Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ხელოვნებისა და მიშლენის ვარსკვლავების თავშეყრა ლონდონის მეიფერის რაიონში

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Life
0
ხელოვნებისა და მიშლენის ვარსკვლავების თავშეყრა ლონდონის მეიფერის რაიონში
0
SHARES
0
VIEWS

ძალზე რთულია იმ პირველი შთაბეჭდილების აღწერა, რომელიც ჩემზე თორმეტი წლის წინ, 2003-ში მოახდინა ლონდონში Sketch-ის გახსნამ. ეს იყო უსასრულო გართობის გლამურული კერა. უნიფორმიანი ფრანგი მსახურის ჰოლოგრამა ვესტიბიულში? რასაკვირველია. უზარმაზარი კვერცხის ფორმის სკულპტურაში მოთავსებული სველი წერტილი? რატომაც არა. მთლიანად ვარდისფრად შეღებილი კაფე? სავსებით შესაძლებელია. სოციალური მედია ესწრებოდა რესტორნის, ბარისა და საგამოფენო დარბაზების გახსნას, მაგრამ იმ პერიოდში Facebook-ი და Instagram-ი რომ ყოფილიყო, გახსნის სურათები უეჭველად მთელ მსოფლიოს მოივლიდა. უკვე რახანია, ლონდონში ყველაზე ხშირად Sketch-ის „სამარცხვინო” სველი წერტილების სურათები იპოსტება, სადაც გრძელი თეთრი კაფსულები დაცურავს.

Sketch-ის მფლობელები არიან მურად მაზუზი და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეული პიერ განიერი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია ე.წ. მოლეკულური (ავანგარდული) სამზარეულოთი. მურად მაზუზისა და პიერ განიერის ერთობლივი ძალისხმევით ეს დაწესებულება ყოველთვის საინტერესო და სიახლეებით აღსავსეა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის წყალობით, Sketch-ი ყოველდღიურად იზიდავს როგორც თავის მუდმივ, ასევე ახალ თაყვანისმცემლებს. მხატვარ დევიდ შრიგლისთან თანამშრომლობით Sketch- მა ახლახან კიდევ ერთ ღონისძიებას უმასპინძლა. შემდეგი ღონისძიება დომინიკ უილკოქსის სოლო–გამოფენა იქნება.

თავისი ულტრათანამედროვე რესტორნისა და ექსპანსიური, მუდმივად განახლებული ინტერიერის გარდა, Sketch- ის უპირატესობა მდგომარეობს მის მჭიდრო თანამშრომლობაში ბრიტანეთის ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ნიჭიერ ადამიანებთან. Sketch-ი განლაგებულია მე-18 საუკუნეში აშენებულ და შემდეგ მრავალჯერ გადაკეთებულ შენობაში. Sketch-ის გახსნამდე ამ შენობაში Dior-ის ატელიე იყო განთავსებული. თითოეული ოთახის დეკორაცია კონკრეტულ კონცეფციას ასახავს. რესტორანს სახელწოდებით The Lecture Room (აუდიტორია) მიშლენის ორი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. რესტორანი სტუმრებს კონცეპტუალური ხელოვნების ტოლფას უგემრიელეს მენიუს სთავაზობს. გააკეთეთ არჩევანი ხორცსა და ბოსტნეულს შორის და დაელოდეთ რვა კერძისაგან შემდგარ კულინარიულ შედევრს.

დღევანდელი ეკონომიკური კლიმატის პირობებში ძალიან რთულია Sketch‑ის მსგავსი დაწესებულების სტატუსის შენარჩუნება. დინამიკური თანამშრომლობისა და მიშლენისვარსკვლავიანი კერძების წყალობით, მურად მაზუზმა და პიერ განიერმა ამ სტატუსის გამყარება შეძლეს. საინტერესოა, როგორ მოახერხეს მათ ამ მწვერვალზე მოხვედრა და იქ ასე მყარად დარჩენა. დომინიკ უილკოქსის გამოფენის გახსნის წინ ჩვენ Sketch-ის მფლობელებს გავესაუბრეთ და შევეცადეთ მათგან გაგვეგო, თუ რისი წყალობით იქცა ეს დაწესებულება ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილად.

