Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
0
SHARES
0
VIEWS

ლევან შავკაციშვილი ლონდონში მიღებული 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ Citibank-სა და Greensill Capital-ში, წარმატებით ხელმძღვანელობს თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტის მომსახურების მიმართულებას.

თანამედროვე ეპოქაში ბანკისა და კლიენტის ურთიერთობა გასცდა მხოლოდ ტრადიციულ სასესხო პროდუქტებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. დღეს მსხვილი კომპანიები ბანკებისგან არამხოლოდ კონკრეტულ პროდუქტებს ითხოვენ დაკრედიტების სახით, არამედ, პარტნიორობას სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვისა და შესრულების ეტაპზე. მეტი, ვიდრე მხოლოდ სასესხო მომსახურება, – ეს არის კორპორატიული საბანკო მომსახურების ერთგვარი ლოზუნგი. საქართველოში არც ამ სეგმენტში ლიდერობას თმობს თიბისი ბანკი, რომლის მენეჯმენტს კიდევე ერთი ახალი წევრი შეემატა. ლევან შავკაციშვილმა ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი დაახლოებით ნახევარი წლის წინ ჩაიბარა. მანამდე კი მის რეზიუმეში მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ ცენტრში, ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებაა ჩაწერილი. კერძოდ, Citibank–ში 8 წლის მანძილზე ვიცე პრეზიდენტად, დანარჩენი დრო კი Greensill Capital-ში დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, ლევან შავკაციშვილს მნიშვნელოვანი დაფინანსების ტრანზაქციები აქვს წარმატებულად განხოციელებული ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Emirates Airline, Vneshekonombank, Gazprom, Socar, Azerbaijan Airlines, Turkish Airlines, Saudi Aramco, Aeroflot, TurkExim Bank, Vodafone, Aztra Zeneca, და ბევრი სხვა.

გუნდი და საქმისადმი ინტერესი, ის ორი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ლევანმა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და თიბისი ბანკის გუნდს შეუერთდა. როგორც თავად ამბობს, რომ ბოლო 10-15 წელში საქართველოში კორპორატიული საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მზარდი სექტორის გამოწვევებს კი თიბისი განსხვავებული და ინოვაციური მიდგომებით პასუხობს. კორპორაციული საბანკო სექტორის უპირატესობებზე, გამოწვევებსა და მომავალზე ლევან შავკაციშვილი Forbes Georgia-ს ესაუბრა.

მოდით დავიწყოთ თავიდან, როგორი იყო თქვენი კარიერული გზა ისეთ მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებამდე, როგორებიც Citibank და  Greensill Capital-ია და რა იყო თქვენი ძირითადი სამუშაო სფერო ამ კომპანიებში? 

საბანკო კარიერა სტუდენტობის პერიოდში დავიწყე. 2 წლის განმავლობაში, ბაზისბანკში ვმუშაობდი, რა დროსაც კორპორატიულმა საბანკო სექტორმა მიიზიდა ჩემი ყურადღება. მალევე, პროკრედიტ ბანკში რიგით კორპორატიულ ბანკირად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ფილიალში, მალევე კი კორპორატიული ჯგუფის ხელმძღვანელად დავინიშნე. 24 წლის ასაკში გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა და სახელმწიფო თანადაფინანსებით MBA მანჩესტერის უნივერსიტეტში (Manchester Business School) გავიარე. სასწავლებლად 2008 წელს წავედი. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო საბანკო სფეროში სამსახურის საშოვნელად გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე. თუმცა გამიმართლა და ორ-თვიანი პრაქტიკის გავლის შემდეგ CitiBank-მა შემოთავაზება გამიკეთა.   

Citibank-ში ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე პასუხისმგებელი ვიყავი სტრუქტურულ და სინდიცირებულ დაფინანსებებზე, აგრეთვე კაპიტალ ინტენსიური პროექტების დაფინანსებაზე (CAPEX Financing). მსურდა გამოცდილება გლობალურ საბანკო სფეროში მიმეღო, შემდეგ კი ეს ცოდნა საქართველოში გადმომეტანა. CitiBank-ში მუშაობის პერიოდში, მქონდა შანსი წარმატებით მემართა ისეთი დაფინანსების პროექტები, როგორიცაა მაგალითად SOCAR-ისა და BP-ს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი.  პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აღწევს, აქედან 12 მილიარდი კი აზერბაიჯანზე მოდის, მის ნახევარის – დაახლოებით 6 მილიარდის მოზიდვას გავუწიეთ ორგანიზება როგორც სესხების, ასევე ობლიგაციების სახით. 

