Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოებს

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოებს
0
SHARES
0
VIEWS

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ სამი წლის წინ დაფუძნებული მცირე საწარმოა, რომელიც წლიდან-წლამდე გასაკვირი სისწრაფით ვითარდება. ამ წარმატების მიზეზი არანაკლებ გასაკვირია, რადგანაც კომპანია წარმოებისას უმარტივეს პრინციპს ეყრდნობა, რომელიც არავისთვის საიდუმლოს, სიახლესა თუ აღმოჩენას არ წარმოადგენს. კომპანია ცდილობს, მის მიერ დამზადებული ჩურჩხელა ზედმიწევნით მისდევდეს წარმოების კახურ ტრადიციას, იყოს 100 პროცენტით ნატურალური და, შესაბამისად, ხარისხიანი. ერთი შეხედვით, ამ მიდგომაში განსაკუთრებული არაფერია, აღმოჩენას ბაზარზე არსებული სიტუაცია წარმოადგენს – უამრავი მწარმოებლის შემოთავაზების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ჩურჩხელა ძნელად მოიპოვება. სწორედ ეს აქცევს „კახურ ტრადიციულ ჩურჩხელას“ განსაკუთრებულად.

ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც კომპანიის პრიორიტეტია, ხელს ისიც უწყობს, რომ „კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ საოჯახო ბიზნესია. მარიამ ქევხიშვილის ოჯახი გურჯაანში, სოფელ კალაურში სამ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რომლისგან მიღებული ბადაგითაც მზადდება ჩურჩხელა.

„ბადაგის დასამზადებლად მხოლოდ ჩვენი ვენახის ყურძენს ვიყენებთ. ვაზს მაღალი ხარისხის პესტიციდებით ვამუშავებთ, რაც ყურძნის და, შესაბამისად, ბადაგის ხარისხზე აისახება. ჩვენი ბადაგი ბოლომდე ნატურალურია – შაქრის, ფერის კონცენტრატის თუ სხვა ქიმიური დანამატების გარეშეა დადუღებული. შესაბამისად, ჩვენი ჩურჩხელა, სეზონის მიხედვით, ხანდახან ნაკლებად ტკბილია, რაც ნატურალურობის არასაკმარისი, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანია. მაგალითად, 2020 წლის მოსავალი ბუნებრივად არ იყო ტკბილი, შესაბამისად, ჩურჩხელაც ნაკლებად ტკბილი გამოვიდა. ამას მხოლოდ ნამდვილი მოყვარულები ამჩნევენ ხოლმე. ჩურჩხელის ნატურალურობის კიდევ ერთი ნიშანი მისი სირბილეა. ჩურჩხელა, კარგად გამომშრალიც კი, აუცილებლად რბილი უნდა იყოს და იოლად ტყდებოდეს. სხვა შემთხვევაში შაქარსა და წყალზე დამზადებულ ნუგბართან გვაქვს საქმე.“

ბადაგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩურჩხელის შიგთავსია, რასაც საწარმოში დიდ ყურადღებას უთმობენ. შიგთავსის თხილით „კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საკუთარი ბაღებიდან მარაგდება, ნიგვზით კი – თელავის ბაზრიდან.

2017 წელს სატესტოდ დამზადებული 500 ჩურჩხელა მალევე გაიყიდა და მარიამ ქევხიშვილი მიხვდა, რომ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა ნავარაუდევზე დიდი იყო. წარმოება წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2020 წელს კომპანიამ უკვე 4 000 ჩურჩხელა გაყიდა. მცირე მეწარმის სტატუსიც შარშანვე აიღეს და საწარმომ ჩურჩხელების მაღაზიებში შეტანაც დაიწყო. თხილის საფერავის, თხილის რქაწითელის და ნიგვზის საფერავის ჩურჩხელების შეძენა დღეს თბილისში „8000 მოსავალში“, „ბრენდ-ვაინში“, „თელავურაში“ და ონლაინ პლატფორმა „ექსტრაზე“ და ცხადია, „კახური ტრადიციული ჩურჩხელის“ ფეისბუქ-გვერდზეც შეიძლება.

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ აქტიურად გეგმავს წარმოების გაფართოებას. ონლაინ გაყიდვებისა და მაღაზიებთან თანამშრომლობის გაფართოება პრიორიტეტების მხოლოდ ნაწილია. ამის პარალელურად თავად წარმოების გამრავალფეროვნებაც იგეგმება. კალაურში 2019 წელს გაშენებული ნუშის ბაღების მოსავლით კომპანია ნუშის ჩურჩხელის წარმოების დაწყებას აპირებს. გარდა ამისა, საწარმო ბლისა და ატმის ბაღებსაც ფლობს და ამ ხილით ჩირის წარმოებაც იგეგმება.  „კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ საჭირო ინვენტარების შეძენას თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

„ამ ყველაფრისთვის ხარისხიანი დანადგარები გვჭირდება. ასევე ვაპირებთ ყურძნის საწური გაუმჯობესებული აპარატის და არსებულზე უფრო მაღალი ხარისხის ტარის შეძენას. დღემდე ყველაფერს ჩვენივე ხარჯით ვწვდებოდით, მაგრამ სამომავლო გაფართოება უკვე თიბისისთან სტაბილურ პარტნიორობას გულისხმობს და ამ მხრივ მათთან თანამშრომლობა, რომელსაც მცირე ბიზნესების აქტიური წახალისებისა და ბიზნესის მხარდაჭერის დიდი ტრადიცია აქვს, საუკეთესო შესაძლებლობად მიგვაჩნია“, – ამბობს მარიამ ქევხიშვილი.

Previous Post

თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოში ერთობლივი ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავენ – თურქული მედია

Next Post

Visa-მ კავკასიაში რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დიანა კიღურაძე დანიშნა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Visa-მ კავკასიაში რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დიანა კიღურაძე დანიშნა

Visa-მ კავკასიაში რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დიანა კიღურაძე დანიშნა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result