Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაიცანით 500 Georgia-ში მონაწილე ქართული სტარტაპი DataMind-ი, რომელიც საბანკო სექტორისთვის ინოვაციურ გადაწყვეტებს ქმნის

by იზა გვარამაძე
ივნისი 6, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გაიცანით 500 Georgia-ში მონაწილე ქართული სტარტაპი DataMind-ი, რომელიც საბანკო სექტორისთვის ინოვაციურ გადაწყვეტებს ქმნის
0
SHARES
0
VIEWS

„განვითარება სირთულეების გარეშე შეუძლებელია – თუ სირთულეები არ გაქვს, ესე იგი არც ვითარდები”.

საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და სილიკონ ველიზე დაფუძნებული 500 Global-ის სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის, 500 Georgia-ს შემაჯამებელი ღონისძიება – Demo Day ახლოვდება. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები აქტიურად ემზადებიან პოტენციური ინვესტორების წინაშე წარსადგენად და მათთვის საკუთარი იდეების გასაზიარებლად.

შერჩეულ 12 მონაწილეს შორის არის ქართული სტარტაპი DataMind-იც, რომელიც მიზნად ისახავს, ბანკებისთვის შექმნას ერთიანი მონაცემთა საცავი, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ კომპლექსური ანალიტიკა და მასზე დაყრდნობით შექმნან ეფექტური გადაწყვეტები.

სტარტაპის საქმიანობის შესახებ დეტალურად “დატამაინდის“ იურიდიული და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ირაკლი ბიწკინაშვილს გავესაუბრეთ.

როგორც ირაკლი გვიხსნის, კვლევების თანახმად, ბანკი საშუალოდ თავისი IT ბიუჯეტის 35% სწორედ მონაცემების მენეჯმენტზე ხარჯავს, რაც საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ და რატი კუნჭულიამ გადაწყვიტეს, დაეფუძნებინათ სტარტაპი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ინოვაციურ გადაწყვეტებს შესთავაზებდა.

„ვახო და რატი საქართველოში ერთ-ერთ ბანკში მუშაობდნენ მონაცემთა საცავის დანერგვაზე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი იყო, რადგან თავად პროცესი ვენდორის მხრიდან საჭიროებდა მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს, ხოლო ბანკის მხრიდან – ბიზნეს მითითებებს. შედეგად გაჩნდა იდეა, შექმნილიყო კომპანია, რომელიც ბანკებს, მათი ინტერესებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუნერგავდა მონაცემთა საცავს ისე, რომ ბანკის მხრიდან საჭირო ყოფილიყო მინიმალური ადამიანური რესურსის ჩართულობა“, – აღნიშნავს ირაკლი.

მათ სტარტაპის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს გაუჩნდათ, თუმცა, იდეისთვის ხორცშესხმას ორი წელი დასჭირდა. დღეს „დატამაინდი“ ბაზარზე კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მომხმარებელს ბევრ სიახლეს ჰპირდება.

„ჩვენ ვეხმარებით ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც უჭირთ მონაცემთა შენახვა, გაერთიანება და ანალიზი. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, მათთვის იქმნება ერთიანი მონაცემთა საცავი, რაც გულისხმობს კლიენტის სხვადასხვა მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის მიგრირებას ერთიან საცავში. ეს ყველაფერი ბანკებს აძლევს კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას”, – გვიხსნის ირაკლი.

როგორც ამბობს, სტარტაპი მომხმარებელს მონაცემთა საცავის გარდა, ისეთ ინსტრუმენტებსაც სთავაზობს, როგორებიცაა: რისკების მენეჯმენტი, მომგებიანობის ანალიზი, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპორტინგი და საბონუსე სისტემის ავტომატიზაცია.

გვიხსნის, რომ სტარტაპის შექმნის საწყის ეტაპზე ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ნაბიჯს ბიზნესისთვის რეპუტაციის შექმნა და ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ინიციატივების განხორციელება წარმოადგენდა.

„გააზრებული გვქონდა, რომ ამ ყველაფერს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდის გარეშე ვერ შევძლებდით, შესაბამისად, პირველი ნაბიჯები გადავდგით კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის მოტივაციის ამაღლების კუთხით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მრავალი გუნდური აქტივობა განვახორციელეთ ერთად, მათ შორის: Team Building-ები და Retreat-ები როგორც საქართველოში, ისე – მის ფარგლებს გარეთ. ამ ყველაფერმა კი მოგვცა ის, რაც ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სტარტაპის განვითარების დროს – გუნდურობა და საერთო მიზნისკენ სწრაფვა”, – გვიყვება ირაკლი.

სტარტაპისთვის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი იმ პროექტებმაც ითამაშა, რომლებიც „დატამაინდმა” საწყის ეტაპზე აიღო და შეთანხმებულ ხარისხზე უკეთესად შეასრულა, რამაც ბიზნესისადმი ნდობა და მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. „ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის გუნდური სულისკვეთება, რომელიც ჩვენს გუნდს ამოძრავებს“, – ამბობს ირაკლი და ამატებს, რომ „სწორედ ამ ნაბიჯებმა იქონია უდიდესი როლი დატამაინდის ძლიერ და თანმიმდევრულ სტარტაპად ჩამოყალიბებაში”.

