• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home პორტრეტები

კაცი დრაჰკანებიანი ტომრით

by Davit Tsiramua
June 6, 2023
in პორტრეტები
0
კაცი დრაჰკანებიანი ტომრით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვისაც გასული საუკუნის 70-იანი წლების ახსოვს – შევახსენებ, ახალგაზრდა მკითხველს კი ვეტყვი, რომ საბჭოთა საქართველოს ისტორიაში 1970-იანი წლები იყო პერიოდი, როდესაც კორუფცია ყოველგვარ ზღვარს გასცდა და ამ მანკიერ მოვლენასთან დაუძინებელი ბრძოლა დაანონსდა.

„მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებლისაი“

კორუფციასთან ბრძოლას თავისი გმირიც ჰყავდა – თვით ედუარდ შევარდნაძე, რომლისაც, რატომღაც, დიდად ეიმედებოდა ჩვენი მოსახლეობის გულუბრყვილო ნაწილს. თუმცა ვინც უნდა ყოფილიყო ამ ბრძოლის მედროშე, კომუნისტური სისტემა მთლიანად კორუფციაზე იდგა, ამიტომაც მის წინააღმდეგ ბრძოლა ჩანასახშივე ყალბი იყო. მიუხედავად ამისა, კორუფციის უმძიმესი ფორმები შევარდნაძემ სწრაფად აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია გარკვეული ეიფორია, რომ ცვლილებები ხდება!

სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში, ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდება უზარმაზარი მნიშვნელობის სამი ნაწარმოები: ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ და, რაც მთავარია, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, ლიტერატურული საოცრება, მაშინაც და ახლაც – ახალგაზრდობის უსაყვარლესი წიგნი.

„სამოსელი პირველი“ ბილდუნგს რომანია, ანუ ყმაწვილი კაცის ჩამოყალიბების წიგნი და გარდა იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანრია, გურამ დოჩანაშვილს ამ წიგნში გამოყენებული აქვს როგორც ბორხესისეული მსოფლიო სიუჟეტებიდან ერთ-ერთი – ოდისეა, ანუ შინიდან გასვლის და შინ დაბრუნების ამბავი, ისე ბიბლიური თემა უძღები შვილის დაბრუნებისა, ანუ ძე-შეცდომილის ამბავი, რომელიც წავიდა მამისგან, მაგრამ ცხოვრებამ ისევ შინ მოაბრუნა და მამას შეახვედრა.

ამ ნაწარმოებში მითოლოგიზებულ მამას, რომელიც განსაკუთრებული ფიგურაა, ორი ვაჟი ჰყავს: გვეგვე და დომენიკო. სახელებითაც ცხადია, რომ გვეგვეს საქმე ფიზიკური მუშაობაა; გვეგვე ის კაცია, ქორწინების პირველ ღამეს ცოლი რომ სთხოვს – „ჯერ ერთხელ მაკოცე, ჯერ ერთხელ მაინც მაკოცე, გვეგვე“, არ აკოცებს და ისე დაეუფლება… დომენიკო კი უფლის, ღმერთის სახელის (დომინუს) მატარებელი ახალგაზრდა კაცია, რომელიც არ მუშაობს.

ამგვარი განსხვავებულობის მიუხედავად, არის რაღაც, რაც გვეგვესა და დომენიკოს მამისაგან თანაბრად ეკუთვნით, ესაა მემკვიდრეობა, პირველ რიგში კი – სამოსელი პირველი, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ქალის სამოსი, რომელიც კოშკში ინახება და საიდანაც მოდის კიდეც ამ რომანის სახელი:

„ხის დაბალ ტახტზე უძვირფასესი კაბა იყო გაფენილი. მამა მძიმედ უახლოვდებოდა, ჩირაღდანს დაანათებდა და სამოსელიდან უამრავი კამკამა სხივი ჟღრიალით იწელებოდა ბნელში. იისფრად ციაგებდა დიდი ამეთვისტო, მინანქრით მოჭედილ საყელოსთან მიბნეული, მწვანედ ლივლივებდნენ ზურმუხტები, მთელი კაბის სიგრძეზე მწყობრად დატანებულნი, ყოველ ზურმუხტს შორის ლურჯად კამკამებდნენ საფირონები, გვერდით კი ყოველ ქვას წყვილი მარგალიტი ებნია. მთელი კაბა ოქრომკედით იყო მოჭედილი, ცივი, ყინულოვანი ციმციმით თითქოს ერთმა­ ნეთში ხრაჭუნით იფშვნებოდა უამრავი ყვითელი ნამცეცი, სინათლე ლივლივებდა მთელს სამოსელზე და იქვე, ტახტის ფეხთან მოწყობილ ორ ხამლზე წყვილი ალმასი კაშკაშებდა, ხარისთვალისოდენა. სამოსლის მინანქრით მოჭედილ ქამარზე ბეჭედი იდო, ყვითლად შემოჯარულ ოქროში ავად კიაფობდა თლილი ბრილიანტი“.

მამა სამოსელ პირველს სწორედ ამ ძვირფას თვლებს ააცლის, გაყიდის და ფულს დომენიკოს მისცემს მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მშობელს ჯერ ეკონომიკური შეძლების შესახებ დააყრის კითხვებს – „შენ… მდიდარი ხარ?“ შემდეგ კი, როცა გაიგებს, რომ თავადაც მდიდარია, სამკვიდრებლის ნაწილს მოსთხოვს და სახლიდან წასვლას გადაწყვეტს.

დომენიკოს ეს სურვილიც უფლის ნებაა, რადგან ღვთის განგებით და მამის ნებართვით, მის გვერდით გამოჩნდა უცხო სამყაროთა მცოდნე კაცი, ვინმე ლტოლვილი, მასაი, რომელსაც მოუკლავს ლომი, იცნობს სამყაროს, ქალაქებს და სრულიად ბუნებრივად, დომენიკოსაც მოუნდება, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მოიხილოს.

ექვსი ათასი დრაჰკანი – ესაა თანხა, რაც დომენიკოს მამისგან ერგო, ესაა წარმოუდგენელი ოდენობის სიმდიდრე და დაუჯერებელია, რომ ახალგაზრდა კაცი ცხოვრებაში ამოდენა კაპიტალით შედის!

„ამას რა გამოლევს“, – თქვა კიდეც დომენიკომ, როდესაც დრაჰკანებით სავსე ტომარაში პირველად ჩაყო ხელი.

დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, რა თანხაზეა საუბარი, ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ერთი პასაჟი რომანიდან. სოფლიდან გაცილებისას, მამის ერთ- -ერთი დაწინაურებული ყმა დომენიკოს ეტყვის:

– თუ გინდა, ერთი დრაჰკანი დამიტოვე.

– ერთი? რატომ…

– ამობრუნება რომ შეძლო.

– რისთვის.

– იმ ერთი დრაჰკანისათვის.

ანუ, წარმოიდგინეთ, დრაჰკანი იმოდენა ფულია, რომ ერთი დრაჰკანი მაინც თუ გეგულება ადამიანს სადმე, იმ ერთი დრაჰკანისთვისაც კი ღირს დაბრუნება!

(ასევე, როგორც რომანში გავიგებთ, ლამაზ-ქალაქის ღამის დარაჯს, ქალაქის მცხოვრებთ საათში ერთხელ რომ აცნობებდა „ყველაფერი კარგადაა“-ო, წლიურ გასამრჯელოდ მხოლოდ ერთ დრაჰკანს უხდიდნენ!)

მაგრამ დომენიკო არაფერს დატოვებს, რადგან ან შინ დაბრუნებას არ აპირებს, ან არ უნდა, რომ დაბრუნების მოტივი დრაჰკანი იყოს.

ასეთია დომენიკოს ეკონომიკური პორტრეტის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ყმაწვილი კაცისა, რომელიც ცხოვრებაში უშრომლად მოპოვებული უზარმაზარი კაპიტალით შედის!