CitiBank-ის შემდგომ მუშაობა Greensill Capital-ში დირექტორის პოზიციაზე გავაგრძელე.  Greensill Capital არის გლობალური ლიდერი სავაჭრო და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებაში ინოვაციური გზებით. დაფინანსება ხორციელდებოდა ლიკვიდურიბის მოზიდვით კაპიტალური და ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზრებიდან.  კომპანიაში სულ 150 ადამიანი მუშაობს, დღეს კი მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ დოლარს აღემატება.  

რატომ თიბისი? რა იყო თქვენ გადაწყვეტილებაში, დაბრუნებულიყავით საქართველოში მთავარი განმსაზღვრეელი? 

საზღვარგარეთ წასვლის პერიოდშივე სურვილი მქონდა რომ გამოცდილების მიღების შემდეგ საქართველოში დავბრუნებულიყავი. TBC -ის შეთავაზება იყო სწორ დროს და ჩემთვის ძალიან საინტერესო. მეორე მიზეზი იყო გუნდი, – გუნდი რომელთან ერთადაც შევძლებდი კიდევ მეტად განვითარებას და წარმატებას. 

რა მიმართულებებს ფარავთ დღეს თიბისი-ში?

ჩემი პასუხისმგებლობაა ჩემს დიდ გუნდთან ერთად კორპორატიული კლიენტების მომსახურება, რაც გულისხმობს სწორი საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შეთავაზებას, აგრეთვე კომპანიბისთვის რჩევის მიცემა სწორი და ოპტიმალური დაფინანსების სტრუტურაზე და ალტერნატივებზე მათი განვითარების გეგმებიდან გამომდინარე.  რაც არის ძალიან სასარგებლო არის რელევანტური 10 წლიანი საბანკო გამოცდილება Citibank-ში და Greensill – ში სადაც ვფარავდი სტუქტურულ და სინდიცირებულ სესხებს როგორც განვითარებულ აგრეთვე გავითარებად ქვეყნებში (მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვენებში: რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი).

რამდენად გაიზარდა ეს ბაზარი ბოლო პერიოდში საქართველოში?

ბოლო 10 წელში კორპორატიული საბანკო სექტორი ძალიან გაიზარდა. ადრე ფოკუსირება მხოლოდ  სასეხსო და არასასესხო პროდუქტებზე კეთდებოდა. ახლა კი  კორპორატიული კლიენტები ბანკებისან ელოდებიან რჩევას და დახმარებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე განვითარების პროცესში მხარდაჭერას. პროდუქტზე ფოკუსირებული ურთიერთობიდან, თანამშრომლობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე ფოკუსირდა. კლიენტი ჩვენგან ელოდება სექტორულ ექსპერტიზას, ბაზრის და რეგიონში ტრენდების ცოდნას, ინოვაციურ პროდუქტებს და დაფინანსების ალტერნატივებს, გამოცდილებას და რჩევებს, დაფინანსების ოპტიმალურად და სწორად სტრუქტურირებასა და დაგეგმარებაში.

რა გამოარჩევს თიბისი ბანკის კორპორატიულ მიმართულებას? 

რამოდენიმე ძირითადი მიზეზია:

პირველ რიგში გუნდი. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ისეთი ბანკირებით რომლებსაც უდიდესი გამოცდილება და სექტორული ცოდნა აქვთ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის კუთხითაც. ამასთან, გუნდის შევსება გამორჩეული განათლებისა და აკადემიური მოსწრების სტუდენტებით ხდება. ეს ნაზავი და გუნდის შეწყობილად მუშაობა ჩვენი სიძლიერის საწინდარია.

მეორე მხრივ, ჩვენი მიდგომა ყოველთვის არის გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებული. 27 წლიანი გამოცდილება, რომელიც ბანკს აქვს დაგროვილი კლიენტებს ეხმარება საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისას და აძლევთ დიდი კომფორტს, გამომდინარე იქიდან  რომ მათ გვერდში ყავთ საიმედო საბანკო პარტნიორი, ვისთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა შენდება.   

