Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Linkedin-მა სამუშაოდ საუკეთესო ევროპული კომპანიები გამოავლინა

by თინათინ ინაური
April 29, 2021
in მსოფლიო, ქართულად, ყველა სიახლე
0
Linkedin-მა სამუშაოდ საუკეთესო ევროპული კომპანიები გამოავლინა
0
SHARES
0
VIEWS

Linkedin-მა ევროპის 6 უდიდეს ქვეყანაში მუშაობისა და კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო 3-3 კომპანია გამოავლინა. ეს სია Linkedin-ის მონაცემებს ეყრდნობა და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც არა მარტო წარმატებით იზიდავენ ახალ, ნიჭიერ კადრებს, არამედ არსებული თანამშრომლების განვითარებაშიც ახორციელებენ ინვესტიციებს. კომპანიები Linkedin-მა ისეთი 7 კრიტერიუმით შეარჩია, რომელთაგან თითოეული კარიერული ზრდისთვის საჭირო მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავს. ეს კრიტერიუმებია: კომპანიის სტაბილურობა, წინსვლის უნარი, უნარების განვითარება, გარე შესაძლებლობები, კომპანიის აფინირება, გენდერული ბალანსი და საგანმანათლებლო ბექგრაუნდი.

საფრანგეთი
  1. Orange – ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ამ კომპანიაში ყველაზე მოთხოვნადი თანამდებობებია: ბიზნესანალიტიკოსი, ქლაუდ (cloud)-ინჟინერი, ქსელის ტექნიკოსი. საინტერესოა, რომ Orange-ი აქტიურად ასაქმებს ახალგაზრდა ადამიანებს. 2021 წლისთვის კომპანია 5000-ზე მეტი მომუშავე სტუდენტისა და სტაჟიორის აყვანას გეგმავს.
  2. Capgemini – კომპანია დაკავებულია ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და სერვისებით( Java, SQL, ინჟინერია). ამჟამად მოთხოვნადი პროფესიებია: ქსელის ინჟინერი, კვლევისა და განვითარების (R&D) ინჟინერი, უსაფრთხოების კონსულტანტი. 2020 წელს Capgemini-ის მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალში 45,000 ადამიანი დასაქმდა. 2021 წლისათვის კომპანია საფრანგეთში 2,700 ახალგაზრდა ადამიანის დაქირავებას გეგმავს.
  3. SNCF – საფრანგეთის რკინიგზის კომპანია. მოთხოვნაა მონაცემთა ანალიტიკოსზე, გრაფიკულ დიზაინერსა და წარმოების დირექტორზე. პანდემიის პირობებში როგორც ზოგადად ტრანსპორტირების სფეროსთვის, ისე SNCF-სთვის მიყენებული ზარალის მიუხედავად 2021 წელს კომპანია 4,500 პერმანენტული და 7,000 მოკლევადიანი (სტაჟირებები) თანამშრომლის აყვანას აპირებს.
გერმანია
  1. Siemens – ამ ძველ და მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში ამჟამად მოთხოვნადი ვაკანსიებია: პროდუქციის ხელმძღვანელი, ენერგიის ხელმძღვანელი, იურიდიული კონსულტანტი.
  2. Volkswagen – მიუხედავად Tesla-სნაირი კონკურენტისა, მიმზიდველი სამუშაო პირობებით, უხვი ბონუსებითა და წლიური ანაზღაურებებით, VW ახერხებს გუნდში წამყვანი სპეციალისტებისა და მენეჯერების შენარჩუნებას.
  3. Adidas – პანდემიით გამოწვეული დიდი სირთულეებისა და კომპანიის შიგნით რასიზმის გარშემო დატრიალებული სკანდალის მიუხედავად, Adidas-ს გაფართოების დიდი სამომავლო გეგმები აქვს: 2025 წლისთვის კომპანია ონლაინბიზნესის განვითარებაში 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
იტალია
  1. Intesa Sanpaolo – იტალიის ყველაზე დიდი ბანკი. 2020 წელს კომპანიაში დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების რიცხვი 81,000 გახდა, როდესაც 2015-ში დისტანციურ რეჟიმში 14,000 მუშაობდა. 2024 წლისთვის ბანკი 3,500 ახალი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს, ხოლო ამჟამად კომპანიაში მოთხოვნადი პროფესიებია: კორპორაციული სპეციალისტი, გაყიდვების სპეციალისტი, ფულის მენეჯერი.
