Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“კრედო ბანკმა” EFSE-სა და GGF -ისგან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მლნ ლარი მოიზიდა

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in ბიზნესი, ბიზნესი, კომპანიები, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ფინანსები, ქართულად, ყველა სიახლე
0
“კრედო ბანკმა” EFSE-სა და GGF -ისგან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მლნ ლარი მოიზიდა
0
SHARES
0
VIEWS

კრედო ბანკმა 51 მილიონი ლარი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდისა (EFSE) და მწვანე ზრდის ფონდისგან (GGF)  მოიზიდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული, გრძელვადიანი ორი რესურსის მოზიდვის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მცირე და მიკრო მეწარმეების მხარდაჭერა. ტრანზაქცია impact asset manager Finance in Motion -ის მხარდაჭერით განხორციელდა.

EFSE -გან მიღებული 34 მილიონი ლარი მოხმარდება მცირე და მიკრო მეწარმეთა ბიზნესის ზრდასა და შემოსავლების გენერირებას, კორონა-ვირუსის პანდემიის შედეგების აღმოფხვრის ხელშესაწყობად. დიდი წილი ამ რესურსისა მობილიზებულ იქნა ევრო კომისიის (EU4Business initiative) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.  GGF-ის მიერ გამოყოფილი 17 მილიონი ლარის მიზნობრიობას კი ქვეყანაში ენერგოეფექტური  პროექტების დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს, რაც შედეგად პოსტ-პანდემიურ  აღდგენას მოემსახურება.

„მოხარულნი ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულ ფონდთან (EFSE) თანამშრომლობის განახლებით და მივესალმებით ახალ პარტნიორს, მწვანე ზრდის ფონდს (GGF). EFSE -ს გრეძლვადიანი, ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სესხი, მიმდინარე აქტიური აგრო სეზონის გათვალისწინებით,  მიმართული იქნება ფერმერების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებულ ტრანსლაციურ რისკებს და პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრარული სექტორის გაძლიერებაში. ამასთან, კრედო ბანკისთვის GGF -ის მიერ გამოყოფილი რესურსი გაზრდის მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში მოქმედ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საოჯახო მეურნეობებს საქმიანობის მდგრად განვითარებაში“ – განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა – ზაზა ფირცხელავამ.

EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარის კლაუს მიულერის განცხადებით: „მიკრო და მცირე მეწარმეები, განსაკუთრებით ფერმერები, ქმნიან სამუშაო ადგილებსა და შემოსავლების ორ მესამედს აგენერირებენ საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, მათი ფინანსური სიძლიერე პირდაპირ კავშირშია მთლიანი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერესთან. როგორც მწვანე ზრდის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდი, რომლის პრიორიტეტიც მეწარმეების ინკლუზიურობის მხარდაჭერაა. EFSE მოხარულია კრედო ბანკთან თანამშრომლობით, რამეთუ შესაძლებლობა ეძლევა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მოქმედ მცირე ბიზნესს იმ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც მათ სტაბილურობისათვის ესოდენ ჭირდებათ, ტრანსლაციურ რისკებთან დაკავშირებული დამატებითი შფოთვის გარეშე.“

„GGF მოხარულია კრედო ბანკთან ამ ახალი პარტნიორობით. უდიდესი გამოცდილება აგრო სექტორის დაფინასების მიმართულებით – მას ჩვენი ფონდისათვის იდეალურ პარტნიორად აქცევს.  კრედო ბანკის ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსის უზრუნველყოფით ჩვენ ვიცავთ ბიზნესებსა და საოჯახო მეურნეობებს გაცვლითი კურსის შედეგად წარმოქმნილი ტრანსლაციური რისკისგან, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს COVID-19  პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში“ – განაცხადა მწვანე ზრდის ფონდის თავმჯდომარემ – ოლაფ ზიმელკამ.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებისა და სერვისცენტრების რაოდენობით წამყვანი ბანკია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე.

ბანკი  75 სერვისცენტრით 335,000-ზე მეტი მომხმარებლის მხარდაჭერას ახორციელებს. . მისი მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით.

კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-სგან შედგება

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს : www.credobank.ge

EFSE -ს შესახებ

2005 წელს დაარსებული, სოციალური მიზნობრიობის საინვესტიციო ფონდის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) მიზანია ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში – მცირე და მიკრო საწარმოებსა და კერძო, საოჯახო მეურნეობების ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით ინვესტიციის ჩადების გზით.  აღნიშნული სეგმენტის განვითარებისათვის არსებითი ფაქტორია ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, EFSE თავის საქმიანობაში ყურადღებას ამახვილებს სწორედ ადგილობრივი ფინანსური სექტორის შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც ამ უკანასკნელს აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფების პასუხისმგებლიანი დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით. საინვესტიციო აქტივობების პარალელურად, ფონდი ტექნიკურ, სატრენინგო და სხვა სახის არაფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს  მეწარმეებისა და ინსტიტუციებისთვის.   სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) შეიქმნა განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც საჯარო-კერძო თანამშრომლობის პირველი მაგალითი, ფონდი დაფინანსებას დონორი სააგენტოებისაგან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინსტიტუციური ინვესტირებისაგან იღებს.

„Finance in Motion GmbH“,  გერმანია EFSE -ს მრჩეველს წარმოადგენს, ხოლო  „Hauck & Aufhäuser Fund Services S.A.“, ლუქსემბურგი,  კი ახორციელებს მის მენეჯმენტს.

დამატებითი ინფორმაციისთვის EFSE -ს შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.efse.lu

ხოლო Finance in Motion -ის შესახებ: www.finance-in-motion.com

GGF -ის შესახებ

რესურსების მოხმარების ეფექტიანობის ზრდის, ენერგიის მოხმარებისა და CO2 ემისიის შემცირების მიზნით „მწვანე ზრდის ფონდი“ (GGF) ინვესტიციებს 19 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, აგრეთვე უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ამოცანის მისაღწევად ფონდი აფინანსებს ენერგო-ეფექტურ პროექტებს, უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს ან ახორციელებს მას არაპირდაპირ,  შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

ფონდი ინვესტირებას ახდენს  განახლებადი ენერგიის პროექტებში,  რომელიც ძირითადად პირველი რიგის კრედიტების მეშვეობით ხორციელდება. GFF ასევე ფლობს ტექნიკური დახმარების ფონდს, რომელსაც ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების გზით საინვესტიციო პროექტებით მიღებული შედეგების გასამყარებლად იყენებს. ფონდის ინვესტიციების ზეგავლენის ზრდისათვის GGF-ის ტექნიკური დახმარება მხარს უჭერს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორების შესაძლებლობების შექმნას.

GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში – გერმანიის განვითარების ბანკისა  (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, ჰოლანდიის განვითარების ბანკს  (FMO),  გერმანიის ეთიკურ ბანკს  (GLS).

GGF-ის მრჩეველია „Finance in Motion GmbH“, ხოლო ტექნიკურ კონსულტაციებს მას „MACS Management and Consulting Services GmbH“ უწევს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ggf.lu

ან კომპანიის ოფიციალურ ტვიტერს: @GreenGrowthFund.

Previous Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Next Post

Credo Bank Attracted GEL 51 Million from the European Fund for Southeast Europe (EFSE) and the Green for Growth Fund (GGF) to Support Rural Micro and Small Entrepreneurs

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
“კრედო ბანკმა” EFSE-სა და GGF -ისგან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მლნ ლარი მოიზიდა

Credo Bank Attracted GEL 51 Million from the European Fund for Southeast Europe (EFSE) and the Green for Growth Fund (GGF) to Support Rural Micro and Small Entrepreneurs

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Recent News

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result