Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კითხვები, რომლებიც WHO-ს მიმართ COVID-19-ის პანდემიის გამო არსებობს

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in მსოფლიო
0
კითხვები, რომლებიც WHO-ს მიმართ COVID-19-ის პანდემიის გამო არსებობს
0
SHARES
0
VIEWS

“ჯანმოს ძირეული რეფორმები ესაჭიროება, რადგან მან ვერ შეძლო Covid 19-ის პანდემიის პირობებში ქვეყნებისთვის კომპეტენტური რჩევების შეთავაზება და კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება“,-ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.

“WHO-ს ჰქონდა შესაძლებლობა, ათასობით სიცოცხლე გადაერჩინა და მსოფლიოსთვის ეკონომიკური ზარალი შეემსუბუქებინა. თუმცა, ჯანმო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. მათ პასუხი უნდა აგონ საკუთარ ქმედებებზე“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ორგანიზაციისათვის დაფინანსების 60-დან 90 დღემდე ვადით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, საერთაშორისო პანდემიის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საპასუხო რეაქცია არაეფექტური და არაადეკვატური იყო. „WHO-მ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაკარგა მისი საწყისი მისია (რაც გლობალურ ეპიდემიებთან ბრძოლას და მათ მიმართ მზაობის გაზრდას გულისხმობს) და იქცა ორგანიზაციად, რომელიც ფულს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული „ერთი გადამხდელის“ ჯანდაცვის სისტემის პოპულარიზაციასა და თამბაქოს კომპანიებთან ბრძოლაში ფლანგავს,“- ნათქვამია სტატიაში.

რაში სდებენ ბრალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას?

ჟურნალი The American Interest იმ კითხვების სიას აქვეყნებს, რომელზე პასუხის გაცემასაც ჯანმოსგან ითხოვენ. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვალდებულია, პასუხი გასცეს საზოგადოებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მისი პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ორგანიზაციის არაეფექტურ მუშაობას ეხება“.

ჯანმოს მიმართ კითხვები ჩნდება იმ მასალების გაანალიზების საფუძველზე, რომლებიც საჯარო წყაროებზე, არაერთი ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის მიერაც არის გამოქვეყნებული. COVID-19-ის რისკების შესახებ ცნობილი იყო ბევრად ადრე, ვიდრე WHO ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა, ამან კი მსოფლიოს დააკარგინა მნიშვნელოვანი დრო იმისთვის, რათა საკუთარი მზაობა გაეზარდათ. ეს კითხვები კი ასე ჟღერს:

როდის შეიტყო WHO-მ კორონავირუსის შესახებ?

South China Morning Post-ის ცნობით, უხანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის 17 ნოემბერს დაფიქსირდა, თუმცა WHO-ს განცხადებით, მან ჩინეთიდან პირველი ოფიციალური ცნობა ვირუსის გავრცელების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. მაშინ, ისმის კითხვა: 31 დეკემბრამდე ფლობდა თუ არა ორგანიზაცია ინფორმაციას ვირუსის პირველი შემთხვევის შესახებ? რა ეწერა ჩინეთის მთავრობის მიერ WHO-სთვის გამოგზავნილ წერილში? შესაძლებელია თუ არა ამ წერილის გასაჯაროება?

იცოდა თუ არა ჯანმომ ჩინეთის მთავრობის მიერ Covid 19-ზე  თავდაპირველი ინფორმაციის დამალვის შესახებ?

2020 წლის 1 იანვარს, ჩინეთის მთავრობის მიერ ვირუსის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ, ჩინეთმა თავდაპირველი გავრცელების სამხილების განადგურება დაიწყო. ჰუბეის პროვინციის ოფიციალურმა პირებმა კომპანიას, რომელმაც ვირუსის იდენტიფიკაცია მოახდინა, აიძულეს შეეწყვიტათ ტესტირება, გაენადგურებინათ ნიმუშები და ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახათ. ორი დღის შემდეგ იგივე ბრძანება სხვა დაწესებულებებმაც მიიღეს.

