავს ქვეყანაში ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის პირობების არსებობას და, შესაბამისად, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რაც, თავის მხრივ, მომსახურების მრავალსახეობების განვითარებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბიზნესი კეთილსასურველი ბიზნესგარემოს არსებობის პირობებში, კერძოდ სახელმწიფოს მხრიდან სწორი და თანამიმდევრული ნაბიჯების გატარების პირობებში, თავად პოულობს გზას განვითარებისაკენ.

ზემოთ აღნიშნულ კითხვებთან კავშირში, საინტერესოა საქართველოში დღეისათვის არსებული ბიზნესგარემოს და კონკრეტული ინდუსტრიის წარმატებაში სახელმწიფოს როლის შეფასება. როგორც ვიცით, ოფიციალურ დონეზე, სახელმწიფოს ერთ- ერთი დეკლარირებული პრიორიტეტია საქართველოს რეგიონალურ ჰაბად გადაქცევა. შესაბამისად, საინტერესოა პრაქტიკაში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და შერჩეული სახელმწიფო სტრატეგია. მკითხველის ყურადღების გამახვილება მსურს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში გადაზიდვების ბიზნესის საკანონმდებლო რეგულირების მემკვიდრეობა მძიმეა. სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ყველაზე მეტად საფოსტო გადაზიდვები დააზარალა. საფოსტო გადაზიდვები, გადაზიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და, ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკონტეინერო გადაზიდვებთან ერთად, ქვეყანაში გვქონდეს სწრაფი საფოსტო გადაზიდვების კარგად განვითარებული სექტორიც. აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ მოგვიწევს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან საკმაოდ მძიმე კონკურენციაში ჩაბმა და წარმატების მოსაპოვებლად, აუცილებელია, რომ მომსახურების სახეობების მრავალფეროვნების განვითარებას სათანადო მნიშვნელობა მივანიჭოთ.

საფოსტო მომსახურების ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ამ ბაზარს ზრდის მკვეთრად გამოხატული ტენდენცია ახასიათებდა. ამასთან ერთად, ამ ბაზარზე მთავრობა გადამზიდავი კომპანიებისთვის პერიოდულად გაუმართლებელი შეზღუდვებისა და ლეგალური ბარიერების შემოღებას ახერხებდა, რითაც ამ სფეროში მოქმედი კომპანიების საქმიანობას საგრძნობლად ეშლებოდა ხელი და კომპანიების განვითარებაც ფერხდებოდა. კერძოდ: საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე სამართლებრივი ბარიერები პირველად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებით იქნა შემოღებული. ამ ბრძანების საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები განხორციელდა, რამაც საქონლის გადაზიდვით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბაზარზე მოქმედი კომპანიების შეფასებით, აღნიშნული რეგულაციები მათი ბაზრიდან განზრახ განდევნის მიზანს ემსახურებოდა და, ამასთან, ერთი კონკრეტული გადამზიდველისათვის – შპს “საქართველოს ფოსტისთვის” – მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული დადგენილება გადამზიდავებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგეს. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფინანსთა მინისტრის ბრძანება ბათილად გამოცხადდა. სასამართლო დავის პარალელურად, ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა საფოსტო მომსახურების ბაზარზე ლეგალური ბარიერების შემოღება: 2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო #40 დადგენილება “ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ”. ამ დადგენილების თანახმად, ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, საფოსტო გზავნილის – ამანათის – მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აღნიშნული გადაზიდვის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ შპს “საქართველოს ფოსტას” ენიჭებოდა. შესაბამისად, ყველა სხვა კომპანიას, რომელიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით იყო დაკავებული, დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობა აეკრძალა. საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილება გადამზიდავებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. რის შემდეგაც, აღნიშნული დადგენილება თავად საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ძალადაკარგულად.

