Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

კომპიუტერული ბაზრის ლიდერი საქართველოში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
კომპიუტერული ბაზრის ლიდერი საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

ACER-ს საქართველოში რიტეილ-ბაზრის 27% უჭირავს. ოთარ შეყლაშვილი 23 წლის იყო, როცა ACER-ის გუნდს შეუერთდა. შვიდი წლის შემდეგ იგი კომპანიის რეგიონალური კომერციული დირექტორის პოზიციას იკავებს და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდის ზრდას რეგიონის ცხრა ქვეყანაში უზრუნველყოფს.

ოთარ შეყლაშვილი ე.წ. Acer RoSEE (Rest of South East Europe) & Turkey ოფისის კომერციული ხელმძღვანელია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქმენეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს. 2018 წლიდან კი მათ რეგიონულ ოფისს თურქეთიც დაემატა. “ეს მარტივი არ არის”, – ამბობს ოთარ შეყლაშვილი, თუმცა, მისივე თქმით, ბევრი შრომისა და მონდომების შედეგად ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

“ACER-სგან შემოთავაზება 2013 წელს მივიღე, მანამდე კი საკმაოდ ვრცელი და არაერთგვაროვანი გზა გავიარე კარიერის მხრივ – დაწყებული საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მოხალისის რანგში ჩართულობით, მიმტანის პოზიციაზე მუშაობით დასრულებული, როდესაც პოლონეთსა და ლიეტუვაში ვსწავლობდი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ჩემი აზრით, კარიერის საწყის ეტაპზე Work-Life ბალანსი აუცილებელიც კი არის, რადგან წლების შემდეგ, როდესაც ზურგჩანთა უფრო დიდი და მძიმე ხდება, ამის ფუფუნება აღარგვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და მათი ვიზუალიზაცია”, – ამბობს Forbes-თან ინტერვიუში ოთარ შეყლაშვილი.

სწორედ მსგავსი მიდგომები დაეხმარა მას ტოპ-5 მსხვილი მსოფლიო მწარმოებელი კომპანიის, ACER-ის რეგიონული წარმატების თანაავტორი გამხდარიყო. მისი თქმით, რეგიონის გუნდის დიდი დამსახურებაა, ბრენდის სწორი პოზიციონირებით და სწორი ფინანსური გათვლების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე კომპანიის საბაზრო წილი რომ ყველაზე მაღალია საქართველოსა და რეგიონის დანარჩენ რვა ქვეყანაში.

“2013 წელს დავიწყეთ საბაზრო სტრატეგიის შემუშავება. შეირჩა სწორი სამოდელო ხაზი, გატარდა ადეკვატური მარკეტინგი, დაიგეგმა სწორი საფასო პოლიტიკა და ამ ყველაფერმა გრძელვადიან პერიოდში შედეგი გამოიღო”, – ამბობს ოთარ შეყლაშვილი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაზრის მოთამაშეების სკეპტიციზმის მიუხედავად, კომპანიამ ასორტიმენტი შეცვალა და საკმაოდ დიდი ადგილი პრემიუმ-სეგმენტს დაუთმო. ამასთან, როგორც ოთარი აღნიშნავს, სტრატეგიის შემდგომი ნაბიჯი იყო დიდ ტენდერებში ჩართვა, რის შედეგადაც ამ მიმართულებით დღეს კომპანია სტაბილურად წარმატებულია.

თუ რეგიონულ ოფისში შემავალი ქვეყნების შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ, ოთარის თქმით, საქართველო პირველია ტენდერებში მონაწილეობის კუთხით, რიტეილის კუთხით კი ACER-ი ყველაზე წარმატებული ყაზახეთშია, სადაც 2019 წელი კომპანიამ რიტეილ- ბაზრის 30%-ით დაასრულა. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს:

“კავკასიის რეგიონზე თუ ვისაუბრებთ, სომხეთში ბაზრის წილით გვაქვს ჩამორჩენა დანარჩენ ორ ქვეყანასთან შედარებით, თუმცაღა სტრატეგიის გაშლა/ დანერგვა რეგიონის ქვეყნებში ეტაპობრივად ხდება. სომხეთი ამ სტრატეგიაში ზის და სამომავლოდ ჩვენი ბრენდის განვითარებას ვგეგმავთ, სტაბილური ბაზრის წილიდან მოწინავე პოზიციაზე გადასვლით. აზერბაიჯანში მყარი პოზიციები გვაქვს, საცალო გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლითა და სატენდერო პროექტებით”.