ექვსი ათასი დრაჰკანით სავსე ტომრით დომენიკო პირდაპირ ლამაზ-ქალაქში აღმოჩნდება, ქალაქში, სადაც აშკარად ქართული ვნებები ღვივის. დომენიკოს აქ შეხვდებიან ლამაზ-ქალაქის მოქეიფეები, სამეგობრო წრეები, ქალბატონი, რომელიც მუდმივად ყოფილ მეუღლეს – ვასკოს იხსენებს, ვასკოს, რომელიც – „სხვები რომ იტყოდნენ – „კი“, ამბობდა – „არა“ და როცა სხვები ვასკოს წამხედურობით იტყოდნენ – „არა“, ვასკო ამბობდა – „კი“; ასევე, გლახა და ნამდვილ ქალებს.

რაც მთავარია, ლამაზ-ქალაქში შეხვდება დომენიკო ტერეზას, ნამდვილ ქალს, ვინც სიყვარულის ხელოვნებას აზიარებს და, რაღა თქმა უნდა, ანა-მარიას, მუსიკაზე უზომოდ შეყვარებულ გოგონას, რომელიც დომენიკოს სიგიჟემდე შეუყვარდება, გოგონას, რომელსაც, დომენიკოს გულთან ერთად, ლამაზქალაქელი შეშლილი – უგო იმსხვერპლებს…

თუმცა მანამ, სანამ ეს ვნებები დატრიალდება, დომენიკო პირველად სწორედ ლამაზ-ქალაქში შეიცნობს დრაჰკანის ძალას: „შენც უცებ, დრაჰკანი არ ამოიღო“, „შენც უცებ, დრაჰკანიანი არ დააძრო“, – ყველა მხრიდან ეს ფრაზები ესმის ბიჭს, რომელსაც ბოგანოსავით კი აცვია, მაგრამ ექვსი ათასი დრაჰკანით სავსე ტომარა უჭირავს ხელში.

„ერთ დრაჰკანს ასე ახსენებენ და… ექვსი ათასი რომ იცოდნენ… ეს ალბათ ძალიან დიდი ფულია“, – ფიქრობს დომენიკო, რომელიც ქონებით სავსე ტომარას ერთი კუნძის ძირში ჩაფლავს და ნელ-ნელა დაიწყებს კიდეც ხარჯვას: თავიდან ზომიერად და ფრთხილად, შემდეგ კი სრულიად მოურიდებლად, მთელი ქალაქის დასანახად.

და რაც უფრო უკეთ ეცნობა დომენიკო ლამაზ-ქალაქს, მით უფრო ნაკლებად ფრთხილობს, როგორც თავიდან, როდესაც ძილის წინ სამოსსაც კი დიდი სიფრთხილით იხდიდა, ჯიბეში დრაჰკანები რომ არ აჟღრიალებულიყო.

ნელ-ნელა ეშხში შედის დომენიკო, ფუფუნებაში ცხოვრებას უგებს გემოს, ჩაცმა-დახურვისთვის, საჩუქრებისთვის, მეგობრების გამასპინძლებისთვის ფულს არასდროს ინანებს, მეტიც, ლამის მუდმივად ის გვევლინება ლამაზქალაქელ ახალგაზრდა ყმაწვილთა გულუხვ მასპინძლად:

„და როცა ფეხაკრეფით შემოსულმა არტურომ კისერი ბეჭებში ჩაიძვრინა და საწყლად, ცბიერად მოითხოვა ექვსი დრაჰკანი, დომენიკომ მაშინვე ჯიბეზე გაიკრა ხელი და, რაც კი ამოჰყვა, ამაყად მისცა… და აბარბაცებული ანტონიოს დოქს საჩქაროდ შეუშვირა ფართო, ლამაზი, კრიალა თასი…“

მიუხედავად ამისა, ლამაზ-ქალაქში დომენიკოს კაპიტალს დიდი საფრთხე არ ემუქრება, რადგან ექვსი ათასი დრაჰკანის დახარჯვას შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი არ ეყოს!

