Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ლი კუან იუ – რთული, მაგრამ ძლიერი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ლი კუან იუ – რთული, მაგრამ ძლიერი
0
SHARES
0
VIEWS

ლი კუან იუ არ იყო პოლიტიკოსი, რომელსაც მარტივად მიაკუთვნებ თანამედროვეობის რომელიმე გავრცელებულ იდეოლოგიას. ლი ბევრს ახსენდებოდა, როგორც წარმატების სიმბოლო, მაგრამ ის არ იყო და ალბათ ვერასოდეს იქნება რომელიმე დოგმატური ჯგუფის კერპი. ლი არ იყო მარქსი, ლი არ იყო ჩე და არც ლიბერტარიანელების იდეალად გამოდგება. მას ყველა ბანაკისთვის ჰქონდა მინუსები, მაგრამ ვერც ერთ ბანაკში ვერ უარყოფენ მის სიძლიერეს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ლი იყო გაურკვეველი მსოფლმხედველობის, ნებისმიერ მოცემულობაზე მომრგები ბიუროკრატი, რომელიც ათასობით თავისნაირს შორის მხოლოდ მეტი გამძლეობითა და იღბლით გამოიკვეთა? პირიქით. ლი კუან იუ იმ ერთეულებს შორისაა, ვისი პოლიტიკური პორტრეტიც, სირთულესთან ერთად, მკაფიოა და უშინაარსო სიმბოლოდ გადაქცევა არ ემუქრება. ეს ის კატეგორიაა, ვის გამონათქვამებსაც ათეულობით სხვა ავტორის ციტატებს შორის ამჩნევენ და ირჩევენ, სტატიებზე დასართავად.

წინააღმდეგობრიობა დიდ პოლიტიკოსებს შორის იშვიათობა არაა. რთული იყო აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი თომას ჯეფერსონიც, რომელსაც მონობის გაუქმების სურვილის მიუხედავად, თეთრკანიანებისა და შავკანიანების ერთად აშენებული სახელმწიფო ვერ წარმოედგინა. ჯეფერსონი გამოსავალს შავკანიანების აშშ-დან გასახლებაში ხედავდა. შორს იყო წმინდანობისგან უინსტონ ჩერჩილიც, თავისი იმპერიალიზმით – მით უმეტეს, მეორე მსოფლიო ომამდელი უინსტონი. ლი კუან იუსაც არცთუ უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის არასაკმარის პატივისცემაში თუ ჭარბი, ზოგჯერ უცნაური რეგულაციების სიყვარულში.

მეორენაირად რთულები იყვნენ რობესპიერიც, სტალინიც და ფიდელ კასტროც. მაგრამ ამ მეორეებს პირველებისგან უფსკრული ყოფს. ლი კუან იუმ პირველებში ადგილი იმით დაიმკვიდრა, რომ, ყველა ნაკლის მიუხედავად, საერთო ჯამში, თავისი ქვეყანაც და მსოფლიოც უკეთესობისკენ წაიყვანა. რამდენი უცნაური კანონიც უნდა მოქმედებდეს სინგაპურში, რამდენჯერაც უნდა ეღალატა ლის დემოკრატიული იდეალებისთვის, ვერავინ იტყვის, რომ მან სინგაპური დააქცია. 1923 წელს ბრიტანეთის ერთ-ერთ აზიურ კოლონიაში ჩინური წარმოშობის ახალგაზრდა ბიზნესმენის ოჯახს ახალი წევრი, ჰარი ლი რომ არ შემატებოდა, დღეს შესაძლოა კონტინენტის განვითარებული ქვეყნების სია ერთით მოკლე ყოფილიყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც სინგაპური იაპონური ოკუპაციისგან გათავისუფლდა, ლიმ სწავლა ინგლისში, კემბრიჯში გააგრძელა, სადაც იშვიათი “ორმაგი ვარსკვლავი” დაიმსახურა, სამართალში.

დიდ პოლიტიკაში ლი კუან იუ თავიდანვე გააზრებული, მასშტაბური მისიით ჩაერთო – მისი მიზანი, სინგაპურის კეთილდღეობასთან ერთად, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა იყო, რაც მეტროპოლიამ ვერ უზრუნველყო. ბრიტანელების საბოლოო გასვლის შემდეგ, ლის მშობლიურმა კუნძულმა, რომლის ფართობიც (720 კვ. კმ) დაახლოებით ორი თბილისის (დღევანდელ ოფიციალურ საზღვრებში — 350 კვ. კმ) ტოლია, ორი წელი მალაიზიის შტატის სტატუსით გაატარა. პატარა, ურესურსო, მრავალეთნიკური პროვინციისგან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული სახელმწიფოს შექმნის პროექტი ამის შემდეგ, 1965 წლის 9 აგვისტოდან შეუქცევადი გახდა. ლი კუან იუსა და მის სახალხო მოძრაობის პარტიას ამ დროისთვის უკვე ექვსწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდათ – მათ სინგაპურის მართვა ჯერ კიდევ ბრიტანული კონტროლის დროს, კუნძულისთვის თვითმმართველი სტატუსის მინიჭებასთან ერთად ჩაიბარეს.

