Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კომპანიების პირადი მრჩეველი “თიბისი ბანკიდან”

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ინტერვიუ
0
კომპანიების პირადი მრჩეველი “თიბისი ბანკიდან”
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში, კაპიტალის ბაზარზე მზარდი აქტიურობა შეინიშნება – ეს კი გამოიხატება როგორც ემისიების სიმრავლეში, ასევე მათ მრავალფეროვნებაში. თუკი წლების განმავლობაში საქართველოდან ევროობლიგაციებს ძირითადად ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები უშვებდნენ, დღეს უკვე რამდენიმე ქართული კომპანიის წარმატების მაგალითიც გვაქვს. შედეგად, კომპანიები იზიდავენ მათ საჭიროებებზე მორგებულ ფულს, რომლის ინვესტირებასაც შემდგომ ზრდაში ახდენენ. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა არც მარტივი და არც ხანმოკლე პროცესია. რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილება მოუწია კომპანია “სილქნეტსაც”, რომლის გამოშვებული $200 მილიონის ევროობლიგაციები დღეს Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე ოფიციალურად დაიშვა. პროფესიონალი მენეჯმენტი, ფინანსური გამჭვირვალობა, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, სწორი სტრატეგია და კომპანიის სიდიდე ის ძირითადი ფაქტორებია რის საფუძველზეც “სილქნეტს” 60-მდე საერთაშორისო ინვესტორმა ნდობა გამოუცხადა და შედეგად მისი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების მფლობელი გახდა.

პროცესის ერთ-ერთი თანამონაწილე “თიბისი ბანკი” იყო, რომელმაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, “სილქნეტთან” ერთად, რამდენიმე წარმატებული პროექტი უკვე განახორციელა.

მერი ჩაჩანიძე მეორე წელია შეუერთდა “თიბისი ბანკის” გუნდს, რომელიც “სილქნეტის” მსგავს მსხვილ ბიზნეს ჯგუფებს ემსახურება. დღეს ის ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მერი ჩაჩანიძემ “თიბისი ბანკში” მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ფონდიდან გადაინაცვლა. 10 წლის განმავლობაში, როგორც მთავარ საინვესტიციო ოფიცერს, მუშაობა სხვადასხვა სექტორის არაერთ მსხვილ კომპანიასთან მოუწია. მის პროფაილს უკავშირდება 20-მდე მსხვილი ინვესტიციის განხორციელება, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რანგში, კომპანიებისთვის სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების ზედამხედველობა და საერთაშორისო ბაზრებიდან თანხების მოზიდვა  მის პირდაპირ სამუშაოს წარმოადგენდა, დღეს კი მსგავს მომსახურებას TBC ბანკის გუნდთან ერთად სთავაზობს კლიენტებს. 

ასე იყო “სილქნეტის” მიერ ევროობლიგაციების გამოშვების შემთხვევაშიც. თუ როგორ შეძლო ქართულმა კომპანიამ ათობით უცხოელი ინვესტორის მოზიდვა, ამას მერი ჩაჩანიძე Forbes-ს უყვება.

“თიბისი ბანკი” სილქნეტის ევროობლიგაციების ემისიის თანამონაწილე ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იყო როგორიცაა J.P. Morgan და  UBS. რა გზავნილია ქართული კომპანიის მხრიდან მსგავსი მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება უცხოელი ინვესტორებისთვის და როგორ ცვლის ეს ფაქტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ?

ევროობლიგაციების გამოშვება კომპანიისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ საერთაშორისო დონეზე, ინვესტორების მხრიდან მიიღო ნდობა და აღიარება, რაც გამოიხატება იმაში,  რომ მათ შეიძინეს არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები “სილქნეტში”. ეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. აქამდე საქართველოდან ძირითადად ფინანსური ინსტიტუტებისა  და სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა ევროობლიგაციების გამოშვება.

საქართველო უნდა მოხვდეს საერთაშორისო ინვესტორების რადარზე, მეტი ინტერესი გამოიწვიოს, მეტი ინვესტორი დააინტერესოს და შესაბამისად მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი კი ქართული კერძო კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა. ევროობლიგაციების გამოშვება კომპანიებს ეხმარება ერთის მხრივ საერთაშორისო რესურსებზე წვდომაში, მეორე მხრივ კი დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებაში, რათა უფრო მოქნილად და მარტივად შეძლონ კომპანიის საჭიროებაზე მორგებული ფინანსური რესურსის მოზიდვა.

როგორც ვიცით, $200 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება “თიბისის” და “სილქნეტის” თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როგორი იყო განთავსების წინა მოსამზადებელი პერიოდი?

“სილქნეტი” და “თიბისი ბანკი” ბოლო 18 თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობენ და ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. 2017 წელს, ერთობლივად მოხდა ლარის ობლიგაციების გამოშვება, რომელიც ლარში ნომინირებული ობლიგაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ემისია იყო საქართველოში. 2018 წელს კი განხორციელდა ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია – “ჯეოსელის” შეძენა.  ეს ორ ქართულ კომპანიას შორის ყველაზე დიდი გარიგება იყო, რომელიც ყველაზე მსხვილი სინდიცირებული სესხით დაფინანსდა. ამ ტრანზაქციაზე თიბისი ბანკს ჰქონდა მთავარი მომწყობის (Mandated Lead Arranger) როლი “თიბისი ბანკის” გარდა, დაფინანსებაში მონაწილება მიიღო რეგიონის 9 ბანკმა. ეს კი ნიშნავს, რომ 10-მა ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოუცხადა ნდობა როგორც ტრანზაქციას, ასევე მენეჯმენტის გუნდს, რომ ორი კომპანიის შერწყმის რთული პროცესი წარმატებით განხორციელდებოდა.

