Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კურტ ვოლკერი: კომუნიკაციების კანონში შესულ ცვლილებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
კურტ ვოლკერი: კომუნიკაციების კანონში შესულ ცვლილებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს
0
SHARES
0
VIEWS

აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, დიპლომატი კურტ ვოლკერი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ კომუნიკაციების სექტორში მიღებულ ახალ რეგულაციებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს. ვოლკერის თქმით, არსებობს შეფასება, რომ დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების მიზანს კონკრეტული კომპანიის – “კავკასუს ონლაინის” სანქცირება წარმოადგენდა.

“კანონი უკვე მიღებულია და ამჟამად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ მოხდება რეალობაში მისი იმპლემენტაცია. ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა. შესაბამისად, თუ ის ამ სახით იქნა გამოყენებული, ინვესტორთა ნდობაც შემცირდება. სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი ასევე კიდევ ერთი პრობლემური ნაწილია, რადგან სპეციალურ მმართველს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად განკარგოს წილები და მიიღოს საშტატო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სპეციალური მმართველის საკითხი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე საერთაშორისო ინვესტორისთვის შეიძლება იყოს პრობლემური. კანონი უკვე ძალაში არის შესული, შესაბამისად მოვლენების შემდგომ განვითარებაზე არის ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის არის საქართველოს საინვესტიციო კლიმატიც,”- ამბობს კურტ ვოლკერი.

ინტერვიუ კურტ ვოლკერთან:

– არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის საკანონმდებლო პროცესი, რაც კომუნიკაციების სფეროში ახალი რეგულაციის მიღებას უძღვოდა წინ იყო მოტივირებული კომპანია “კავკასუს ონლაინისა” და მისი ახალი მეწილის წინააღმდეგ. გაქვთ თუ არა თქვენც მსგავსი შეფასება?

– შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა იყო, რომ პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, რაზეც არაერთი ფაქტორი, მათ შორის გვიან ღამით გამართული საპარლამენტო განხილვაც მეტყველებს. რაც შეეხება მის უკან მდგარ მოტივაციებს, მათთან მიმართებით მე ვერ ვისაუბრებ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, ესეც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს, რადგან საკითხი მათი ინვესტიციების დაცულობას ეხება. კანონი უკვე მიღებულია შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა ის თუ რა მოხდება მომავალში.

– კავკასუს ონლაინის ახალი ინესტორი გეგმავს შექმნას ახალი ციფრული მარშრუტი ევროპას, კავკასიას და ცენტრალურ აზიას შორის და საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. თქვენი აზრით ახალი ციფრული დერეფანის შექმნა რა გავლენას იქონიებს რეგიონის კომუნიკაციების სექტორზე?

– 12 წლის წინ საქართველო თავს რუსული აგრესიისგან იცავდა. ეს პერიოდი კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს თუ რა სახის ზეწოლა უძღვოდა მას წინ – ეს იყო რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევაბა, ქართული ღვინისთვის ბაზრის დაკეტვა და სხვა სანქციები. ამ მხრივ ახალი მარშრუტის და ახალი დერეფნის შექმნა, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე ირანს უვლის გვერდს ჩემი აზრით საქართველოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს.

– აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბატონი მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტის განვითარების შეფერხება რუსული მხარისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით?

– მიჭირს საუბარი იმის შესახებ თუ რა სახის მოტივაცია შეიძლება იდგეს ამ პროექტის შეჩერების მცდელობის უკან. ჩემი აზრით მისი განხორციელება თავად საქართველოს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან ის ქმნის ციფრულ აბრეშუმის გზას, რაც საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ პროექტის განვითარება ასევე თანხვედრაში უნდა იყოს ევროატლანტიკური საზოგადოების ინტერესებთან, რადგან ჩვენ დაინტერესებული ვართ ვიხილოთ საქართველოს სუვერენეტიტეტის განმტკიცება ყველა მიმართულებით.

Previous Post

CNN: ტრამპის “ტექნოლოგიური ომის” შემდგომი სამიზნე შესაძლოა Alibaba გახდეს

Next Post

საფონდო ბირჟაზე განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციის ღირებულება 1 ლარია

მაგდა დოლიძე

Next Post
საფონდო ბირჟაზე განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციის ღირებულება 1 ლარია

საფონდო ბირჟაზე განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციის ღირებულება 1 ლარია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Recent News

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result