  2. Accenture – კიდევ ერთი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების (SQL, Java) სფეროში მოღვაწე კომპანია. საინტერესოა, რომ Accenture-მა თავისი თანამშრომლების უნარების გასაზრდელ ტრენინგებში 850 მილიონი ევრო დახარჯა.
  3. Stellantis – ავტომობილების მწარმოებელი ეს კომპანია, რომელიც ცნობილია ისეთი ბრენდების წარმოებით როგორიცაა Peugeot, Jeep-ი და Opel-ი, 2021 წელს, ორი სხვა კომპანიის შეერთების შედეგად შეიქმნა. ვინაიდან Stellantis-ი ელექტრომანქანების წარმოებაზე ფოკუსირებას გეგმავს, კომპანია თავისი კადრების შესაბამისად გადამზადებასაც აპირებს.
ნიდერლანდები
  1. KPMG – ბუღალტერიის დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი კომპანია. პანდემიის გავლენის მიუხედავად, ნიდერლანდების ფილიალში გეგმავს ახალი თანამშრომლების დაქირავებას როგორც ბუღალტერიის, ისე კონსალტინგის მიმართულებით.
  2. Capgemini – კომპანია საუკეთესო სამეულში საფრანგეთის გარდა ნიდერლანდებშიც აღმოჩნდა. ნიდერლანდებში კომპანია ძალიან საინტერესო პროექტზე: ქვეყნის საპენსიო ფონდისთვის ახალი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს.
  3. TNO – კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად ეძებს როგორც ყველა დონის (სტაჟიორებით დაწყებული, ძალიან მაღალი თანამდებობებით დამთავრებული), ისე ძალიან ბევრ სფეროში კვალიფიცირებულ (დედამიწის მეცნიერებებით დაწყებული, მექანიკური ინჟინრებით დამთავრებული) თანამშრომლებს.
ესპანეთი
  1. NTT – კვლავ ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და სერვისებით( Java, SQL, ანალიტიკა) დაკავებული ეს კომპანია ეძებს არა მარტო კარგი ტექნიკური უნარების, არამედ ენების მცოდნე ადამიანებსაც.
  2. Indra – საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ტექნოლოგიურ მომსახურებებსა და თავდაცვის სისტემებში. პანდემიის დროს კომპანიამ თავისი თანამშრომლების ონლაინსწავლების პროგრამები გააფართოვა.
  3. Telefónica – ტელეკომუნიკაციებით დაკავებული საერთაშორისო კომპანია. საინტერესოა, რომ კომპანიის სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე თანამშრომლებმა კომპანიის ერთიანობის გაძლიერების მიზნით ესპანეთში მდებარე ოფისებში დაიწყეს დაბრუნება.
გაერთიანებული სამეფო
  1. Barclays – კომპანია დაკავებულია ფინანსური სერვისებით. 2020 წელს Barclays-იმ არა მარტო დანერგა ახალი, დისტანციური მუშაობის სისტემა, არამედ მეტად დაიწყო ფოკუსირება ინკლუზიურობაზე (ქალებისა და უმცირესობებისთვის პირობების გაუმჯობესება).
  2. Tesco – მულტინაციონალური ბრიტანული სასურსათო სუპერმარკეტების ქსელი. კლიენტების მომსახურება კომპანიის მთავარი ღირებულებაა. ქსელი დიდ ყურადღებას აქცევს თავისი თანამშრომლების ციფრული უნარების განვითარებას.
  3. NatWest Group – საბანკო მიმართულებებით მომუშავე კომპანია. პანდემიის დროს მიღებული გამოცდილების შედეგად კომპანია გეგმავს, მოქნილობა სამუშაო გარემოს საკვანძო ნაწილად აქციოს. ბანკი გეგმავს ჰიბრიდული მოდელის შემოღებას, რომელიც დააბალანსებს დისტანციურ და ოფისში სამუშაო დროს.
Previous Post

ქართული ღვინის ექსპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 2%-ით გაიზარდა

Next Post

საფრანგეთმა ტურიზმის სექტორის გამოსახსნელად 2020 წელს €26 მილიარდი დახარჯა

თინათინ ინაური

Next Post
საფრანგეთმა ტურიზმის სექტორის გამოსახსნელად 2020 წელს €26 მილიარდი დახარჯა

საფრანგეთმა ტურიზმის სექტორის გამოსახსნელად 2020 წელს €26 მილიარდი დახარჯა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Recent News

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result