როგორ შეხვდით ერთმანეთს?

პიერი: 14 წლის წინ მურადი მოვიდა ჩემს რესტორანში ჩემ სანახავად. მან მკითხა: „შეგიძლია დამეხმარო შეფ-მზარეულის პოვნაში ჩემი ახალი პროექტისათვის ლონდონში?” მან ამიხსნა, რომ ისეთი დაწესებულების გახსნა უნდოდა, სადაც იქნებოდა, მუსიკა, ხელოვნება, სხვდასხვა ღონისძიება და ამავდროულად საკვები დიდ როლს ითამაშებდა. მე მივხვდი, რომ ეს იდეა ძალზე ჰგავდა იმას, რისი განხორციელებაც თავად მსურდა, როდესაც Saint-Étienne-ის რესტორანს ვუძღვებოდი. თავდაპირველად მომეჩვენა, რომ ეს საკმაოდ სარისკო წამოწყება იყო. მე პარიზში ვმუშაობდი და ჩემი კლიენტურა ძალზე განსხვავებული იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება.

თავდაპირველად საკმაოდ დიდ პრობლემებს წავაწყდით. კრიტიკოსები დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ Sketch- ის გახსნას. მაღელვებდა თუ არა მე ეს? დიახ, მაღელვებდა. მაგრამ ყველაზე დიდ ფინანსურ რისკზე მურადი წავიდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მატარებლით სახლში, პარიზში ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ახლა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის წყალობით Sketch-ს ყველა იცნობს. მე მაქვს სრული თავისუფლება სამზარეულოში, ხოლო მურადი ამყარებს კავშირებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, შემოქმედებთან. მას ძალიან კარგად გამოსდის სათანადო ატმოსფეროს შექმნა.

მურადი: ვიდრე პიერს პირველად შევხვდებოდი, რამდენიმე წლით ადრე მის რესტორანში ვიყავი ლანჩზე. ძალიან მოვიხიბლე მისი კულინარიული შემოქმედებით. ერთ თეფშზე მომართვეს ლოკოკინა, ბეკონი, სოკო, საქონლის ხორცი და ფუა–გრა. მაშინ გავიფიქრე: „როგორ ახერხებს ეს ადამიანი ამ ყველაფრის ერთმანეთში არევას და ასეთი გამაოგნებელი შედეგის მიღებას? ეს ნამდვილი ჯადოქრობაა”. რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, 2001 წელს, მე იჯარით ავიღე შენობა ლონდონში ისე, რომ ჯერ არც კი ვიცოდი, რას გავაკეთებდი შიგნით. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი მზარეულებისათვის მეკითხა რჩევა, თუ ვისთან ერთად შეიძლებოდა ამგვარი პროექტის განხორციელება. პიერს პარიზში შეხვედრაზე შევუთანხმდი. მინდოდა მისთვის მეკითხა, თუ ჰყავდა თავისთან სამზარეულოში ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემი წამოწყებისათვის გამოდგებოდა. მან კი მიპასუხა: „მე რა, არ გამოვდგები ამ საქმისთვის?“ მე შოკში ვიყავი. ვერც კი ვიოცნებებდი, რომ კულინარიის ასეთ ოსტატთან ერთად ვიმუშავებდი. ჩვენი კავშირი ძალზე დინამიკური აღმოჩნდა. ჩვენ შორის ძალიან ახლო კავშირი დამყარდა. მე წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან ვარ, პიერი კი ახალი დაბრუნებული იყო მოგზაურობიდან, რომლის დროსაც მან ნიგერია, მალი და ალჟირი მოინახულა. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე.

გარდა იმისა, რომ თქვენ კარგი ბიზნესპარტნიორები ხართ, ერთმანეთის რა თვისებებმა მიგიზიდათ?

