Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციები

by Salo Papalashvili
მაისი 3, 2023
in ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციები
0
SHARES
0
VIEWS

წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიით ჩანაცვლების პროცესი უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დღეისთვის მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ქარისა და მზის ენერგია ქვანახშირზე იაფია. შედეგად, აღნიშნული სექტორისადმი ინვესტორთა დაინტერესებაც მნიშვნელოვნად იზრდება. მხოლოდ 2019-2020 წლებში, კლიმატური პრობლემების გამოსასწორებლად გლობალურად საშუალოდ  $652 მილიარდი იქნა გამოყოფილი, რომელშიც კერძო ($318 მილიარდი) და საჯარო ($334 მილიარდი) წყაროების წილი თითქმის თანაბრად ნაწილდება.

„კლიმატური პოლიტიკის ინიციატივის“ თანახმად, ფინანსების უდიდესი ნაწილი, $586 მილიარდი, ემისიების შემცირებაზე დაიხარჯა, ნაწილი კი ადაპტაციებსა ($49 მილიარდი) და სხვადასხვა ღონისძიებაზე ($17 მილიარდი). 2019-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აშშ-ის მთავრობის მხრიდან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიების განვითარებისადმი მხარდაჭერაც. თუმცა აშშ-სა და კანადაში სახელმწიფო ფინანსები კვლავ მცირეა იმ რეგიონებთან შედარებით, სადაც ეროვნული განვითარების ბანკები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაწესებულებები უფრო დიდ როლს თამაშობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს პირველად, ნახშირბადის დაბალი შემცველობის ენერგიის ტექნოლოგიებში ინვესტიციებმა $1 ტრილიონს გადააჭარბა. $1.1-ტრილიონიან ინვესტიციაში უმსხვილესი სექტორის სტატუსი კვლავ განახლებადმა ენერგიამ დაიკავა, რომლის დაფინანსება წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და რეკორდულ $495 მილიარდს მიაღწია. მეორე ადგილზე კი, წლიური 54%-იანი ზრდითა და $466 მილიარდით, ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებები იყო წარმოდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად ენერგეტიკული ტრანზიციის მიმართულებით 2022 წლის გლობალურ ინვესტიციებში ძალიან მცირე, 0.1%-იანი წილისა ($1.1 მილიარდი), წყალბადი ყველაზე მზარდი მიმართულებაა, რომელიც კერძო სექტორშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

HolonIQ Global Impact Intelligence-ის მონაცემებით, გასულ წელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ტექნოლოგიებში ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციებმა რეკორდულ, $70.1 მილიარდს მიაღწია. შედეგად, 2021 წელთან შედარებით, ინვესტიციები 89%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ვენჩურული კაპიტალის მთლიანი ინვესტიციები დავარდა, ტექნიკურ სექტორში სამუშაო ადგილები შემცირდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად კი ბუნებრივი აირისა და ნავთობის ფასები რადიკალურად გაიზარდა.

საინტერესოა, რომ გრძელვადიანი გეგმების მქონე ინვესტორები შედარებით მოძველებული მიმართულებებით, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია და ლითიუმ-იონური ბატარეები, ნაკლებად არიან დაინტერესებულნი და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიების უფრო მეტად განვითარებაზე ფიქრობენ. ამავდროულად ვენჩურული კაპიტალისტების პორტფოლიოს სამიზნეებს შორის დეკარბონიზებულ საკვებს, მომავალი თაობის საწვავსა და ნახშირბადის მოშორების ტექნოლოგიებს ვხვდებით.

2022 წელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიების ვენჩურულმა დაფინანსებამ $70 მილიარდს გადააჭარბა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, 41%, შესაბამისად, თითქმის $29 მილიარდი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა. შემდეგი პოზიცია ევროპამ დაიკავა, 26%-ით, ჩინეთმა და ინდოეთმა კი, 15%-ითა და 5%-ით, მესამე და მეოთხე ადგილები გადაინაწილეს. შეერთებული შტატების ინვესტიციების მოცულობა დიდწილად გასული წლის აგვისტოში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დამტკიცებული კლიმატური კანონმდებლობის შედეგია, რომლის ფარგლებშიც, ნახშირბადისგან თავისუფალი ინდუსტრიის განვითარებისთვის, შტატების მთავრობის მიერ $347 მილიარდი გამოიყო.

ვენჩურული კაპიტალისტების მიერ ზემოხსენებული ტექნოლოგიების მიმართულებით გაფორმებული შეთანხმებების მოცულობით კი 2022 წელს პირველ ადგილს შემნახველი ტექნოლოგიები იკავებდა, ბატარეების წარმოებისა (56%) და ელექტრომობილების დამტენების (15%) მიმართ ყველაზე მაღალი ინტერესით. ამ მიმართულებით ჯამში 559 შეთანხმების მოცულობა $18 მილიარდს აჭარბებდა და წინ უსწრებდა ისეთ მზარდ და პოპულარულ სექტორს, როგორიც მობილობაა, სადაც ყველაზე დიდი პროცენტული წილი, 60% სატრანსპორტო საშუალებებს უკავია. ინვესტიციების მოცულობით მობილობას აგრარული და სასურსათო სექტორი მოსდევს, მეოთხე ადგილს კი განახლებადი ენერგია იკავებს, მზის ენერგიის 84%-იანი წილით.

საბოლოო ჯამში, ვენჩურული კაპიტალისტების მიერ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით მიღწეული შეთანხმებების რაოდენობა და მათი მთლიანი მოცულობა ასე გამოიყურება:

  1. შემნახველი ტექნოლოგიები – $18.4 მილიარდი – 559 შეთანხმება
  2. მობილურობა – $11.4 მილიარდი – 334 შეთანხმება
  3. სურსათი და აგრარული სექტორი – $9.5 მილიარდი – 537 შეთანხმება
  4. განახლებადი ენერგია – $8 მილიარდი – 417 შეთანხმება
  5. წრიული ეკონომიკა – $6.2 მილიარდი – 508 შეთანხმება
  6. ნახშირბადის ბაზარი – $5.4 მილიარდი – 364 შეთანხმება
  7. სამშენებლო გარემო – $4.9 მილიარდი – 262 შეთანხმება
  8. რესურსები – $4.7 მილიარდი – 128 შეთანხმება
  9. მონაცემები და ფინანსები – $1 მილიარდი – 124 შეთანხმება
  10. ბიოსფერო – $0.6 მილიარდი – 92 შეთანხმება
Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება

Next Post

2023 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

Salo Papalashvili

Next Post
2023 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

2023 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

Recent News

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result