Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კენიის მთავრობამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი შეაჩერა

by გიორგი არონია
ნოემბერი 25, 2022
in მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
კენიის მთავრობამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი შეაჩერა
0
SHARES
0
VIEWS

კენიის მთავრობამ კილიფის რეგიონში არსებული ბაობაბების საქართველოში ტრანსპორტირება და ექსპორტი შეაჩერა, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა, The Guardian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს განკარგულებით, კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტრომ გამოძიებაც კი დაიწყო იმის დასადგენად, თუ როგორ მიიღო უცხოელმა კონტრაქტორმა, ამ შემთხვევაში ქართველმა გიორგი გვასალიამ, უძველესი ხეების ექსპორტზე გატანისთვის საჭირო ლიცენზია.

„[ბაობაბების ექსპორტისთვის] აუცილებელია შესაბამისი ლიცენზია და კენიელებს შორის სარგებლის განაწილების ფორმულა. ამასთანავე, ეს პროცესი სრულ თანხვედრაში უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამასთან, რომელიც შემდეგი ათი წლის განმავლობაში თხუთმეტი მილიარდი ხის დარგვას ითვალისწინებს“, – ვკითხულობთ უილიამ რუტოს განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ კენიის პრეზიდენტის განცხადებას მალევე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ ხეების ამოძირკვისა და ექსპორტის ლიცენზია, რომელიც გიორგი გვასალიამ ოქტომბერში მიიღო – არასათანადოდ იყო გაცემული. „ბაობაბი ხის უნიკალური სახეობა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც კენიის კონსტიტუციითაა დაცული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ გენეტიკური რესურსების, ექსპორტისთვის საჭირო გარემოებებს ნაგოიას პროტოკოლი ადგენს, რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა. აღნიშნული დოკუმენტი კენიის სამართლებრივ სტრუქტურაში არის ინტეგრირებული და მასში, ბაობაბებთან ერთად, აფრიკული ბიომრავალფეროვნებისთვის დამახასიათებელი სხვა მცენარეებიც შედის. ნაგოიას პროტოკოლის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, კონკრეტული საქონლის ექსპორტზე ლიცენზიის მისაღებად, დაინტერესებულმა მხარემ ადგილობრივი თემისგან დასტური უნდა მიიღოს, რომლის საფუძველზე თემს, შემსყიდველს და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომელიც ექსპორტიდან მიღებულ სარგებელს მხარეებს შორის გადაანაწილებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ კილიფისთვის, რომელიც კენიის აღმოსავლეთ ნაწილში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს, ხეების ამოძირკვის პრობლემა არახალია – ეს პრობლემა ათწლეულებს ითვლის. თუმცა ბოლო წლებში, აღნიშნული პროცესი დაჩქარდა – Global Forest Watch-ის ინფორმაციით, 2002-2021 წლებში კენიის ტერიტორიიდან 68.4 მილიჰექტრის ფართობის ტყე გაქრა, რითაც კილიფი კენიაში რიგით მესამე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბაობაბი უნიკალური მცენარეა, რომელიც ათასობით წელი ცოცხლობს. ამასთანავე, ის C-ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, კალციუმით, კალიუმითა და ბოჭკოთი გაჯერებულ ნაყოფს წარმოქმნის, რომლის კურკა, დაფქული ფორმით, სხვადასხვა კერძებში გამოიყენება. აქვე გეტყვით, რომ ბაობაბის ქერქი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება, ხოლო კურკის ზეთი სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი რვა ბაობაბი კენიიდან საქართველოში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გაგზავნილიყო, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ფლობს. აღსანიშნავია, რომ კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტროს ბაობაბების საქართველოში ექსპორტი არ აუკრძალავს – ის იმ დრომდე შეჩერდა, ვიდრე ლიცენზირების საკითხი მოგვარდება.

Previous Post

მწვანე ინიციატივა – სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში

Next Post

ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ – #რაგბიჩვენითამაშია

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ – #რაგბიჩვენითამაშია

ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ - #რაგბიჩვენითამაშია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result