Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„კარაპს მედლაინი“ — ხარისხის მემკვიდრეობა 1997 წლიდან

by Davit Tsiramua
December 27, 2022
in ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ყველა სიახლე
0
„კარაპს მედლაინი“ — ხარისხის მემკვიდრეობა 1997 წლიდან
0
SHARES
0
VIEWS

ფოტოზე მარცნიდან მარჯვნივ: დავით ელგანდაშვილი, მადონა ჯუღელი, ნინო გამცემლიძე,
ნიკოლოზ თევდორაშვილი, რამაზ ჩარექიშვილი, ხათუნა ხაჩიძე, ოთარ კეპულაძე, ირაკლი კოხრეიძე,
ნინო კუტალაძე, ალექსანდრე კალანტაროვი, მანანა ქოჩიაშვილი

„კარაპს მედლაინი” საქართველოს ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელმაც ოპერირება კერძო ინვესტიციით დაიწყო. რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის ცენტრი თბილისში რთულ დროს, 1997 წელს გამოჩნდა, როცა ქვეყანა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობდა. დღეს ის უკვე მულტიპროფილური დაწესებულებაა, 180 თანამშრომლით და სერვისების ფართო სპექტრით როგორც ამბულატორიული, ისე ქირურგიული მიმართულებით. იურისტ ფერიდე ხიდეშელის მიერ დაფუძნებული კლინიკა წინსვლისა და განვითარების მიზნით 2014 წელს კორპორაცია „ევექსს” შეუერთდა. კლინიკის ხელმძღვანელი ნინო კუტალაძე ცდილობს, პაციენტები დაარწმუნოს, რომ სრულფასოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიღება საზღვარგარეთ ვიზიტების გარეშეც შესაძლებელია და ამ ამბიციური ჩანაფიქრის შესასრულებლად ფსონს საკუთარ გუნდზე ჩამოდის. კლინიკის დაარსებიდან დღემდე, გუნდის მთავარ მისიას პაციენტებისათვის სრულფასოვანი დიაგნოსტიკის, დაავადების სწორი მართვის და მკურნალობის გაწევა წარმოადგენს. სწრაფვა მუდმივი განვითარებისაკენ, მედიცინაში არსებული თანამედროვე სიახლეების დანერგვა და პროფესიონალთა გუნდი – ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც „კარაპს მედლაინის’’ წარმატების ისტორიას 25 წელია, ქმნის.

როგორ უწევთ კონკურენციას საერთაშორისო და აგრეთვე ლოკალურ ბაზარს?

გამოცდილება და პროფესიონალთა გუნდი – ჩვენ ამ კონკურენტული უპირატესობით გამოვირჩევით. 2022 წლის დეკემბერი „კარაპს მედლაინისთვის” საიუბილეო თარიღია. 25 წელი გვისრულდება. ამ ხნის განმავლობაში და დღესაც კლინიკა არაერთ ცნობილ სახელს და პროფესიონალს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ „კარაპს მედლაინთან” ერთად გაიზარდა და განვითარდა, დღეს ჩვენი კლინიკის ექიმები ახალი თაობების აღზრდაში აქტიურად არიან ჩართულები და მთავარ ამინდს ქმნიან სამედიცინო სფეროს განვითარებაში. რაც მთავარია, კიდევ უამრავი გეგმა და მიზანი გვაქვს: 2023 წელს ბათუმის სამედიცინო ბაზარზე ვგეგმავთ შესვლას და ფილიალის გახსნას. დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი სერვისები, როგორიცაა: ინ ვიტრო განაყოფიერება, პლასტიკური ქირურგია, მამოლოგია, გინეკოლოგია და მრავალი სხვა, აჭარის მოსახლეობამდე მივიტანოთ. არ გვეშინია სიახლეების, თამამი ნაბიჯების, და მზად ვართ, ამ კუთხით „პირველობის” პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ.

მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ: „კარაპს მედლაინი“ 1997 წელს ამოქმედდა და მთავარი მიმართულება რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია იყო. რამ განსაზღვრა თქვენი არჩევანი, რომ ქვეყნისთვის რთულ პერიოდში პლასტიკურ ქირურგიაზე სპეციალიზებულიყავით? უბრალოდ თავისუფალი ნიშის დაკავების შესაძლებლობა დაინახეთ, თუ იყო დამატებითი მიზეზები?