დამოუკიდებელი სინგაპურის პირველ საყოველთაო არჩევნებზე, 1968 წელს, ლი კუან იუს პარტიის ზეობის ცხრა წელს კიდევ ოთხი დაემატა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. სახალხო მოძრაობის პარტია დღემდე ფლობს უმრავლესობას სინგაპურის 87-ადგილიან პარლამენტში, სადაც სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე სულ 12 ოპოზიციონერია მოხვედრილი, ხოლო თავად ლის სხვადასხვა თანამდებობა 2011 წლამდე ეკავა. ამ პირობებში, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ახალგაზრდა სინგაპურელისთვის ლისა და მისი მემკვიდრეების უალტერნატივობა აპათიის გამომწვევი, მხუთავი მოცემულობა გახდა. როგორც არჩევნების შედეგებიდან ჩანს, სინგაპურელების უმრავლესობა რადიკალურ ცვლილებებს მაინც არ ჩქარობს.

რა მიიღო სინგაპურმა ასეთი პოლიტიკური ერთფეროვნებისა და ლის ავტორიტარული, პატერნალისტური მიდრეკილებების (ზედმეტად “მამობრივი“ დამოკიდებულების) ფონზე? მსყიდველუნარიანობით, რიგით მესამე მშპ ერთ სულზე და კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში. ბევრი სკეპტიკოსის გულის გასახეთქად, ქვეყნის წარმატება ეკონომიკური მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. სინგაპურს ვერ დააბრალებ, რომ გარედან მბზინავი, არსით კი უინტერესოა — ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს ჯანდაცვაში, განათლებასა და მეცნიერებაში.

ლი კუან იუმ ცხოვრება ქვეყნის შექმნას მიუძღვნა და ამავდროულად ამ ქვეყანაზე დიდი იყო. ჰენრი კისინჯერის სიტყვებით, რომელიც მან ლის მიუძღვნა, “ისტორიის ერთ-ერთი ასიმეტრიაა, ზოგიერთი ლიდერის შესაძლებლობებსა და მათი ქვეყნების გავლენას შორის შეუსაბამობა“. ლისგან რჩევების მიღებას პოლიტიკის სრულიად განსხვავებული გიგანტები არ თაკილობდნენ, მარგარეტ ტეთჩერიდან – დენ სიაოპინამდე. მისი რჩევებიც არ იყო მხოლოდ ეკონომიკური და “სამეურნეო“ – სინგაპურის დამფუძნებელი მამის ავტორიტეტი არანაკლები იყო გეოპოლიტიკაში. ლი იყო ერთ-ერთი იშვიათი ცნობილი პოლიტიკოსი, ვინც მოურიდებლად უჭერდა მხარს აშშ-ის მიერ აზიაში საბჭოთა ექსპანსიის შეკავებას და ხედავდა ამის ისტორიულ მნიშვნელობას.

როგორც მოქნილ და წინააღმდეგობრივ, მაგრამ იდეებისთვის მებრძოლ პოლიტიკოსს, მას საკუთარი შეხედულებების დაცვა და დასაბუთება არასოდეს ეზარებოდა. Forbes-ის მთავარი რედაქტორის, სტივ ფორბსის თქმით, უდიდესი მიღწევა იყო, როდესაც, 2001 წელს, ლი ჟურნალის მესვეტეობას დათანხმდა. სინგაპურელი გიგანტი სიცოცხლის ბოლომდე, ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცემას წონას მატებდა თავისი ვრცელი და დასაბუთებული ანალიზით, რომელიც Forbes Georgia-შიც რეგულარულად ქვეყნდებოდა.

ნიშნავს თუ არა ლი კუან იუს ფენომენალური მიღწევები და უდიდესი ავტორიტეტი, რომ მის ქმედებებს ბრმად და დოგმატურად უნდა მივბაძოთ? არა, და ამას თავად ლის მსოფლმხედველობა გვეუბნება. აგნოსტიკოსი, რაციონალურად მოაზროვნე ლისთვის ბრმა რწმენა არ ყოფილა გზამკვლევი. მისივე სიტყვებით, მისი იდეოლოგია ცდებს ეფუძნება: “თუ არ მუშაობს – შეეშვი, სცადე რამე სხვა“. ლის ისიც გააზრებული ჰქონდა, რომ სხვადასხვა მიდგომა სხვადასხვა საზოგადოებაზე შეიძლება იყოს მორგებული და ისიც, რომ თავად არ იყო შეუმცდარი. 

ლის შესახებ ხსოვნის ნაწილი იქნება მისი ახირებებიც, – საღეჭი რეზინის აკრძალვიდან ეთნიკურ კვოტებამდე – მაგრამ ეს გენიოსის უცნაურობებია, რომელთა უკან ჩანაფიქრიც შესაძლოა ბოლომდე ვერასოდეს გავიგოთ. რამდენი პოლიტიკოსიც უნდა ავლებდეს დღეს ზედაპირულ პარალელებს აზიის ლომთან, ან საკუთარ შეცდომებსა თუ დანაშაულს ამართლებდეს მისი მაგალითით, ლი კუან იუსგან კიდევ ბევრი და დიდხანს გვექნება სასწავლი. 

Previous Post

მარტში საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 2.2%-ით შემცირდა

Next Post

კანონი მაუწყებლის შესახებ. საფრთხედ ქცეული შესაძლებლობა

მაგდა დოლიძე

Next Post
კანონი მაუწყებლის შესახებ. საფრთხედ ქცეული შესაძლებლობა

კანონი მაუწყებლის შესახებ. საფრთხედ ქცეული შესაძლებლობა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result