მაგრამ ანა-მარიას მკვლელობის შემდეგ დომენიკოს ლამაზ-ქალაქში აღარ უდგება გაგლეჯილი გული, იცის, რომ იქ არავინ არაფერს დაუშავებს და ვერავინ გაათავისუფლებს იმ მძიმე სასჯელისგან, რადაც მისი ცხოვრება იქცა საყვარელი ქალის მკვლელობის შემდეგ…

ამიტომაც, სიკვდილის მაძიებელი დომენიკო, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, ათას დრაჰკანს სამალავში რომ დატოვებს, 4812 დრაჰკანით კამორაში გაემგზავრება, ქალაქში, სადაც კაცს „ფულით აფასებენ“ და არათუ ამხელა ქონების, კაპიკების გამოც კი თვალის დაუხამხამებლად გაისტუმრებდნენ იმქვეყნად.

კამორა აშკარად იტალიური ქალაქია, რომელიც ძალიან ჰგავს ნეაპოლს, ქალაქს, რომლის მაფიოზურ ქსელსაც სწორედ კამორა ჰქვია. კამორა ღამის, სიბნელისა და უბედურების ქალაქია, რომელსაც გრანდისსიმოჰალლე, სწორუპოვარი მარშალი, ხვლიკისმოყვარული ედმონდო ბეტანკური და მისი ხელქვეითები მართავენ, მათ შორის გრანდისსიმოჰალლეს უახლოესი დამქაში, ყოჩაღი გრანდჰალლე – პოლკოვნიკი ფედერიკო სეზარი.

საყოველთაო ბოროტების ამ სამყაროში მოხვედრილმა დომენიკომ იცის, რომ კამორაში მოიძებნება ლამაზქალაქელი ალესანდროს ძმა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით ყველაზე ბოროტ დამნაშავედ შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სწორედ ის მფარველობს დომენიკოს, ოღონდ ისე, რომ დომენიკომ არ იცის მისი ვინაობა.

საქმე ის გახლავთ, რომ წესითა და რიგით, კამორაში პირველივე დღეს უნდა დაღუპულიყო დომენიკო, რომ არა ასეთი მფარველი, რომლის ვინაობა ნაწარმოების კითხვისას დიდხანს იწვევს ჩვენს ცნობისმოყვარეობას.

(სხვათა შორის, თავის დროზე, როდესაც მე და გურამ დოჩანაშვილი სრულიად მოულოდნელად, საფრანგეთში შევხვდით ერთმანეთს და ვითარებამ დაგვამეგობრა, ჩვენი მწერალი შემპირდა, „ცუდად“ რომ ვიქნები, მხოლოდ მაშინ გაგიმხელ, ვინ დგანან „სამოსელი პირველის“ პერსონაჟების უკანო. „ცუდად“ რომ გახდა, მივედი, მაგრამ ზემოხსენებული ამოცანა მაინც შეუსრულებელი დაგვრჩა. ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო…)

ახალგაზრდა დომენიკო კამორელებმა რომ დაიჭირეს და გაჩხრიკეს, არც მეტი, არც ნაკლები – ოთხი ათას რვაას თორმეტი დრაჰკანი აღმოაჩნდა ტომარაში – თანხა, რომლის უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, გრანდისსიმოჰალლესა და გრანდჰალლეს ხელში აღმოჩნდა, თვით დომენიკოს კი მხოლოდ 60 დრაჰკანიღა დაუტოვეს. ეგ კი არა, ერთხანს დომენიკო გრანდჰალლე პოლკოვნიკის „სათამაშო-ყულაბადაც“ კი იქცა.

თუმცა კი, არა მხოლოდ ინკოგნიტო მფარველმა, გარკვეულწილად დრაჰკანების სიმრავლემაც გადაარჩინა ყმაწვილი – კამორელები მიიჩნევდნენ, რომ თუკი ადამიანს ამოდენა ფული ჰქონდა, შესაძლოა კიდევ ეშოვა დრაჰკანები, ამიტომაც მის „გასაღებას“ არ ჩქარობდნენ, ხოლო თუკი მოლოდინი არ გაუმართლდებოდათ, ყმაწვილისთვის ბოლოს მოღებას რაღა უნდოდა?!