თუ WHO-სთვის ცნობილი იყო ჩინეთის მთავრობის ასეთი ქმედება, მაშინ როგორი იყო მათი რეაქცია?

რატომ უარყოფდა ორგანიზაცია ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობას?

2020 წლის 31 დეკემბერს ორგანიზაციამ ტაივანის მთავრობისგან გაფრთხილება მიიღო კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, უცნობია, რა ზომები მიიღო ჯანმომ ამ  პრობლემის თავიდან აცილების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ფლობდა ინფორმაციას ჩინელი ექიმების დაინფიცირების შესახებ, რაც ამტკიცებდა ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელების შესახებ გამოთქმულ ვარაუდს. თუმცა, ამ ფაქტს ჯანმო 2020 წლის 20 იანვრამდე დადასტურებულ ფაქტად არ წარმოაჩენდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები უხანში ვიზიტის დროს არ ეწვივნენ იმ საავადმყოფოებს, რომლებშიც დაინფიცირებული ადამიანები იყვნენ განთავსებულნი. WHO-ს წარმომადგენლები მხოლოდ ჰუბეის პროვინციის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, BSL3-ის ლაბორატორიასა და Tianhe-ს აეროპორტს ეწვივნენ.

2020 წლის 20 იანვარს უხანში მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. თუმცა, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა (Public Health Emergency of International Concern) მხოლოდ 30 იანვარს გამოაცხადა. რატომ გაკეთდა განცხადება 10 დღის შემდეგ?

BBC -ს ჟურნალისტის ჯეიმს გალაგერის მიერ გაკეთებული 18 იანვრის ცნობით, ქალაქში 60 დადასტურებული შემთხვევა იყო, თუმცა ბრიტანელი ექსპერტები ამ დროისთვის 1 700 შემთხვევის არსებობას ვარაუდობდნენ. 20 იანვარს ქალაქში ევაკუაცია დაიწყო.

26 იანვარს უჰანის მერმა ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქი 5 მილიონზე მეტმა ადამიანა დატოვა. იცოდა თუ არა ამის შესახებ ორგანიზაციამ?

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი 28 იანვარს ჩინეთში ჩავიდა და ის პრეზიდენტ სი ძინპინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის შეხვდა. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა ჩინეთის პრემიერი ლი ქციანგი. უცნობია, რა შეიტყო ტედროსმა ჩინეთში მოგზაურობის დროს.

რატომ არ გასცა ტედროს ადანომ ჩინეთში მოგზაურობის აკრძალვის რეკომენდაცია 30 იანვარს? რატომ ეწინააღმდეგებოდა WHO ჩინეთში ვაჭრობისა და მოგზაურობის აკრძალვებს თებერვლამდე?

2020 წლის 30 იანვარს გამართულ კონფერენციაზე, ტედროს ადანო აცხადებდა, რომ ჯანმო არ უწევდა რეკომენდაციას ჩინეთში მოგზაურობისა და ვაჭრობის აკრძალვას. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც 5-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა უჰანი და ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდებოდა. რატომ ეწინააღმდეგებოდა ჯანმო ამ  აკრძალვის დაწესებას?

16 თებერვალს ჩინეთში ჯანმოს მისია ჩავიდა, რომლის მიზანს  პანდემიის პრევენციისა და კონტროლის პროცესებზე დაკვირვება წარმოადგენდა. ამ მისიის ერთ-ერთი წევრი იყო ყოფილი გენერალური დირექტორის თანაშემწე ბრიუს აილვარდი. ის, ტედროს ადანოს მსგავსად, არ უჭერდა მხარს ჩინეთთან მოგზაურობის აკრძალვის რეკომენდაციის გაცემას. საინტერესოა, დღევანდელი გადმოსახედიდან იგივე რეკომენდაციას გასცემდა თუ არა WHO?

