Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ივანიშვილთან დავის ფონზე, Credit Suisse-ი გლობალურ სატრასტო ბიზნესს ყიდის

by იზა გვარამაძე
სექტემბერი 8, 2022
in მილიარდერები, მსოფლიო, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ივანიშვილთან დავის ფონზე, Credit Suisse-ი გლობალურ სატრასტო ბიზნესს ყიდის
0
SHARES
0
VIEWS

Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარიული გიგანტი Credit Suisse-ი მისი გლობალური სატრასტო ბიზნესის გაყიდვას გეგმავს. ტრასტების მომსახურებას ბანკი თავისი შვილობილი კომპანიის მეშვეობით ეწეოდა და ის მილიარდერი და მილიონერი კლიენტების ქონებათა მართვის პროცესში მათთვის სატრასტო სერვისებს აწვდიდა.

პარალელურად, სინგაპურში მიმდინარე კვირაში დაიწყო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც მთლიანობაში მილიარდზე დიდ ზარალზე დავობს.

ბანკის განმარტებით, ისინი ტრასტების სეგმენტთან ერთად, მომდევნო წლებში სხვა “ნარჩენ ბიზნესებსაც” გაყიდიან.

ამ სეგმენტებს ბერმუდის კუნძულების Butterfield Bank-ი შეიძენს. საუბარია გერნსის კუნძულზე მდებარე სატრასტო ბიზნესზე, სინგაპურის სატრასტო ბიზნესსა და ბაჰამის კუნძულების სატრასტო მომსახურების ბიზნესებზე.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესები:

ექს-პრემიერის მტკიცებით, ბანკისგან მიყენებული ზარალი 1.28 მილიარდი დოლარია, უშუალოდ სინგაპურში კი დავა 818 მილიონი დოლარის კომპენსაციაზეა. საქმე ეხება Credit Suisse-ის მენეჯმენტის ქვეშ არსებულ Mandalay Trust-ს, რომლიდანაც ბიძინა ივანიშვილმა მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითობის შედეგად, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაკარგა.

ივანიშვილი სინგაპურში აქამდეც დავობდა. 2019 წლის იანვარში სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ივანიშვილის სარჩელი Credit Suisse-ის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მილიარდერსა და ბანკს შორის მიმდინარე დავის ის ნაწილი, რომელიც Credit Suisse-ის სინგაპურულ შვილობილს ეხებოდა შინაარსობრივად არ წარმოადგენდა საქმეს, რომელიც სინგაპურის სასამართლოს უნდა განეხილა. საუბარია თაღლითურ ტრანზაქციებთან მიმართებით Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისის ჩართულობაზე. 2020 წლის 3 ივლისს კი სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეაბრუნა. შედეგად, ივანიშვილს Credit Suisse-ის სინგაპურული შვილობილის წინააღმდეგ დავის დაწყების უფლება მიეცა.

2022 წლის 22 ივნისს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $607 მილიონის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა ეს თანხა, ჯერჯერობით, გადახდილი არაა.

დავები სინგაპურსა და ბერმუდაში:

სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.

ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.

იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და, რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

Previous Post

ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდები ამერიკაში – რეიტინგი

Next Post

მოსმენების კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს – აშშ-ის საელჩო

იზა გვარამაძე

Next Post
მოსმენების კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს – აშშ-ის საელჩო

მოსმენების კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს - აშშ-ის საელჩო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Golden Star Casino: Quick‑Hit Slots & Lightning Wins

ივლისი 27, 2026

Spinch Casino: Dein Quick‑Play‑Zentrum für sofortige Nervenkitzel

ივლისი 27, 2026

Chicken Road – দ্রুত‑গতি ক্র্যাশ গেমিং দ্রুত জয় জন্য

ივლისი 27, 2026

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026

Recent News

Golden Star Casino: Quick‑Hit Slots & Lightning Wins

ივლისი 27, 2026

Spinch Casino: Dein Quick‑Play‑Zentrum für sofortige Nervenkitzel

ივლისი 27, 2026

Chicken Road – দ্রুত‑গতি ক্র্যাশ গেমিং দ্রুত জয় জন্য

ივლისი 27, 2026

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result