რა როლი აქვს უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტს მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებისას? როგორ შეაფასებდით სილქნეტის გუნდის და მენეჯმენტის მზაობას ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში?

საქართველოს ბაზარზე ბევრი კომპანია არ არის, რომელსაც შეუძლია მსგავსი დიდი და სტრატეგიული პროექტების განხორციელება. ამას სჭირდება, გამოცდილი მენეჯმენტი სწორი ხედვით, რომელიც ინვესტორების და სხვა სტეიკჰოლდერების ხედვასთან თანხვედრაშია. ასევე, აუცილებელია ბიზნესის განვითარების ეფექტური და განხორციელებადი სტრატეგია. “სილქნეტის” მენეჯმენტი მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. გუნდს ყველა საჭირო ცოდნა, გამოცდილება და რესურსი გააჩნია, რომ ეს ტრანზაქცია წარმატებით შემდგარიყო.

თიბისი ბანკის ჩართულობა და როლი როგორია მსგავს პროცესებში? რას სთავაზობთ კერძო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე გამოჩენით?

ქართულ კომპანიებს, არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს, თანამშრომლობის ისეთ მოდელს ვთავაზობთ, როდესაც “თიბისი ბანკის” პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრჩევლის როლშია და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მონაწილეობს ბიზნესის განვითარების დაგეგმვაში, ოპტიმალური ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევასა და მოზიდვაში.  ამის კარგი მაგალითი იყო “თიბისი ბანკის” ჩართულობა “სილქნეტის” ლარის ობლიგაციების გამოშვებაში. მოგვიანებით, კომპანია “სილქნეტმა” მიიღო სტარტეგიული გადაწყვეტილება და ევრობონდის ემისია განახორციელა. “თიბისი ბანკი” ჩართული იყო უშუალოდ მოსამზადებელ პროცესში, რომელიც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივია. “თიბისი ბანკმა” “სილქნეტთან” ერთად უზრუნველყო ის ინსტრუმენტები, რომელიც დაეხმარა ევროობლიგაციის წარმატებით გამოსაშვებას. საუბარია ორ ძირითად ინსტრუმენტზე: ეს არის რევოლვირებადი საკრედიტო ხაზი, რომელიც დამატებით კომფორტს უქმნის ობლიგაციის მფლობელებს, რომ მათი თანხები დროულად იქნება მომსახურებული. მეორე პროდუქტი კი ჰეჯირების ინსტრუმენტია, რომელიც მუდმივად გამოწვევაა ქართული კომპანიისთვის, რომელსაც უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ვალდებულებები აქვს, ხოლო ბიზნესი კი ადგილობრივ ვალუტაშია. უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას, ჰეჯირების ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, კომპანიამ დააზღვიოს ადგილობრივი ვალუტის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი მის მოგებიანობასა და გადახდისუნარიანობაზე.   

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თიბისისთვის ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული ობლიგაციების გამოშვების თანამონაწილე იყო, შეგვიძლია, თუ არა, ვთქვათ რომ საქართველოში ეს ბაზარი აქტიურდება და თქვენი აზრით რა იქნება ერთგვარი ლოკომოტივი რომ პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და გააქტიურდეს?

ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ აქტიური ტემპით ვითარდება. თიბისი კაპიტალმა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 8 ფასიანი ქაღალდი განათავსა  სხვადასხვა ფინანსური თუ კორპორატიული კლიენტებისთვის, რაც უკვე მაჩვენებელია ამ მიმართულების გააქტიურების. კომპანიები ზრდასთან ერთად საჭიროებენ, რომ  მეტად სოფისთიცირებული  ფინანსური ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები ჰქონდეთ, ხოლო ფასიანი ქაღალდის ბაზარზე აქტიურობა ზუსტად ამის ერთ-ერთი გამოძახილია. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ეს ბაზარი. ევროობლიგაციების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორია კომპანიის ზომა. საქართველოს ბაზრის ზომიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ბევრი კომპანია არ გვყავს, რომელიც მზად იქნება ევროობლიგაციის გამოსაშვებად. საერთაშორისო ბაზარზე ემისია რამდენიმე ასეული მილიონის უნდა იყოს, შესაბამისად, კომპანიის სიდიდეც უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ ლევერიჯს.

გარდა ამისა, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი გარემო ფაქტორებია: რეგიონსა და ქვეყანაში პოლიტიკური და ფინანსური სტაბილური, გამართული საკანონმდებლო ბაზა, ინვესტორისთვის სახარბიელო კანონმდებლობა და აღსრულების წესები.

Previous Post

Самые активные бизнес-компании в телевизионной рекламе и медиа пространстве

Next Post

The Number of Consumers’ Complaints to the Commercial Banks is Increasing

მაგდა დოლიძე

Next Post
The Number of Consumers’ Complaints to the Commercial Banks is Increasing

The Number of Consumers’ Complaints to the Commercial Banks is Increasing

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Recent News

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result