Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

by იზა გვარამაძე
ივნისი 20, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
0
SHARES
0
VIEWS
  • აღმოსავლეთ ევროპაში სტრატეგიული გაფართოებით ბრენდი გლობალურ ზრდას განაგრძობს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში, ოფიციალურად გაიხსნა Automobili Lamborghini-ს პირველი შოურუმი საქართველოში. ლეგენდარულ იტალიურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ბრენდის კონცეპტუალური შოურუმი სრულად ასახავს Lamborghini-ს გაბედულ, ავთენტიკურ და იტალიური ხიბლით სავსე იდენტობას.

შტეფან ვინკელმანი, Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოს პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Lamborghini-ს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში. მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციას საქართველოში ისეთი პარტნიორის მეშვეობით, როგორიც არის „თეგეტა ჰოლდინგი“ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას. ჩვენი სრულად ჰიბრიდული მოდელების დებიუტი, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, შეესაბამება ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას მდგრადი განვითარების მიმართულებით“.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:
„მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, საპატიო სტუმრებსა და ჩვენს მომხმარებელს Lamborghini-ს შოურუმში ვუმასპინძლოთ. ამ ექსკლუზიური თანამშრომლობის საფუძველი საავტომობილო ინდუსტრიაში „თეგეტას“ 30–წლიანი გამოცდილება და პარტნიორების მხრიდან მაღალი სანდოობა გახდა. სრულად ვართ მზად, მომხმარებელს იტალიური ბრენდის სტანდარტების შესაბამის შოურუმში მოვემსახუროთ და მაღალკვალიფიციური სერვისი შევთავაზოთ. ლეგენდარულ ბრენდთან თანამშრომლობა ახალი ისტორიის დასაწყისია როგორც „თეგეტასთვის“, ისე საქართველოს საავტომობილო ბაზრისათვის. ვფიქრობთ, ეს მოვლენა დადებითად აისახება, ცხადია, როგორც ჩვენი ჰოლდინგის, ისე ზოგადად ქვეყნის იმიჯზე“.

ლეგენდარული ბრენდის პრეზენტაციას, ჯამში, 500-მდე სტუმარი დაესწრო. საგანგებოდ ღონისძიებისთვის ერთი დღით პავილიონი მოეწყო, სადაც ინტერაქციული ინსტალაციები ვიზუალური ხელოვნებითა და სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი DJ სეტით შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა. პავილიონიდან დამსწრეებმა საექსპოზიციო სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მათ იტალიის დროშის ფერებში წარმოდგენილი Lamborghini-ს მოდელები დახვდათ. ამ ჟესტით კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ბრენდის სულისკვეთება.

გახსნის ცერემონიის კულმინაცია იყო Lamborghini Temerario-ს დებიუტი საქართველოში – სუპერსპორტული ავტომობილი, რომელიც სრულყოფს ბრენდის ჰიბრიდული მოდელების ხაზს. ეს მოდელი ნამდვილად არის კატეგორიაში გამორჩეული ავტომობილი – „Fuoriclasse“, რომელიც თავისთავად ქმნის ახალ სტანდარტს. მისი 920-ცხენისძალიანი, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ჰიბრიდული ძრავის სისტემა უზრუნველყოფს გამორჩეულ სიმძლავრესა და კომფორტს შეუდარებელი მართვის გამოცდილებისთვის.

ავტომობილი სრულად შემუშავებულია Sant’Agata Bolognese-ში და მისი V8 ძრავა ერთადერთია სერიული წარმოების სპორტულ ავტომობილებს შორის, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, Temerario ასევე გამოირჩევა სალონის სივრცითა და კომფორტით, რაც უზრუნველყოფს მეტ ადგილს მგზავრებისა და ბარგისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა მანქანა თავის კლასში. ეს მოდელი ინჟინერიისა და დიზაინის ახალი მიღწევაა, რომელიც აერთიანებს მაღალ წარმადობას, ახალი თაობის აეროდინამიკურ სტანდარტებსა და ბრენდის დიზაინერულ იდენტობას.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ „თეგეტასა“ და Automobili Lamborghini-ს პარტნიორობა რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაღალ რეპუტაციას, არამედ საავტომობილო სექტორის განვითარებას ქვეყანაში, რომლის სათავეშიც უკვე წლებია სწორედ „თეგეტა“ დგას.

ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია ამჯერად სუპერქარების მოყვარულები არიან, რომლებსაც მაღალი კლასის ავტომობილების ფართო სამოდელო რიგს შევთავაზებთ. ამასთან ერთად, როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები, ვიღებთ პასუხისმგებლობას მაღალი ხარისხის სრულ სერვისმომსახურებაზე. მზადება ამისათვის გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენმა გამოცდილმა მექანიკოსებმა ბრენდის სპეციფიკაციების დეტალურად შესასწავლად რამდენიმეთვიანი კურსები გაიარეს. ვფიქრობთ, შევძლებთ, ქართველ მომხმარებელს Lamborghini-სთვის დამახასიათებელი ემოციებით სავსე ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს – TBC WM-ს და Bridgestone-ს, გლობალურ ლიდერს საბურავების წარმოებასა და მდგრადი მობილობის გადაწყვეტილებებში, რომელიც ასევე Lamborghini-ს ოფიციალური პარტნიორია“.

შოურუმი
Lamborghini-ს შოურუმი 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და აგებულია ბრენდის გლობალური სტანდარტების შესაბამისად. მისი არქიტექტურა და დიზაინი Lamborghini-ს ესთეტიკასა და ფილოსოფიას ასახავს. თითოეული დეტალი, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი, და ყველა გამოყენებული მასალა, მათ შორის მაღალი ხარისხის ევროპული ავეჯი და ტექნიკური ინვენტარი, სრულად შეესაბამება Lamborghini-ს სტანდარტებს.

რაც შეეხება სერვისს, სადაც უშუალოდ Lamborghini-ს მიერ მომზადებული სპეციალისტები მუშაობენ, რვა სამუშაო სივრცისგან შედგება. ავტომომსახურების ნაწილი თანამედროვე დანადგარებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.

Lamborghini-ს მოყვარულებს ექნებათ წვდომა შოურუმში განთავსებულ Ad Personam კონფიგურატორზე, რომლის საშუალებითაც შეძლებენ, თავად შეარჩიონ ფერები, მასალები, განსაზღვრონ სპეციფიკაციები და თავიანთ გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი შეიძინონ.

 

Automobili Lamborghini-ს შესახებ:

Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა Sant’Agata Bolognese-ში და დღემდე იტალიური ავტოწარმოების გლობალური სიმბოლოა. 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ შექმნა საავტომობილო ინდუსტრიის რამდენიმე ლეგენდარული მოდელი და გახდა პირველი ბრენდი სუპერსპორტული ავტომობილების სეგმენტში, რომელმაც სრულად ჰიბრიდული მოდელების ხაზი შემოიტანა: Revuelto – V12 HPEV; Urus SE – პირველი plug-in ჰიბრიდული Super SUV; და Temerario – ერთადერთი სუპერსპორტული ავტომობილი, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ძრავით.
ამავდროულად, Lamborghini აგრძელებს მნიშვნელოვნად შემცირებულ ემისიებზე ორიენტირებულ განვითარებას. მისი საწარმო უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ნახშირბადნეიტრალურია და ეს ასახავს კომპანიის სტრატეგიას – “Direzione Cor Tauri”, რომელიც მიზნად ისახავს ღირებულებათა ჯაჭვის სრული დეკარბონიზაციას.

ყველა Lamborghini იქმნება და იწარმოება იტალიაში, ახალ ტექნოლოგიურ ქარხანაში, რომელიც წელიწადში 10,000-ზე მეტ ავტომობილს აწარმოებს და ლიდერია როგორც ინოვაციაში, ისე მდგრად განვითარებაში. კომპანია 3,000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და წარმოდგენილია 56 ქვეყანაში 185 დილერის მეშვეობით.

Automobili Lamborghini აგრძელებს საზღვრების გაფართოებას, თავისი ძირითადი ღირებულებების შენარჩუნებით: გაბედული, მოულოდნელი და ავთენტიკური.

S

Previous Post

„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” – ირინე ჟორდანიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი

Next Post

Italian Supercars in Georgia: Lamborghini Showroom Officially Opened in Tbilisi

იზა გვარამაძე

Next Post
How Emotional Resilience Impacts Decision-Making, Team Dynamics, and Growth: Insights from Emotional Wellness Expert Inna Pliuta

How Emotional Resilience Impacts Decision-Making, Team Dynamics, and Growth: Insights from Emotional Wellness Expert Inna Pliuta

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Recent News

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result