რეგიონალური მასშტაბით ACER-ის ბრუნვა 2019 წელს 160 მილიონი დოლარი იყო, რომლის 10% საქართველოზე მოდის. ამაში შედის როგორც რიტეილ- ბაზარი, ასევე სატენდერო პროდუქციაც.

ოთარ შეყლაშვილის თქმით, მისი, როგორც კომერციული დირექტორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება საქართველოში საგანმანათლებო ტენდერებში მონაწილეობაა, რომელშიც ACER-ი უკვე რამდენიმე წელია, იმარჯვებს. სწორედ ამ ბრენდის ნეტბუკებს იყენებს ყველა პირველკლასელი საქართველოში. ყოველწლიურად ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია 55,000 ნეტბუკს აწვდის განათლების სამინისტროს, რომლებიც შემდეგ სკოლებში რიგდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველკლასელებისთვის ნეტბუკებს სპეციალურად ACER-ის ქარხანაში აწყობენ – კონკრეტული დიზაინით, მონაცემებით, ქართული კლავიატურითა და ჩაშენებული სპეციალური შემეცნებითი პროგრამებით. იმის გამო, რომ პირველკლასელი სპეციფიკური მომხმარებელია, ნეტბუკებს სპეციალური ეკრანის პანელი აქვს, ასევე გათვალისწინებულია ისიც, რომ მოსწავლეს ის შეიძლება დაუვარდეს ან მასზე წყალი დაესხას.

“ქართული ტენდერი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტენდერია, რომელიც ჩვენთვის სოციალურ ხასიათსაც ატარებს. ამ შემთხვევაში მომხმარებელია ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ მოსწავლემ პირველივე კლასიდან გაიცნოს ACER-ის პროდუქცია. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ”, – ამბობს შეყლაშვილი.

ACER-ი საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში საქართველოს გარდა, აქტიურად არის ჩართული მსოფლიო მასშტაბითაც, მაგალითად, კომპანია ბოლო რამდენიმე წელია, ინფორმატიკაში საერთაშორისო ოლიმპიადის მთავარი სპონსორია, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და წლიდან წლამდე საპრიზო ადგილებს იკავებს.

კომპანიის გლობალური სამომავლო მიზნებიდან აღსანიშნავია ის, რომ ACER-ი დაინტერესებულია ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერით და სწორედ ამ ინიციატივის ტრანსლირება იგეგმება საქართველოშიც ოთარ შეყლაშვილის ხელმძღვანელობით, რათა მოხდეს ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერა საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და კომერციალიზაციაში.

რაც შეეხება სხვა მიზნებს, რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე წელს კომპანია რეგიონის ქვეყნებში გეგმავს, შეყლაშვილის თქმით, ეს პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, ტენდერებში მონაწილეობის გახშირება და შედეგად საბაზრო წილის გაზრდაა. საბაზრო რყევების მიუხედავად, კომპანიას პოზიტიური მოლოდინი აქვს, ამას ისიც ამყარებს, რომ ნოუტბუკებზე მოთხოვნა საკმაოდ სტაბილურია, უფრო მეტიც, მცირედით იზრდება კიდეც.

“ზრდის ტემპმა შეიძლება კიდევ მოიმატოს, ვინაიდან ტექნოლოგიურად საკმაოდ წინ მიდის ეს სფერო, იცვლება პროცესორები, იხვეწება ოპერაციული სისტემები, ბევრ ინოვაციას გვათავაზობენ, რასაც ჩვენს ტექნიკაში ვნერგავთ. პარალელურად მთელი მსოფლიო გადადის სმარტ- მოწყობილობებზე, რაც იწვევს თქვენი ტექნიკის მორალურ ცვეთას და დიდია ალბათობა იმისა, რომ მისი განახლება მოგინდეთ”, – ამბობს ოთარ შეყლაშვილი.

ACER-სთვის გამოკვეთილად წამყვანი მიმართულება ნოუტბუკები და “ჭკვიანი ტექნოლოგიებია”, ამიტომაც კომპანიის რეგიონალური მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ACER-ს ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია.

Previous Post

აშშ-ში Huawei-ს ახალი ბრალდებები წარუდგინეს – ჩინურ გიგანტს რეკეტში ადანაშაულებენ

Next Post

US Charged China’s Huawei With Racketeering

მაგდა დოლიძე

Next Post
US Charged China’s Huawei With Racketeering

US Charged China’s Huawei With Racketeering

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result