Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„ჯი-თი მოტორსის“ კიდევ ერთი წარმატება – კომპანია Ford-ს ოფიციალურად უკვე რეგიონშიც წარმოადგენს

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
„ჯი-თი მოტორსის“ კიდევ ერთი წარმატება – კომპანია Ford-ს ოფიციალურად უკვე რეგიონშიც წარმოადგენს
0
SHARES
0
VIEWS

თემურ უსტიაშვილი – „ჯი-თი მოტორსის“ გენერალური დირექტორი

„ჯი-თი მოტორსმა“ ფინანსური წელი, სხვა წარმატებებთან ერთად, Ford-თან გაფორმებული  შეთანხმებით დახურა. პანდემიის გამო, გასული წელი ბიზნესისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოში დაფუძნებულმა კომპანია „ჯი-თი მოტორსმა“ წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული შეთანხმების გაფორმება მოახერხა და, ფინანსური წლის შეჯამებისას, კომპანიის გუნდის ინტენსიური მუშაობა თვალსაჩინო გახდა. „ჯი-თი მოტორსი“ ბაზარზე მე-15 წელია ოპერირებს. კომპანია საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან ავტო ბრენდებს, როგორიცაა Ford, Jaguar, Land Rover და Suzuki. 2021 წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა Ford Motor Company-სთან შედგა.
„Ford Motor Company”-ს რეგიონული წარმომადგენლობა
Ford-თან 14 წლიანი წარმატებული საქმიანი ურთიერთობის შედეგად, „ჯი-თი მოტორსი“ 2022 წლიდან ბრენდის ავტორიზებული იმპორტიორი ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე აზერბაიჯანშიც. რაც იმას ნიშნავს, რომ „ჯი-თი მოტორსი“ უკვე Ford-ის რეგიონული წარმომადგენელია. უახლოეს მომავალში, „ჯი-თი მოტორსი“ ბაქოში Ford-ის ახალ შოურუმს გახსნის და მსოფლიო ბრენდის ახალ მოდელებს ქართველების გარდა, ერთ-ერთ პირველებს აზერბაიჯანელ მომხმარებლებსაც წარუდგენს. Ford-ისა და „ჯი-თი მოტორსის“ თანამშრომლობა 14 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ Ford-ისგან 8 საერთაშორისო ჯილდო მიიღო. „Ford-ის მიერ „ჯი-თი მოტორსისთვის“ მინიჭებული სიგელებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი Ford Europe-ს უკავშირდება. კომპანიამ მიიღო სიგელი Ford Europe-ის ისტორიაში ყველაზე დიდი კომერციული გარიგებისათვის. წლების განმავლობაში, მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა, რაც არაერთხელ აღნიშნეს Ford-ის როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ოფისებში. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ Ford-მა გამოთქვა ინიციატივა, „ჯი-თი მოტორსთან“ თანამშრომლობა გაეღრმავებინა და შედეგად, ჩვენი კომპანია ბრენდს უკვე აზერბაიჯანშიც წარმოადგენს,“ – აცხადებს „ჯი-თი მოტორსის გენერალური დირექტორი, თემურ უსტიაშვილი.
ერთ-ერთი ლიდერი Jaguar Land Rover-ის წარმომადგენლობებს შორის
Ford-ი ერთადერთი ბრენდი არაა, რომელიც „ჯი-თი მოტორსთან“ წარმატებულ თანამშრომლობაზე ხაზგასმით საუბრობს. 2021 წელს კომპანიამ ნაყოფიერად ითანამშრომლა Jaguar Land Rover-თანაც. შედეგად, მსოფლიო ბრენდმა 2021 წელს „ჯი-თი მოტორსი“ რამდენჯერმე აღიარა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა რეგიონში. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, საუდის არაბეთში, ყატარში, მაროკოში, იორდანიასა და ომანში მოქმედ ძლიერ კომპანიებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო დილერად აღიარება ავტოინდუსტრიის სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. „ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში უძლიერესი სადილერო კომპანიები ოპერირებენ, შესაბამისად, კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. კონკურენციასთან ერთად, გასულ წელს, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო პანდემიაც და მიხარია, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, „ჯი-თი მოტორსმა“ მოახერხა და ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთო მონაცემებით ტოპ ხუთეულში მოხვდა, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების კუთხით – ტოპ სამეულში,“ – ამბობს კომპანიის დირექტორი. „ჯი-თი მოტორსს“ გუნდის თავდაუზოგავი შრომა მსოფლიო ბრენდმა განსაკუთრებული ჟესტით დაუფასა. კომპანიის წარმატების საპასუხოდ, Jaguar Land Rover-მა სრულიად ახალი Range Rover-ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ფერისათვის საქართველოს ზღვისპირა ქალაქის სახელი შეარჩიეს – Batumi Gold. ქართველი მომხმარებელი მალე შეძლებს იხილოს მოდელი, რომლის ფერის სახელწოდების შერჩევისას, დიზაინერების ინსპირაცია ბათუმის მზის ჩასვლა იყო.
სიახლეები, რომლებიც ქართველმა ავტომოყვარულებმა ერთ-ერთმა პირველებმა იხილეს
„ჯი-თი მოტორსი“ ყოველთვის ცდილობს, თავის მომხმარებლებსა და ავტომოყვარულებს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეები ერთ-ერთმა პირველებმა იხილონ და ამას ახერხებს კიდეც. სწორედ „ჯი-თი მოტორსს“ ერგო პატივი, მომხმარებლისთვის, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარედგინა პირველი სრულიად ელექტრო Jaguar I-Pace. აღნიშნული მოდელის წარსადგენად, კომპანიამ მომზადების არაერთი ეტაპი გაიარა. განახლდა შოურუმი და სერვის ცენტრი, დამონტაჟდა სპეციალური დამტენები და, რაც მთავარია, ყველა თანამშრომელმა გაიარა გადამზადების კურსი. „ჯი-თი მოტორსის“ აქტიური მუშაობის შედეგად, ქართველმა ავტომოყვარულებმა კიდევ ერთი ექსკლუზივი მიიღეს Land Rover-ისგან და ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ახალი Land Rover Defender იხილა.
„ჯი-თი მოტორსის“ სამომავლო გეგმები
„ჯი-თი მოტორსი“ განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს, რასაც კომპანიის ბრუნვის ყოველწლიური ზრდაც ადასტურებს. ყველაზე რთულ პერიოდში, 2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანა ჩაიკეტა, კომპანიაში პროგრესი მაინც შეინიშნებოდა. სწორედ ამ მოტივაციით, „ჯი-თი მოტორსის“ გეგმებში საქართველოს რეგიონებში განვითარებას გეგმავს. თუკი აქამდე კომპანია ბათუმში მხოლოდ ერთი ბრენდის შოურუმით იყო წარმოდგენილი, ახლა ყველა ბრენდის შოურუმის გახსნა იგეგმება, სრულფასოვანი მომსახურებით. „ჯი-თი მოტორსი“ აპირებს ბათუმში მოაწყოს საავტომობილო სივრცე, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. ახალი ფინანსური წელი „ჯი-თი მოტორსისთვის“, ისევე, როგორც ყველასთვის მძიმედ დაიწყო. რუსეთ-უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ამ რეგიონისთვის დიდი ტრაგედიაა. „ჯი-თი მოტორსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და ცდილობენ, დახმარება გაუწიონ. მატერიალური მხარდაჭერის გარდა, გადაწყვეტილება მიიღეს, ჰოლდინგის ქვეშ არსებულ სასტუმრო „ამერი პლაზაში“ საქართველოში დარჩენილი უკრაინელები უფასოდ განათავსონ და შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი.
Previous Post

FT: ივანიშვილმა Credite Suisse-ს ნახევარი მილიარდი დოლარის დავა მოუგო

Next Post

სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result