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან დაბრუნებული აილვარდი არ იმყოფებოდა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. Washington Post-ის მიერ დასმულ ამ კითხვაზე, აილვარდმა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა, რადგანაც ის ვირუსით ინფიცირებულ ადგილებში არ ყოფილა. თუმცა, თუ მისიის  მთავარი მიზანი კორონავირუსის გავრცელების კვლევა იყო, მაშინ საინტერესოა, რატომ არ მოინახულეს მათ ის ადგილები, რომლებიც Covid 19-ის გავრცელების არეალს წარმოადგენდა?

საბოლოოდ კი, რატომ იცდიდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 11 მარტამდე იმისათვის, რათა კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოეცხადებინა?

4 მარტს მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა, მასთან ერთად გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც. ამ დროისთვის უკვე არაერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც არსებობდა ფაქტობრივად დადასტურებული მტკიცებულებები, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა. თუმცა, New York Times-თან 4 მარტს მიცემულ ინტერვიუში აილვარდი ამბობდა, რომ მსოფლიო არ იმყოფებოდა გლობალური პანდემიის წინაშე.

The American Interest-ის მიერ დასმული კითხვები ხაზს უსვამს იმას, რომ WHO იმ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს, ფაქტობრივად უუნაროა იმ გამოწვევების წინაშე, რაც გლობალური პანდემიების შედეგად შეიძლება წარმოიშვას.

WHO-ს კრიტიკის საფუძველს მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევა არ წარმოადგენს. ჯანმო კრიტიკის ობიექტი ებოლას ეპიდემიის დროსაც გახდა.

WHO ებოლას ეპიდემიის პერიოდში:

2014 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც აფრიკაში ებოლას ეპიდემიური აფეთქება მიმდინარეობდა, WHO-ს გენერალური დირექტორი მარგარეტ ჩანი მოსკოვში ჯანმოს კონფერენციას ესწრებოდა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. მან დაგმო ელექტრონული სიგარეტების მოხმარება და მისი მწარმოებელი კომპანიები და  ვლადიმერ პუტინის მიერ ჯანდაცვის სფეროში მიღწებულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. ეს კი მოხდა ორი კვირის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ცაზე, მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი (MN17) ჩამოაგდო.

ებოლას ეპიდემიის მიუხედავად, რომელმაც 11,000 ადამიანი იმსხვერპლა, ჯანმოს არ შეუცვლია საკუთარი კურსი და მთავარ პრიორიტეტად კვლავ არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას ინარჩუნებდა. თავად ამ მიმართულებით კი მის მიერ გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოებისთვის სიმსუქნის, თამბაქოს მოხმარების, და არაგადამდები დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორების წინააღმდეგ ბრძოლისკენ იყო მიმართული. მაგალითად, ჯანმო მოუწოდებდა ქვეყნებს, დაებეგრათ შაქარი, აეკრძალათ საკვების ონლაინ-რეკლამირება და ელექტრონული სიგარეტების მოხმარება. ისინი აფინანსებდნენ კამპანიებს ფილმებში სიგარეტის გამოჩენის წინააღმდეგ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის დაწესებისთვის იბრძოდნენ.

ჯანდაცვა მედიკამენტების, ვაქცინების, კარანტინისა და გარემოს დაცვის საკითხებს მოიცავს. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ადამიანებისგან კოლექტიურ ქმედებას მოითხოვს. დღეისათვის ჯანდაცვის სფერო ტრანსფორმირდა და ახლა ის ადამიანის პირადი ქცევის რეგულაციას ცდილობს. მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიასა და ეპიდემიებს ებრძვის, გამოჩნდა, რომ WHO-ს ინტერესის სფეროს წლების განმავლობაში სხვა საკითხები წარმოადგენდა, დღეს შექმნილ გამოწვევას კი მან სათანადო პასუხი ვერ გასცა.

Previous Post

Coronavirus: ‘There’s no hardship in Croatia’, says Prime Minister Plenkovic

Next Post

გასულ თვეს ათი მილიარდერის ქონება $126 მილიარდით გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
გასულ თვეს ათი მილიარდერის ქონება $126 მილიარდით გაიზარდა

გასულ თვეს ათი მილიარდერის ქონება $126 მილიარდით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Recent News

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result