მიუხედავად ამისა, სტარტაპებისთვის წარმატების მიღწევა არც ისე მარტივი პროცესია და ბევრ გამოწვევასთან ასოცირდება. როგორც ამბობს, „განვითარება სირთულეების გარეშე შეუძლებელია – თუ სირთულეები არ გაქვს, ესე იგი არც ვითარდები, შესაბამისად, სირთულეებს საინტერესო გამოცდილებად და ერთგვარ გამოწვევად ვუყურებთ”.

„ზუსტად ვიცოდით, რომ – სირთულეები გვქონდა მოლაპარაკების პროცესში, რადგან სტარტაპებს მსხვილი კომპანიები ნაკლებად სანდო პარტნიორებად მოიაზრებენ. ამ ნაწილში ჩვენ მთავარ ამოცანად განვსაზღვრეთ, რომ ასეთი კომპანიებისთვის გვეჩვენებინა, თუ რამდენად მომზადებულები ვიყავით იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ჩვენ წინ იდგა. ნათლად განვსაზღვრეთ ორგანიზაციული სტრუქტურა პროექტის შესრულების მიზნებისთვის, შევქმენით პროექტის მენეჯმენტის პროცესი და განვსაზღვრეთ პასუხისმგებელი პირები. ამ ყველაფერმა გაზარდა ჩვენ მიმართ ნდობა და შეიცვალა ჩვენ მიმართ დამოკიდებულება”, – ამბობს ირაკლი.

როგორც გვიყვება, მათი სამუშაო სპეციფიკა კლიენტის სენსიტიურ ინფორმაციაზე – პერსონალურ მონაცემებზე წვდომას გულისხმობს. შესაბამისად, გაჩნდა კითხვის ნიშნები მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი მათ დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიასთან ერთად შეიმუშავეს შიდა უსაფრთხოების პოლიტიკები, GDPR პოლიტიკა, უსაფრთხოების სისტემები და კონტროლები.

როგორც DataMind – ში ამბობენ, არ ჩერდებიან და მუდმივად მუშაობენ საკუთარი პროდუქტის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე.

„სტარტაპი ყოველდღიურად ვითარდება, თუმცა, განვითარება არ მოიცავს მხოლოდ ახალ პროექტზე მუშაობასა და კლიენტთა რაოდენობის ზრდას. ყოველდღიურად გუნდი მუშაობს პროდუქტის – SaaS მონაცემთა საცავის პლატფორმის შექმნაზე, რომელიც დაარსების დღიდან მთავარ ამოცანად გვქონდა მოაზრებული. გუნდის განვითარებამ – ყოველდღიური პროცესების ავტომატიზაციამ ამ პროდუქტის მიმართ ჩვენი ჩართულობა გაზარდა, შესაბამისად სტარტაპი ამ ეტაპზე ახერხებს სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა მიაწოდოს სხვადასხვა მსხვილ ბიზნესს, მუდმივად აკონტროლოს ყველა პროცესი და საბოლოო ნაბიჯები გადადგას SaaS მოდელის სრულყოფისთვის”.

სამომავლოდ კი დიდი გეგმები აქვთ. ამჟამად საკუთარი სერვისის პროდუქტად გარდაქმნაზე მუშაობენ, რაც გულისხმობს SaaS მონაცემთა საცავის პლატფორმის შექმნას. ამასთან, შექმნეს კომპანია აშშ-ში, რომლითაც ამერიკის ბაზარზე შესვლას გეგმავენ. ასევე, აპირებენ სრულად მოიცვან ჩვენი რეგიონი და აღმოსავლეთ ევროპა. „საუბარი გვქონდა არაერთ ბანკთან, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი პროდუქტით. შესაბამისად, ვგეგმავთ გაფართოებას და ჩვენი პროდუქტის ევროპული და ამერიკული ბანკებისთვის შეთავაზებას”, – ამბობს ირაკლი.

ფიქრობენ, რომ დასახული მიზნების მიღწევაში მათ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ, რადგან ის აძლევს მათ არა მხოლოდ პიროვნული ზრდის, არამედ სტარტაპის სწრაფი აქსელერაციის შესაძლებლობას.

„პროგრამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები გვაქვს, რადგან 500 Georgia უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, მიიღონ რეკომენდაციები და რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდნენ და გაიზარდონ იმაზე სწრაფად, ვიდრე აქამდე. ამასთან, 500 Georgia სტარტაპებს აკავშირებს იმ ადამიანებთან თუ კომპანიებთან ვისთანაც აქამდე მათ წვდომა არ ჰქონდათ. ის ფაქტი, რომ მსოფლიოში აღიარებულ მენტორებთან ბიზნესის განვითარების გზებზე შეგვიძლია საუბარი, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგის მომცემია ნებისმიერი სტარტაპისთვის.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ 500 Georgia დაგვეხმარება აქსელერაციაში და ჩვენი პროდუქტის – მონაცემთა საცავის SaaS პლატფორმის შექმნაში. ასევე, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალ საინვესტიციო რაუნდზე ინვესტორებთან დაკავშირების კუთხით“, – ამბობს ირაკლი.

S

Previous Post

კაცი დრაჰკანებიანი ტომრით

Next Post

„ცხენის რკინიგზა“ • „კონკა“

იზა გვარამაძე

Next Post
„ცხენის რკინიგზა“ • „კონკა“

„ცხენის რკინიგზა“ • „კონკა“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026

BetPanda Casino – Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 22, 2026

Leon Slots: Quick‑Hit Play for the Modern Gambler

ივლისი 22, 2026

Recent News

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026

BetPanda Casino – Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 22, 2026

Leon Slots: Quick‑Hit Play for the Modern Gambler

ივლისი 22, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result