Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჯანდაცვის პერსონალის გადაწვა, როგორც მეორე პანდემია – გიორგი შაქარიშვილის მოსაზრება

by თინათინ ინაური
მაისი 12, 2021
in საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
ჯანდაცვის პერსონალის გადაწვა, როგორც მეორე პანდემია – გიორგი შაქარიშვილის მოსაზრება
0
SHARES
0
VIEWS

ტექნიკურ ლიტერატურაში უკვე ჩნდება სტატიები, სადაც საუბარია იმაზე, რომ კოვიდპანდემიის პარალელურად, მეორე პანდემია მიმდინარეობს, ანუ ჯანდაცვის მუშაკების გადაქანცვის, გადაღლის, გადაწვის პანდემია, – ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა გიორგი შაქარიშვილმა გადაცემა Forbes Health-ში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის გადაწვის პანდემია უფრო ნაკლებად ხილულია, და ამაზე შედარებით ნაკლებად არის საუბარი, თუმცა  ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ეს ასეა.

„ეს ხალხი უკვე წელიწად-ნახევარია, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, პირველ რიგში კლინიცისტები, თუმცა ასევე ლაბორატორიის თანამშრომლები, ეპიდემიოლოგები და სხვა. ფინანსური წახალისების გარდა ხანგრძლივ პერსპექტივაში სამედიცინო პერსონალის სხვანაირი სტრატეგიული დაგეგმვა არის საჭირო, რათა ქვეყანა უკეთ იყოს მომზადებული ასეთი გამოწვევებისთვის“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მან საქართველოში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაცვალების დღევანდელი სტატისტიკა პიკურ პერიოდში არსებულ სტატისტიკას შეადარა და აღნიშნა, რომ პროპორციულად დღევანდელ ინფიცირებულთა ფონზე გარდაცვალების რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე პიკის დროს.

„დღეს [11 მაისს] დღიური ინფიცირების შემთხვევა – 1800-მდე, გარდაცვალების 31 შემთხვევა იყო, ხოლო აქტიური შემთხვევა – დაახლოებით 16 000. ამ მონაცემების ფონზე 31 გარდაცვალება არის ძალიან მაღალი. როდესაც ჩვენ ინფიცირების დღიური პიკური მაჩვენებელი გვქონდა დეკემბრის დასაწყისში – დაახლოებით 5400, მაშინ დღიური გარდაცვალება იყო 50. ანუ ხომ არ შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ისიც, რომ ჯანდაცვის პერსონალს გადაწვას აქვს ადგილი და ბუნებრივად ხდება კლინიკურ ღონისძიებებში ხარვეზები. ეს შესასწავლია, ამის საფუძველზე დასკვნებია გასაკეთებელი და სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები“, – აღნიშნა გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა.

შაქარიშვილმა გადაცემა Forbes Health-ში ქვეყნებისთვის ჯანდაცვის სისტემების სრულყოფილი შეფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიამ დღემდე არსებული შეფასების სისტემებში რიგი ხარვეზები გამოავლინა.

„ჯანდაცვის სისტემის შეფასების რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს. ეს არის ე.წ. JoinT External Evaluation-ი და ასევე Global Health Security Index-ი, რომელსაც ყველა ქვეყანა აკეთებს. საქართველომ 2019 წელს ჩაატარა JoinT External Evaluation-ი, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. საკითხების ძალიან ფართო სპექტრია შესწავლილი – დაწყებული კანონმდებლობით, დასრულებული ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებით.  ასევე საკვების უსაფრთხოება და ანტიმიკრობული რეზისტენტობა ანუ ყველა ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, რაც შეიძლება შესწავლილი ყოფილიყო, ამ დოკუმენტშია თავმოყრილი. რომ ვნახოთ, სად არის საქართველო სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ამ შეფასებით საკმაოდ სახარბიელო მდგომარეობაში ვართ, შუის ზემოთ ვართ, მაგრამ ფაქტი აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც სიის დასაწყისში არიან და ყველაზე კარგი შეფასება აქვთ მიღებული, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბევრი სხვა, პანდემიური გამოწვევების წინაშე დადგომისას ძალიან დიდი ზარალი განიცადეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სისტემის მიერ შექმნილი შეფასების მეთოდოლოგია ხარვეზებს შეიცავს“, – განაცხადა გიორგი შაქარიშვილმა.

მისი თქმით, ამ 1წელიწად-ნახევრის გამოცდილებიდან საქართველომ უნდა მოახერხოს და საკუთარი სისტემის შეფასება გააკეთოს. მან ასევე კიდევ ერთ ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დონეზე აყვანა.

“არიან ქვეყნები, სადაც “ჯანდაცვის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია” ოფიციალური დოკუმენტის სახითაა წარმოდგენილი. ქვეყნისთვის ასეთი დოკუმენტის შედგენა და სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც საკოორდინაციო ფუნქციას შეასრულებს, აუცილებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერთან არის საკოორდინაციო საბჭო, თუმცა ის არ არის მუდმივმოქმედი – პრობლემიდან გამომდინარე შექმნილი საბჭოა. თუკი ჯანდაცვის უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება დღის წესრიგში დადგება, ამ საბჭოს გადახალისებასა და სხვანაირი სტრუქტურული ერთეულის შექმნაზეც იქნება საუბარი“, – განმარტა გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა.

Previous Post

მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85-მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა

Next Post

ელენ დეჯენერესი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს

თინათინ ინაური

Next Post
ელენ დეჯენერესი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს

ელენ დეჯენერესი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road: El juego de crash de golpe rápido que te mantiene al borde

ივლისი 22, 2026

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Recent News

Chicken Road: El juego de crash de golpe rápido que te mantiene al borde

ივლისი 22, 2026

Justplay Quick‑Play Casino – Fast Slots, Lightning Roulette and More

ივლისი 22, 2026

Casinolo Casino – Quick‑Spin Thrills & Fast‑Track Gaming for the Modern Player

ივლისი 22, 2026

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result