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დომენიკომ, რომელიც საკუთარი სურვილით, სხვათა თხოვნითა თუ იძულებით მუდმივად დრაჰკანების გაცემაში იყო, მხოლოდ ერთხელ თუ „შემატა“ თავის ქონებას რამდენიმე გროში – „დილის ქალმა“, ჩვენმა გმირმა აუხდენელი სიყვარული ფაქიზად რომ დაატეხა თავს, მომსახურებისათვის მიღებული 4 დრაჰკანის გვერდით, უჩუმრად, თავისი უკანასკნელი სიმდიდრე – ორმოციოდე გროშიც დაუტოვა მადლიერების ნიშნად ყმაწვილს. და ეს მოხდა კამორაში, სიბნელისა და ბოროტების ქალაქში!

საერთოდაც, ამ ქალაქმა არაერთ სათავგადასავლო ამბავში გახვია დომენიკო, რომელიც კამორას შემდეგ ჯერ ლამაზ-ქალაქში – სამალავში დატოვებული ათასი დრაჰკანის ასაღებად დაბრუნდება, შემდეგ კი, გარემოებათა გათვალისწინებით, თავისუფალ ქალაქში – კანუდოსში ამოყოფს თავს და უკანასკნელ ათას დრაჰკანს, თანხას, რომლითაც დიდხანს და უზრუნველად იცხოვრებდა, საკუთარი ნებით ჩაუთვლის თავისუფალ კანუდოსელთა კონსელეიროს – მენდეს მასიელს, ოღონდ არა თოფის და შეიარაღების, არამედ სასმელ-საჭმლის, პურისა და ფქვილის საყიდლად, მაგრამ დომენიკომ არ იცის, რომ იმ დროისათვის კანუდოსელები პურსა და თოფს ერთად უნდა ერჩინათ!

რაც შეეხება თავისუფალ ქალაქ კანუდოსს, რომელსაც ჰყავს დიდი კანუდოსელები და ჩვეულებრივი მოქალაქეები – ეს გახლავთ ეკონომიკური საოცრება, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომლის პროტოტიპი მართლაც შეიქმნა ბრაზილიაში, ბაიას მუნიციპალიტეტში და ამ მოვლენას მსოფლიო ლიტერატურაში კიდევ ერთი ასახვა მოჰყვა. რა თქმა უნდა, ნობელიატი პერუელი მწერლის – მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომს“ ვგულისხმობ. ამ ნაწარმოებში ბოლო ჟამის ომი ბრაზილიის ხელისუფლებასა და ბაიას მუნიციპალიტეტის დაუმორჩილებელ ქალაქ კანუდოსს შორის მოხდა – რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ კანუდოსის ღარიბ მოსახლეობას არ შეეძლო სახელმწიფო გადასახადის გადახდა და არც იხდიდა!

XIX საუკუნეში მომხდარი ეს გასაოცარი ამბავი იმით დასრულდა, რომ ბრაზილიის ხელისუფლების არმიამ, ხანგრძლივი ომის შემდეგ, როგორც იქნა დაამარცხა აჯანყებული კანუდოსელები. სხვათა შორის, „სამოსელი პირველის“ მკითხველებისგან განსხვავებით, მარშალ ბეტანკურზე ბრაზილიაში ხვლიკები არავის ახსენდება, მეტიც, მიიჩნევა, რომ ის იყო პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო მოხელე, რომელმაც სახელმწიფოსთვის საშიში ადამიანების დამორჩილება შეძლო.

(სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, გურამ დოჩანაშვილი ეყრდნობოდა საბჭოთა ჟურნალ „Вокруг света“-ს, რომლის 1969 წლის ერთ-ერთ ნომერში, კანუდოსის შესახებ ბრწყინვალე მასალა დაიბეჭდა).

