შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მიმდინარე წლის პირველი 9 თვის გეგმა 49 მილიონი ლარით გაიზარდა. ზრდის საჭიროება განაპირობა ჯანდაცვის ხარჯების მოსალოდნელზე მეტად ზრდამ, რომლის თავდაპირველი გეგმა 61 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 9 თვის გეგმა 52.6 მილიონი ლარით გაიზარდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ხაზინის ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაციით, 9 თვის გეგმიდან სამინისტროს სექტემბერში დასახარჯად დარჩა მხოლოდ 56 მილიონი ლარი, როცა სამინისტროს საშუალოთვიური ხარჯი 258 მილიონი ლარია.
ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები
|
ბიუჯეტის მუხლები (მილიონი ლარებში) |
გეგმა 1 |
გეგმა 2 |
სხვაობა |
|
სამინისტროს ბიუჯეტი სულ |
2078.4 |
2127.5 |
49.1 |
|
პროგრამები სმართვა |
39.4 |
37.9 |
-1.5 |
|
პენსია და სოციალური დახმარება |
1523.5 |
1514.3 |
-9.2 |
|
პენსია |
1039.5 |
1033.2 |
-6.3 |
|
სოციალური დახმარება |
469.2 |
466.6 |
-2.6 |
|
ჯანდაცვა |
491.6 |
552.7 |
61.1 |
|
საყოველთაო ჯანდაცვა |
352.2 |
404.8 |
52.6 |
|
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
39.3 |
42.2 |
2.9 |
|
სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში |
99.3 |
105.1 |
5.8 |
|
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და |
21.3 |
21.3 |
0 |
|
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა |
2.6 |
1.3 |
-1.3 |



