Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კრისტინ ლაგარდის რჩევა ქალებს: დაკრიჭეთ კბილები და გაიღიმეთ!

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes Woman
0
კრისტინ ლაგარდის რჩევა ქალებს: დაკრიჭეთ კბილები და გაიღიმეთ!
0
SHARES
0
VIEWS

თქვენ ყოველდღე გიწევთ საკუთარი თავის გამართლება, დარწმუნება, წინსვლა და გამოწვევების მიღება. ამავროულად თქვენ მუდმივად შეგაქვთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში”, – ამბობს კრისტინ ლაგარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეშვიდე ადგილი დაიკავა Forbes ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში. 2011 წელს კრისტინ ლაგარდი დაინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალურ დირექტორად. წარმოშობით ფრანგი კრისტი ლაგარდი არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერია, არამედ იგი განსაკუთრებული, მისაბაძი მაგალითია როგორც უკვე შემდგარი, ასევე მომავალი ლიდერებისათვის. მართალია, ლაგარდის კარიერა ერთნაირი წარმატებით ვითარდებოდა კერძო და სახელმწიფო სექტორში, მაგრამ მის მიერ დაკავებული თანამდებობები ყოველთვის სტრესსა და დიდ წნეხთან იყო დაკავშირებული. ლაგარდს მუდმივად უხდებოდა გენდერული ბარიერების დამსხვრევა ტრადიციულად მამაკაცების მიერ დომინირებულ სასამართლო, პოლიტიკურ და ფინანსურ სამყაროში. მისი ამჟამინდელი თანამდებობაც არ არის გამონაკლისი.

კრისტინ ლაგარდი პირველი ქალია, რომელიც სათავეში ჩაუდგა 188 წევრ ქვეყნისაგან შემდგარ ფინანსურ ორგანიზაციას. ლაგარდის ამ თანამდებობაზე დანიშვნა დაემთხვა გლობალურ ფინანსურ კრიზისს და მისი წინამორბედის – დომინიკ სტროს-კანის ირგვლივ ატეხილ სკანდალს. ასეთი რთული დაბრკოლებების ფონზე კრისტინ ლაგარდი მაინც ახერხებს იყოს ნაწილობრივ ბანკირი და ასევე ექიმი – იგი მუდმივად ახორციელებს მსოფლიოს პრობლემური ქვეყნების ფინანსური მდგომარეობისა და სტაბილურობის დიაგნოსტიკასა და მონიტორინგს იმ მიზნით, რომ დაეხმაროს მათ ფინანსურად ფეხზე წამოდგომაში.

ცოტა ხნის წინ მე მომეცა შესაძლებლობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთან მესაუბრა მის შესანიშნავ და საკმაოდ არატრადიციულ კარიერულ გზაზე, მამაკაც და ქალ ლიდერებს შორის განსხვავებებსა და ყველაზე რთულ გამოწვევებზე, რომლებსაც ლაგარდი წააწყდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტულის მოპოვებამდე.

ამას არავითარი კავშირი არა აქვს ბიჭების კადრს მიღმა დატოვებასთან

მთელი თავისი კარიერის მანძილზე ლაგარდი ქალთა უფლებების დაუღალავი დამცველი იყო. იგი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ქალებისათვის ახალი შესაძლებლობების გახსნა სულაც არ გულისხმობდა ნულოვანი ჯამის მქონე განტოლებას – ანუ ქალების მიღწევები არ უტოლდებოდა მამაკაცების დაკარგულ შესაძლებლობებს. მას მაგალითად მოჰყავს იაპონია – ქვეყანა, რომელიც განთქმულია თავისი პატრიარქალური კულტურით. ლაგარდის აზრით, იაპონიის ეკონომიკური სტაგნაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული იქ გაბატონებულ პატრიარქალურ სისტემასთან. ფართოდ გავრცელებული გენდერული დისკრიმინაცია და შრომით ბაზარზე ქალებისათვის კონსტრუქციული მხარდაჭერის ნაკლებობა იაპონიის ეკონომიკაზე დესტრუქციულად მოქმედებს. იაპონია ვერ იყენებს თავისი ინტელექტუალური, ნიჭიერი და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ნახევრის შესაძლებლობებს, რაც უარყოფითად მოქმედებს მის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

„ამას არავითარი კავშირი არა აქვს ბიჭების კადრს მიღმა დატოვებასთან, – ამბობს ლაგარდი. – ჩვენთვის მთავარია, ჩარჩო ისე გავაფართოოთ, რომ ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი შრომით ბაზარზე, შეეძლოთ თავიანთი წვლილის შეტანა ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში, ჰქონდეთ სამუშაო და ა.შ.”

თქვენი ბავშვობა მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენთან რჩება

ლაგარდი აღიარებს, რომ, მიუხედავად მისი საოცრად წარმატებული კარიერისა ძირითადად მამაკაცების მიერ დომინირებულ პროფესიებში, იგი მაინც აწყდება გენდერულ დისკრიმინაციას. ამ დაბრკოლებების გადალახვაში ლაგარდს თავისი ბავშვობა ეხმარება. „მე წილად მხვდა ბედნიერება, მეცხოვრა არაჩვეულებრივ ქალბატონებთან ერთად, იქნება ეს ჩემი ბებია თუ დედა, – ამბობს ლაგარდი. – 16 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა… მე ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ უძღვებოდა ერთი ქალი მთელ ოჯახს და ყველაფერს დაუხმარებლად, თავად აგვარებდა… იგი მისაბაძი მაგალითია ჩემთვის”.

დაკრიჭეთ კბილები და გაიღიმეთ

როდესაც ლაგარდს ვკითხე, თუ რა რჩევას მისცემდა იგი იმ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ კარიერულ აღმასვლას, მან დაუფიქრებლად მიპასუხა: „დაკრიჭეთ კბილები და გაიღიმეთ. თუ უსიამოვნებას წააწყდით, მაშინ ჯობს, წახვიდეთ. ისინი თქვენი ღირსი არ არიან”.

გახსოვდეთ, რომ ცხოვრება საოცარი რამ არის

როგორ უმკლავდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქალბატონი მის პასუხისმგებლობებთან დაკავშირებულ წნეხს? „ასეთია ცხოვრება, – აღიარებს ლაგარდი. – ცხოვრება კი ყოველდღე აღსავსეა საოცარი თავგადასავლებითა და გამოწვევებით… თქვენ ყოველდღე გიწევთ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება”.

ნუთუ ეს მარტივი და ამავდროულად გასაოცარი მსოფლმხედველობა არის კრისტინ ლაგარდის უპირობო წარმატების საიდუმლო? ვფიქრობ, მე მივიღე პასუხი ჩემს კითხვაზე: „ასე გააგრძელე. ცხოვრება საოცარია. ნუ დაყრი ფარ-ხმალს”

Previous Post

ევროკავშირი დასასრულის ზღვარზე

Next Post

აქსესუარები: ჯეფ კუნსი PROJECT PERPETUAL-სთვის

მაგდა დოლიძე

Next Post
აქსესუარები: ჯეფ კუნსი PROJECT PERPETUAL-სთვის

აქსესუარები: ჯეფ კუნსი PROJECT PERPETUAL-სთვის

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Recent News

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result