მესამე მხრივ კი გამოვყოფდი მოქნილობას და კლიენტის საჭიროებებზე მორგებას: იმის მაგივრად რომ პროაქტიულად გავყიდოთ ჩვენს ხელთ არსებული მზა პროდუქტები – ჩვენ ჯერ ყურადღებით ვუსმენთ კლიენტებს და მას შემდეგ ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე სწორედ მორგებულ გადაწყვეტილებებს. ეს ყველაფერი კი დიდ კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს.

მეოთხე მხრივ აღვნიშნავ ჯგუფის საინვესტიციო საბანკო ბიზნესის – თიბისი კაპიტალის ძლიერ მხარდაჭერას.  თიბისი კაპიტალის გუნდში დაგროვილი წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტებს შევთავაზოთ ინოვაციური ალტერნატიული დაფინანსების გზები, კაპიტალის კაპიტალურ ბაზრებზე მოზიდვის გზით. ადგილობრივმა კაპიტალის  ბაზრის ზომამ 2018 წელს შედგინა 824 მილიონი ლარი და 2018 წელს გამოშვებულ ობლიგაციებში თიბისი კაპიტალმა 55% წილი დაიკავა.

და ბოლოს რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა დაგროვილი გამოცდილება სინდიცირების კუთხით,  როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ კომერციულ ბანკებთან და  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისეთებთან  როგორიცაა: EBRD, European Investment Bank, FMO, OPIC, Responsability და ბევრი სხვა.  2018 წელს ჯამში წარმატებით დავასინდიცირეთ 350 მილიონ ლარზე მეტი. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ეფექტური დაფინანსების სტრუქტურა შეღავათიან საპროცენტო განაკვეთში.  ამის ერთ ერთი კარგი მაგალითია ცოტა ხნის წინ შვეიცარული საფინანსო ფონდისგან Responasbility-სგან 40 მილიონ ლარზე მეტი 15 წლიანი რესურსის მოზიდვა, ერთ–ერთი ჰიდროელექტრო სადგურის პროექტის დაფინანსებისთვის, სადაც თიბის ბანკმა პირდაპირ დააფინანსა დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი. 

კორპორატიული კლიენტების ბაზარი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა საქართველოში და მას მიჰყვა საბანკო სერვისებიც. კორპორატიულ კლიენტებზე მორგებული ადგილობრივი საბანკო სერვისები დასავლურისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა, მთავარი გამოწვევა ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და აგრეთვე საერთაშორისი საფინანსო ინტიტუტების მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობის და ე.წ. რისკ აპეტიტის ზრდას უკავშირდება.

როგორია თიბისი ბანკის კორპორატიული ბიზნესის შედეგები გასული პირველი კვარტლის მდგომარეობით? ასევე, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ბოლო რამდენიმე წელია თიბისი ბანკი იკავებს უპირობო ლიდერ პოზიციას კორპორატიულ სეგმენტში. ვართ #1 ბანკი ყველა ძირითადი პროდუქტის და ფინანსური მაჩვენებლის მიხედვით. ჩვენთვის ციფრებზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ აღიქვამენ კლიენტები თიბისის, როგორც ნომერ პირველ პარტნიორს.  გუნდის 120 წევრთან ერთად ვფარავთ 2,700–ზე მეტ აქტიურ კლიენტს 17 მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში.  კორპორატიული სასესხო პორტფელი პირველი კვარტლის ბოლო მონაცემებით 3,5 მილიარდ ლარამდეა რაც თიბისის მთლიანი სასესხო პორტფელის 33%–ს შეადგენს. 2019 პირველი კვარტალი ძალიან წარმატებილი იყო. მიუხედავად ლიდერული პოზიციისა მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და ზრდაზე. ვფიქრობთ განვითარებას როგორც კლიენტების ეფექტურად დაფარვის, ისე პროდუქტების განვითარების კუთხით.

Previous Post

Son 7 yıl boyunca Gürcistan’da, yoksulların sayısı 400 000 civarında mı azaldı?

Next Post

33 საქმე, რომელიც აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

მაგდა დოლიძე

Next Post
33 საქმე, რომელიც აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

33 საქმე, რომელიც აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result