პიერი: მურადი ძალიან პატიოსანი ადამიანია. იგი ძალიან პირდაპირი და გულახდილია და ეს ჩვენი საერთო თვისებაა. ჩვენ იშვიათად გვაქვს თავისუფალი დრო იმისათვის, რომ სადმე ვისადილოთ. თუმცა ახლახან ვესტუმრეთ Heston Blumenthal-ის რესტორანს და მივირთვით მისი განთქმული იხვის კერძი. ეს არის Sketch-ისაგან განსხვავებული ასევე შემოქმედებითი გარემო.

მურადი: თუ გავითვალისწინებთ, რამდენად განსხვავებული ტიპები ვართ, გასაკვირია, რომ ჩვენ შორის ასეთი მყარი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. პიერი წარმოშობით საფრანგეთის შუაგულიდან არის. მისი მამაც მზარეული იყო და იგი სარესტორნო ბიზნესგარემოში იზრდებოდა. იგი თავად მუშაობს სამზარეულოში. მე კი მზარეული არ ვარ. მე უბრალოდ რესტორატორი ვარ და უფრო პრაქტიკულად მოაზროვნე. ჩვენ გვაკავშირებს პატიოსნება და მისი პიროვნებით ჩემი აღფრთოვანება. მე ახლახან მას წერილი მივწერე, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: „მე თქვენ გაღმერთებთ”. როგორ შეიძლება თქვენზე ამდენი წლით უფროს კაცს მისწერო ასეთი სასიყვარულო წერილი? პასუხი მარტივია, მე მართლაც ვეთაყვანები ამ ადამიანს.

თქვენ თავიდანვე გეგმავდით, რომ SKETCH-ი ასეთი საოცარი საკვები ობიექტი გახდებოდა?

პიერი: საკვებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა Sketch-ის შექმნის პროექტში. კერძოდ, ჩვენ ვგეგმავდით საუზმიდან გვიან ღამემდე კლიენტებზე მორგებული მრავალფეროვანი კერძების შეთავაზებას. Sketch-ის წყალობით, მე გავაცნობიერე ყველა ის ასპექტი, რასაც საკვები გვთავაზობს. ბრიტანული და ფრანგული ნატურალური პროდუქტების გამოყენებით შესაძლებელია ძალიან ფართო სპექტრის საკვების მომზადება, უბრალო პიტას პურით დაწყებული და ყველაზე დახვეწილი პიცით დამთავრებული.

როგორია თქვენი მიდგომა SKETCH-ის სამზარეულოსადმი?

მურადი: Sketch-ის მენიუს შთაგონებად პიერ განიერის კულინარიული გენია იქცა. მისი სახელობის მიშლენის სამვარსკვლავიანი რესტორანი პარიზში გამორჩეული მენიუთია ცნობილი. პიერმა ამ მენიუს Sketch-ისათვის მორგება შეძლო. მისი თანაშემწეების მიერ შექმნილი კერძები ძალზე კრეატიული, თამამი, ინოვაციური და უგემრიელესია. ყველაზე კარგად ეს Sketch-ის გალერეაში ჩანს. პიერმა მენიუს დიზაინი შექმნა დევიდ შრიგლისთან ერთად. მისი კერძები იქმნებოდა დევიდ შრიგლის ხელოვნების უშუალო გავლენით. მაგალითისათვის, მენიუში მითითებული წითელი თინუსის სუშიმი სწორედ ამ მხატვრის პატივსაცემად შეიქმნა.

რამ შთაგაგონათ ინტერიერის ასე გაფორმება?

მურადი: მე სივრცეს განვიხილავ როგორც კონცეფციას და არა როგორც უბრალო ადგილმდებარეობას. სივრცე ჰგავს ნიადაგს, სადაც სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა დროს იდეები აღმოცენდება. ჩემს ძირითად დროს ვუთმობ დიზაინის დაგეგმვას და ჩემს დაწესებულებებში შესაბამისი ატმოსფეროს შექმნას. მსურს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყოს, როგორც ეს ჩემს წარმოსახვაშია. ეშმაკი დეტალებში იმალება და ეს არის ჩემი მუშაობის სტილი. მე სხვაგვარად არ შემიძლია. Sketch-ი იყო ჩემი სამმაგი ოცნება: მსურდა გამეხსნა ცენტრი, რომელიც გააერთიანებდა საკვებს, ხელოვნებასა და მუსიკას.