დასაწყისში, როდესაც ფერიდე ხიდეშელმა „კარაპს მედლაინი” დააარსა, კლინიკის ძირითადი მიმართულება პლასტიკური ქირურგია გახლდათ. გუნდის მთავარი მიზანი ყოველთვის პაციენტებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა იყო და ეს დღემდე ასე გრძელდება. რაც შეეხება საწყის წერტილს და მიმართულებას, პლასტიკური ქირურგია, როგორც სამედიცინო დარგი, საქართველოში იმ პერიოდში ინერგებოდა. გუნდი, რომელიც კლინიკას მართავდა, ამ პროფილით დიდ ცოდნას ფლობდა. მათ ჰქონდათ სურვილი, ცოდნა და მზაობა, ხელი შეეწყოთ ქვეყანაში მაღალი დონის ჯანდაცვის სისტემის შექმნისთვის, რომლის უკანაც კერძო ინვესტიცია იდგა. მოგვიანებით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად „კარაპს მედლაინმა” აქცენტი მრავალპროფილურობაზე გააკეთა და ეტაპობრივად გაფართოვდა.

2001 წლიდან სამედიცინო დაწესებულებას მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა. რამ განაპირობა უფრო ფართო სფეროს მოცვა?

მარტივად გიპასუხებთ – ეს ყველაფერი მოთხოვნამ გა – ნაპირობა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოებას ახალი საჭიროებები უჩნდება, ამის პარალელურად იზრდე – ბიან და ვითარდებიან თავად ექიმებიც, რომლებსაც ახალი მიმართულებების, თანამედროვე მიდგომების ათვისებისა და ინოვაციების დანერგვის სურვილი უჩნდებათ. სწორედ ამ მიზეზებმა შეუწყო ხელი, იმ ფაქტს, რომ 2001 წელს მამოლოგიის, ორთოპედ-ტრავმატოლოგიის, ზოგადი ქირურგიისა და გინეკოლოგიის სერვისები დაგვემატა და მრავალპროფილურ კლინიკად ჩამოვყალიბდით.

დღეს როგორ პოზიციონირდებით ბაზარზე? პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის პარალელურად ტრადიციულ დარგებში თვითდამკვიდრება ადვილად შეძელით?

თავიდან ალბათ იყო მსგავსი გამოწვევები, რადგან „კარაპს მედლაინი” ძირითადად პლასტიკურ ქირურგიასთან ასოცირდებოდა, თუმცა წლებთან ერთად, ამ საკითხებთან დაკავშირებით პაციენტების აღქმა შეიცვალა. ჩვენი კორპორაციული კულტურა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული ცვლილებები 2012 წლიდან დაიწყო, როცა ლოკაცია შევიცვალეთ: მსოფლიო ბანკის დახმარებით დიღომში ავაშენეთ ექვსსართულიანი შენობა, და სერვისები დავამატეთ როგორც ამბულატორიული, ისე ქირურგიული მიმართულებით.

სერვისების გაფართოებაში უდიდესი წვლილი ჩვენს ექიმებს მიუძღვით, რომლებიც საზოგადოებაში კლინიკის იმიჯს ქმნიან და „კარაპს მედლაინის“ მიმართ ნდობას ნერგავენ.

2014 წელს „კარაპს მედლაინი“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ჯგუფს შეუერთდა. განვითარებაზე ორიენტირებულობა ახსენეთ და ამ ჭრილში მინდა გკითხოთ, რა მოგცათ ამ გადაწყვეტილებამ ფინანსური და რეპუტაციული კუთხით?

მას შემდეგ, რაც დიღომში გადავინაცვლეთ და გავიზარდეთ, გაჩნდა ძლიერი პარტნიორის შემოყვანის საჭიროება, ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაბამისად ჩვენი მოთხოვნებიც მზარდი იყო. „ევექსი” იყო ჰოლდინგი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა „კარაპს მედლაინში“ მათი წვლილი იმ ყველაფერში, რასაც დღეს კლინიკამ მიაღწია და ამ მასშტაბის სამედიცინო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით დიდია. ,ევექსის’’ დახმარებით და ჩართულობით 2020 წელს ვაკეში ახალი ფილიალი გავხსენით, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაზეა ორიენტირებული.