აღნიშნული სასამართლო დავების პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა და 2014 წლის 25 იანვარს დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა საფოსტო ბაზრის რეფორმის პროექტი, რომელიც საფოსტო მომსახურების სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად მოწესრიგებას ითვალისწინებდა. კერძოდ, რეფორმის შედეგად სახელმწიფო რეგულირების კვლავ შემოღებასა და საფოსტო მომსახურების ბაზრის რე-რეგულაციას, რაც უდავოდ უარყოფით გავლენას მოახდენდა გადაზიდვების ბაზარზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზეც, და არ შეესაბამებოდა მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას. საფოსტო ბაზრის რეფორმის აღნიშნული პროექტის მიღება დღემდე (რეფორმის პროექტის წარდგენიდან დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში) ვერ მოხერხდა, რაც ბაზარზე ინსტიტუციური გარემოს ცვლილების გაურკვეველ მოლოდინს ქმნის.

როგორც ცნობილია, საქართველოში ოპერირებენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (DHL, TNT, UPS, FEDEX). რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის მოწყობა და ამ ჰაბიდან რეგიონის მომარაგება მათი ერთ-ერთი საქმიანობის სფეროა. ეს კომპანიები თავად არიან ინვესტორები და სახელმწიფოსგან ხელშეწყობის ნაცვლად, მხოლოდ ხელის არშეშლას ითხოვენ. შესაბამისად, ბიზნესი ბევრად სწრაფად დაიკავებდა ამ ნიშს და ბევრად სწრაფად განვითარდებოდა, რომ არ ყოფილიყო ამ ბაზარზე სახელმწიფოს უხეში ჩარევები თუ ჩარევის მცდელობები. როგორც არსებული პრაქტიკა ადასტურებს, საფოსტო კომპანიებს მუდმივად გვიხდება “თავის დაცვა” სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ზეწოლისაგან – ხან სასამართლოს გზით/დახმარებით, ხანაც საპროტესტო გაფიცვის ორგანიზებით.

საქართველოს საფოსტო ბაზარზე არსებული რეალობის შეფასების შედეგად, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ვთვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბაზარი ლიბერალიზებულია, ბაზარზე მოქმედი კომპანიებისათვის არასტაბილურობის და ინსტიტუციონალური გარემოს არამდგრადობის განცდა საკმაოდ მაღალია, რაც გრძელვადიანი ინვესტირების განხორციელების საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამზადებს ლოგისტიკური ცენტრების მასშტაბურ პროექტს, კომპანიები მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობით ვერ იქცევა სფერო წარმატებულად. ვინაიდან, პრობლემურია ქვეყნის ინსტიტუციური გარემოს სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც სწორედ საბაზისო მოთხოვნას წარმოადგენს ნებისმიერი სფეროს წარმატებისათვის. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ მკვეთრი ინსტიტუციური ცვლილებების მოლოდინში ბიზნესმა ქვეყნის ეკონომიკაში გრძელვადიანი ინვესტიციები განახორციელოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბაზარზე მოქმედი კომპანიები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია, მთავრობის მიდგომა ამ საკითხისადმი იყოს თანამიმდევრული – დაუშვებელია, რომ სახელისუფლებო გუნდი ერთი ხელით აშენებდეს ინფრასტრუქტურას და მეორე ხელით ქმნიდეს კანონისმიერ მონოპოლიას მხოლოდ ერთი პრივილეგირებული კომპანიისთვის(!). საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობის გასაზრდელად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ექსპერტების რეკომენდაციები. საერთაშორისო პრაქტიკა კი ადასტურებს, რომ მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობა ქმნის მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებისა და ბიზნესის შემდგომი განვითარების წინაპირობას. შესაბამისად, საფოსტო მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფა და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის ხელშემწყობი უკეთესი პირობების შექმნა უნდა იყოს, სწორედ, სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების უმთავრესი ამოცანა და პრაქტიკაში რეალიზებადი პრიორიტეტი.

 

Previous Post

ბიზნესლიდერები რისკების შესახებ

Next Post

EIB მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტს დააფინანსებს

მაგდა დოლიძე

Next Post
EIB მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტს დააფინანსებს

EIB მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტს დააფინანსებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Recent News

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result