რატომ არის ხელოვანებთან მუშაობა ასე მნიშვნელოვანი?

მურადი: ჩემი ოცნება იყო, შემექმნა შეუძლებელი – ჯადოსნური ადგილი, სადაც სადილად მოსული სტუმრები უსაზღვრო სიამოვნებას მიიღებდნენ. მე ყოველთვის ვიყავი დევიდ შრიგლის ხელოვნების თაყვანისცემელი. როდესაც მან თავად შემომთავაზა, სასადილო მაგიდა გვექცია დამხმარე საგამოფენო სივრცედ მისი ნამუშევრებისა და პიერ განიერის კულინარიული შედევრების წარსადგენად, მე მაშინვე მივხვდი, რომ იგი საუკეთესო არჩევანი იყო ჩვენი გალერეისათვის. უფრო მეტიც, მის ნამუშევრებზე ბევრს ვხალისობ. Sketch-ს ძალიან ახლო კავშირი აქვს ხელოვნებასთან, რომელსაც 2002 წელს ჩაეყარა საფუძველი. შენობა, რომელშიც Sketch-ი მდებარეობს, 1779 წელს აშენდა ჯეიმს უაიტის დიზაინით. აქ თავდაპირველად განთავსებული იყო ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტი, ხოლო მოგვიანებით – Christian Dior-ის სამკერვალო სტუდია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და Sketch-ში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით პატივს მივაგებთ ამ შენობის მდიდარ მემკვიდრეობას. Sketch-ის გალერეამ 50-ზე მეტ მნიშვნელოვან გამოფენას უმასპინძლა, მათ შორის იყო მერი ელენ ბიუთისა და ენდრიუ კოტიგის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. Sketch-მა ასევე მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ერთობლივ პროექტში ლონდონის Frieze Art Fair-თან, სერპანტინის გალერეასა და ხელოვნების სამეფო აკადემიასთან ერთად. რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვმასპინძლობთ მხატვართა დიზაინით შექმნილ რესტორნებს. ამ წამოწყების მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუში. ამის შესანიშნავი მაგალითია ტერნერის პრიზზე ნომინირებულ და პლინტის მეოთხე დაჯილდოებაზე წარდგენილ დევიდ შრიგლისთან თანამშრომლობა. მან სრულიად შეცვალა Sketch-ის გალერეა თავისი 239 ახალი ნამუშევრით. რესტორნის ყველა კედელს დევიდის ნახატები ამშვენებს. ეს მისი ორიგინალური შემოქმედების ყველაზე დიდი გამოფენაა.

როგორ გეგმავთ SKETCH‑ის განვითარებას მომავალში?

მურადი: წინსვლა და მუდმივი განვითარება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ჩემი რესტორნისთვის შერჩეული სახელი (Sketch) გამოვაცხადე, ყველამ ჩათვალა, რომ გავგიჟდი. რესტორნის სახელი ესკიზს, მონახაზს ნიშნავს, რომელიც შეგიძლია გადააკეთო და დახვეწო. ამაში გარკვეული აზრია ჩადებული და მეც ყოველდღიურად სწორედ ამას ვაკეთებ. Sketch-ი ახლა ლონდონის ერთ-ერთ საზოგადოებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს და ჩემი სურვილია, მომავალშიც გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც უკვე წლებია, ვაკეთებთ.

ხელოვნებისა და მიშლენის ვარსკვლავების თავშეყრა ლონდონის მეიფერის რაიონში

Previous Post

ჯეფ ბეზოს, გმადლობ!

Next Post

ლარში სესხის აღება გაძვირდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ლარში სესხის აღება გაძვირდა

ლარში სესხის აღება გაძვირდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result