Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კოლაფსის მოლოდინში: ჰეჯ-ფონდები უმსხვილესი კრიპტო სტეიბლკოინის წინააღმდეგ დიდ ფსონს დებენ

by გიორგი თოლორდავა
ივნისი 28, 2022
in მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
კოლაფსის მოლოდინში: ჰეჯ-ფონდები უმსხვილესი კრიპტო სტეიბლკოინის წინააღმდეგ დიდ ფსონს დებენ
0
SHARES
0
VIEWS

ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, კრიპტოინდუსტრია მორიგი გამოწვევის წინაშეა: ჰეჯ-ფონდებისა და საფინანსო ორგანიზაციების რეკორდული რაოდენობა უმსხვილესი სტეიბლკოინის წინააღმდეგ დიდ ფსონს დებს.

ჰეჯ-ფონდების სამიზნე რიგით მესამე უმსხვილესი კრიპტოვალუტა Tether (USDT) გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ამჟამად 66.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ სტეიბლკოინი უახლოეს მომავალში $1-დოლარიან ღირებულებას დაკარგავს, რაც შემდგომ მის დამატებით გაუფასურებას და პოტენციურად კოლაფსს გამოიწვევს.

ზემოხსენებული სცენარის განვითარების შემთხვევაში, ის ჰეჯ-ფონდები, რომელთაც ამჟამად საწინააღმდეგო (short) პოზიციები აქვთ გახსნილი, სოლიდურ მოგებას მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ USDT შეინარჩუნებს სტაბილურობას, ჰეჯ-ფონდების პოზიციები ლიკვიდირებული იქნება, ანუ ისინი ზარალზე გავლენ.

ტრეიდერების მიერ USDT-ის წინააღმდეგ ფსონის დადების მთავარ მიზეზად ექსპერტები გასულ თვეს მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის, TerraUSD-ისა და მისი მხარდამჭერი კრიპტოვალუტის LUNA-ს $50-მილიარდიან კოლაფსს ასახელებენ. მათი შეფასებით, Terra-ს პრეცედენტი იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მაღალი ვოლატილობის ფონზე პრობლემები, შესაძლოა, Tether-საც შეექმნას, რომლის ფუნდამენტური ფაქტორების წინააღმდეგ კრიტიკული დამოკიდებულება უკვე წლებია არსებობს.

შეგახსენებთ, რომ სტეიბლკოინი კრიპტობაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია. ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივით ვაჭრობა, მათი ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება.

სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს – გამყარების ან გაუფასურების შემთხვევაში სტეიბლკოინი აზრს კარგავს.

მსოფლიოს ათი უმსხვილესი კრიპტოვალუტიდან სამი სტეიბლკოინია, მათ შორისაა: USDT, USDC და BUSD.

გასულ თვეს, Terra-ს კოლაფსის ფონზე, Tether-მა $1-დოლარიანი შეფასება დროებით დაკარგა და მისი ღირებულება 95 ცენტამდე შემცირდა, რაც სტეიბლკოინების სტანდარტით მკვეთრ გაუფასურებად მიიჩნევა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია Tether-ის, როგორც ორგანიზაციის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი. სტეიბლკოინის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სავალუტო რეზერვების არსებობა, რადგან მომხმარებლის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, ორგანიზაცია „ვალდებულია“, რომ ერთი USDT-ის სანაცვლოდ მომხმარებელს ერთი ამერიკული დოლარი გადასცეს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის უჩვეულოდ დიდ რაოდენობას ერთდროულად მოუნდება USDT-ის განაღდება, მაშინ Tether-ს საკუთარი სავალუტო რეზერვების გამოყენება მოუწევს, ისევე, როგორც ეს ბანკების შემთხვევაშია.

გასათვალისწინებელია, რომ ბანკებისგან განსხვავებით, კრიპტოინდუსტრიას არ ჰყავს ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს და გააკონტროლებს სტეიბლკოინების რეზერვების მოცულობასა და გამჭვირვალობას. ამჟამად ერთადერთი გარანტია იმისა, რომ Tether-ის რეზერვში $66 მილიარდის შესაბამისი რაოდენობის ფულადი სახსრები ინახება, მხოლოდ თავად ამ ორგანიზაციის განცხადებაა, რომელიც დამოუკიდებელი ავტორიტეტული აუდიტორების მიერ არ არის გადამოწმებული და დადასტურებული.

Tether-ის მტკიცებით, რეზერვის 90% სადეპოზიტო და ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებსა და სხვა საფინანსო ინსტრუმენტებშია განთავსებული, უშუალოდ ნაღდი ფულზე კი რეზერვის 10%-ზე ნაკლები მოდის.

ჰეჯ-ფონდების შეფასებით, USDT-ის განაღდებაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, Tether-ი ვერ შეძლებს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხის მოზიდვას, რადგან ზემოხსენებული სარეზერვო აქტივები მაღალი ლიკვიდურობით არ გამოირჩევიან, შესაბამისად, USDT დაკარგავს $1-დოლარიან ღირებულებას, რაც ბაზარზე გამოიწვევს პანიკას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მის ფასზე ზეწოლას. ეს ყოველივე კი, საბოლოო ჯამში, USDT-ის კოლაფსამდე მიიყვანს, როგორც ეს TerraUSD-ის შემთხვევაში მოხდა.

Previous Post

Siemens-ი ამერიკულ კომპანია Brightly-ის $1.58 მილიარდად ყიდულობს

Next Post

გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეული“ $4.5 მილიარდს გამოყოფს

გიორგი თოლორდავა

Next Post
გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეული“ $4.5 მილიარდს გამოყოფს

გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეული“ $4.5 მილიარდს გამოყოფს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result