ნინო კუტალაძე

„კარაპს მედლაინის’’ ვაკის ფილიალი მომხმარებლებს უახლესი თაობის, ინოვაციურ, FDA-ის (აშშ-ის საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს) მიერ აღიარებულ აპარატურას და თავის მოვლის პროცედურებს სთავაზობს. ჩვენი შესვლა ესთეტიკურ ბაზარზე მომხმარებლების უკუკავშირს და მოთხოვნას მოჰყვა. სილამაზეზე ზრუნვა, რომელსაც კლინიკური გამოცდილების ბაზა ამყარებს, ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.

განვითარებასა და ზრდაზე აქცენტს ხშირად აკეთებთ, როგორ ითარგმნება ეს რიცხვებში?

რაც დაზუსტებით და ამაყად შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ კომპანია ყოველ წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ვხვდებოდით გამოწვევებს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ახლა სიტუაცია დასტაბილურებულია და მშვიდი, წინასწარ განსაზღვრული გეგმით მივიწევთ წინ. ამაში კი განსაკუთრებით გვეხმარება მუდმივი კვლევა, რომლებსაც პაციენტების შეფასებებზე დაყრდნობით ვაწარმოებთ, სწორედ მათი რეკომენდაციები გვაძლევს მიმართულებებს – საით უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა.

Covid-19-საც შევეხოთ: პანდემიის დროს „კარაპს მედლაინი“ კოვიდ-კლინიკად არ გადაკეთებულა. ამ ორი წლის განავლობაში იყო პერიოდები, როდესაც ქვეყანაში გადაადგილება შეზღუდული იყო, შესაბამისად, მოთხოვნა თქვენს მომსახურეობაზე ალბათ შემცირდა. როგორი იყო ეს პერიოდი კლინიკისთვის?

მიუხედავად კრიზისისა, ჩვენი გუნდის ყველა წევრის და სტაბილურობის შენარჩუნება შევძელით, რაც მეტწილად ჩვენი ძლიერი პარტნიორის, „ევექსის“ დამსახურებაა. მართალია, კოვიდის დროს მოთხოვნა შემცირდა, გეგმურმა ოპერაციებმა გადაიწია, თუმცა არ გამქრალა. ამიტომ შევეცადეთ, ისე გადავწყობილიყავით, რომ პაციენტებსაც მოვმსახურებოდით და ინფექციის გადატანის წყაროც არ გავმხდარიყავით. მუშაობა ახალ რეალობაში გავაგრძელეთ კოვიდრეგულაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

კადრების კვალიფიკაცია სამედიცინო სფეროში უმნიშვნელოვანესი საკითხია. როგორ პასუხობთ მაღალი სტანდარტის გამოწვევას?

ექიმებისათვის კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ, შეუფასებელია. შესაბამისად, აუცილებელია, სამუშაო გარემო მაქსიმალურად მორგებული იყოს მათ საჭიროებებზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაც. ამ მიმართულებით, კლინიკის ადმინისტრაცია მუდმივად მზადაა, ხელი შეუწყოს გუნდის წევრებს, იქნება ეს სწავლა, პროფესიული ტრენინგები, ქვეყნის გარეთ კონტაქტების დამყარება თუ ახალი აპარატურის შეძენა. ვფიქრობ, როცა ამ მიმართულებით გუნდის წევრები კლინიკის თანადგომას გრძნობენ, ეს პატივისცემა და ერთგულება ორმხრივი ხდება. გვეამაყება, რომ ჩვენს კლინიკაში მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ, რომელთა სახელიც ქვეყნის საზღვრებს სცდება. პაციენტისადმი სიყვარული და შრომისადმი დამოკიდებულება უსაზღვროდ დიდია, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ვლინდება.

მედიცინა ცოცხალი და მუდმივად განვითარებადი დარგია. ამ სფეროში თანამედროვე აპარატურასა და ტექნოლოგიებს ხშირად გადამწყვეტი როლი აქვს. რამდენად კონკურენტულია ამ კუთხით „კარაპს მედლაინი”?

თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და ტექნოლოგიები დღევანდელი მედიცინის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც მუდმივად ვუწყობთ ფეხს. ჩვენს კლინიკაში დარგის წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულების ფუძემდებლები არიან. ჩვენთან ქირურგიული ჩარევების უმეტესობა ნაკლებად ინვაზიურ ჩარევას გულისხმობს, რაც ბევრად დამზოგველი მეთოდია პაციენტების მკურნალობის პროცესში. თანამედროვე აპარატურის გამოყენება მამოლოგიაში შესაძლებლობას გვაძლევს, წინასწარ განვსაზღვროთ დაზიანებული უბანი, რაც ხელს უწყობს ოპერაციის მასშტაბის წინასწარ დაგეგმვას. ინოვაციური აპარატურა გვაქვს ინ ვიტროს მიმართულებითაც. გვყავდა 53 წლის პაციენტი, რომელთანაც პირველივე ცდაზე დადგა შედეგი – ორსულობა, რაც გინეკოლოგიური გუნდისა და თურქეთიდან მოწვეული ემბრიოლოგის დამსახურებაა. ენდოსკოპიური გინეკოლოგიური ოპერაციები ბევრ ქალს დედად გახდომის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს. გვყავს პაციენტები, რომლებიც რეკონსტრუქციული ოპერაციებით, ფეხის ან ხელის ამპუტაციისგან გადაგვირჩენია. საოფისე გინეკოლოგიის მიმართულება ინოვაციური და სრულიად ახალი დარგია ქვეყანაში, რომელსაც სწორედ ჩვენთან ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნული მიმართულება ქალებს შესაძლებლობას აძლევს, დროული დიაგნოსტირების და გეგმური კონტროლის შედეგად, თავიდან აირიდონ სერიოზული დაავადებების გაჩენის რისკი. ენდოპროთეზირების ოპერაცია თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით პაციენტებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი ქირურგიის განყოფილება კი ყველა სახის ოპერაციის სრულ სპექტრს მოიცავს, რომელიც ჩვენთან როგორც ლაპაროსკოპიული, ისე ღია წესით ტარდება.

აღსანიშნავია მულტიდისციპლინური მიდგომა, რომელიც ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ. თითოეული პაციენტის შემთხვევის განხილვა კონსილიუმის მეთოდით ხორციელდება და მათი წარმატებული მკურნალობის უამრავ მაგალითს ითვლის.

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით და კლინიკის პროფესიონალ გუნდთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გეგმური სამედიცინო გასინჯვის ე.წ Check-up-ის მიმართულებით და პაციენტებს სხვადასხვა სახის პაკეტებს ვთავაზობთ, რომლებიც გეგმურ ლაბორატორიულ კვლევებს და ამბულატორიულ სერვისებს მოიცავს.

„კარაპს მედლაინის“ ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის სამედიცინო ტურიზმი. ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რა ტიპის სერვისებზეა მოთხოვნა? რით უწევთ კონკურენციას სხვა ქვეყნებს?

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოვარჩევდი ინ ვიტრო მიმართულებას. ამ სერვისის მისაღებად აზიური ქვეყნებიდან ჩვენს კლინიკაში უამრავი პაციენტი ჩამოდის. „კარაპს მედლაინში’’ მოსვლის მიზეზი პროფესიონალთა გუნდი, ხარისხი და გარემოა, რომლის მიღებაც როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ პაციენტებს ჩვენთან შეუძლიათ.

აგრეთვე აღსანიშნავია პლასტიკური ქირურგიის მიმართულებაც. ევროპასა და ამერიკასთან შედარებით მომხმარებლებს ძალიან კონკურენტულ ფასს და მაღალ ხარისხსს ვთავაზობთ. ჩვენთან პაციენტები ჩამოდიან არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი – არამედ არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდანაც.

წარმატების ისტორიას ადამიანები ქმნიან. „კარაპს მედლაინის’’ სიძლიერეს უკვე 25 წელია, პროფესიონალი ექიმების გუნდი, საქმის მიმართ თავდადება, პაციენტებისადმი პერსონალიზებული მიდგომა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა განსაზღვრავს. ეს საიუბილეო თარიღი ერთგვარად ჩვენი განვლილი გზის შეჯამებაა. წინ ჩვენს გუნდთან ერთად დიდი გეგმები და მიზნები გვაქვს. მახარებს ის ფაქტი, რომ ამ მისიის განსახორციელებლად ჩემ გარშემო ჩემთვის საოცნებო გუნდი მყავს.

 

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

Previous Post

ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელთა რეიტინგი

Next Post

GFF-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
GFF-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

GFF-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result