რაც შეეხება ჩვენი რომანის მთავარ გმირს, რომლის პორტრეტიც, მათ შორის ეკონომიკური, ასეთი თავგადასავლების შემდეგ, უფრო და უფრო მკვეთრად იხატება – დომენიკო ნული დრაჰკანით, მაგრამ დიდი გამოცდილებით, სულიერად გამდიდრებული ბრუნდება სახლში. რა თქმა უნდა, ეს უკვე სულ სხვა ადამიანია და არა ის გულუბრყვილო ბავშვი, რომელიც ექვსი ათასი დრაჰკანით სავსე ტომრით წავიდა შინიდან. დომენიკომ დაკარგა მთელი ქონება, მაგრამ სანაცვლოდ შეიძინა შეუფასებელი ცოდნა და გამოცდილება, ისწავლა ადამიანების ცნობა, კეთილისა და ბოროტის გარჩევა…

საოცარი პასაჟია მამა-შვილის შეხვედრა ხანგრძლივი განშორების შემდეგ! შინიდან გასვლის დღიდან მოყოლებული, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი, დომენიკო გრძნობდა, რომ ვიღაცას უყვარდა და ეს ვიღაც, რა თქმა უნდა, დომინუსი, ანუ მამა, ანუ პატრონი იყო, რადგან ქრისტეს უანგაროდ ვუყვარვართ ადამიანები!

დომენიკო არის კაცი, რომელიც განურჩევლად იმისა, იმსახურებდა თუ არა, უყვარდა მამას!

ამიტომაც, გამოცდილებასთან ერთად, დომენიკო შინ ბრუნდება სიმდიდრით, ეს სიმდიდრე კი საპასუხო სიყვარულია, სიყვარული, რომელიც მამამ დაიმსახურა, რადგან დომენიკო მუდმივად გრძნობდა, რომ ვიღაცას უყვარდა…

რაც შეეხება ჩვენი გმირის შინ დაბრუნებას – წრე სწორედ აქ იკვრება; შინ დაბრუნება – შინაურობისთვის შანსის მიცემას ნიშნავს, რადგან როდესაც შინ ბრუნდები, მიიჩნევა, რომ წასვლა შეცდომა იყო, სამაგიეროდ, დაბრუნებაა სწორი ნაბიჯი! თუმცა კი, ადამიანი ვერაფერს მიაღწევს, თუ არ წავიდა და ამის დასტურად აქვე შეგახსენებთ იოანეს სახარების სიტყვებს (თავი XII, 24), რომლებიც, როგორც ეპიგრაფი, იწყებს კაცობრიობის უდიდეს რომანს – „ძმებ კარამაზოვებს“:

„ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს“.

ზურაბ კიკნაძის თარგმანით: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თუ არ დაეცა, მისგან კაცი არ დადგება, ხოლო თუ დაეცა – ძე-შეცდომილი წავა, მაგრამ დაბრუნდება!

რომაელები ამბობდნენ: Errare humanum est, stultum est in errore perseverare – „შეცდომა ადამიანურია, სიბრიყვე შეცდომაში გაჯიუტებაა!“ დიახ, ადამიანს შეიძლება შეეშალოს, ამიტომაც, როდესაც ბრუნდება დომენიკო, ამით ის საკუთარ შეცდომას აღიარებს, აღიარებს, რომ წასვლამდე ვერ ხედავდა მამას, არ იცოდა, რა იყო ნამდვილი სიყვარული, თუმცა ახლა იგი სწორედ ამ სიყვარულითაა განმსჭვალული და მზადაა ახალი სიცოცხლისთვის!

დომენიკოს შინ დაბრუნება თითოეული ჩვენგანის დაბრუნებაა ღირებულებათა სამყაროში, ამავე დროს კი იმედი იმისა, რომ ხვალ გაცილებით უკეთესი პერსპექტივა გვექნება, მათ შორის – ეკონომიკურიც.

Previous Post

მასკის სტარტაპ Neuralink-ის ღირებულება $5 მილიარდს გაუტოლდა

Next Post

გაიცანით 500 Georgia-ში მონაწილე ქართული სტარტაპი DataMind-ი, რომელიც საბანკო სექტორისთვის ინოვაციურ გადაწყვეტებს ქმნის

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გაიცანით 500 Georgia-ში მონაწილე ქართული სტარტაპი DataMind-ი, რომელიც საბანკო სექტორისთვის ინოვაციურ გადაწყვეტებს ქმნის

გაიცანით 500 Georgia-ში მონაწილე ქართული სტარტაპი DataMind-ი, რომელიც საბანკო სექტორისთვის ინოვაციურ გადაწყვეტებს ქმნის

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.