Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ISET-PI: როგორია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე?

by იზა გვარამაძე
March 17, 2022
in ეკონომიკა, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ISET-PI: როგორია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე?
0
SHARES
0
VIEWS

უკრაინის ომის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში კონფლიქტის პოტენციური ესკალაციის გარდა, საფრთხის შემცველი ის შედეგებია, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებამ მოუტანოს. ამ მხრივ, მარცვლეულისა და ფულადი გზავნილების პარალელურად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რუსული ენერგეტიკა რჩება, რამაც ბევრად უფრო დიდი და განვითარებული ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ენერგეტიკული პროდუქტები, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში შედის და გავლენას ცხოვრების დონეზეც ახდენს. ენერგიისა და მიწოდების ფასების ნებისმიერი ცვლილება სამომხმარებლო კალათაში აისახება – როგორც პირდაპირი კომუნალური ხარჯების, ასევე წარმოების, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ღირებულების ცვლილების სახით, რაც, თავის მხრივ, საქონლის ფასზე ახდენს გავლენას.

გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრებს სეზონურობა ახასიათებთ, რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების უკეთ შესაფასებლად, ISET-PI-ის კვლევაში, საქართველოში ელექტროენერგიის, გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემები ბოლო სამ წელზე (2019-2021 წწ) დაყრდნობითაა წარმოდგენილი.

ელექტროენერგიის ბაზარი

2021 წლიდან, რუსული ელექტროენერგიის იმპორტი, ენგურჰესის გამორთვის ფონზე, აფხაზეთიდან მოთხოვნის მატების შედეგად გაიზარდა. რუსული იმპორტის წილი, ერთი შეხედვით, შესაძლოა სოლიდური ჩანდეს, თუმცა  მთლიან მოხმარებასთან შედარებით საკმაოდ უმნიშვნელოა. მაგალითისთვის, 2021 წლის პირველ კვარტალში, როდესაც ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ყველაზე მაღალი იყო, მთელ მოხმარებაში რუსული იმპორტის ჯამურმა წილმა 17.8% შეადგინა. აფხაზეთის მოთხოვნის გამორიცხვის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია და 2.6%-ს უტოლდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე არსებითად დამოკიდებული არაა, აფხაზეთის საკითხი კვლავ პრობლემურია. აფხაზების მტკიცების მიუხედავად, რომ ელექტროენერგიის წარმოების 40% ენგურჰესზე მოდიოდა, წარსულში, რეგიონი საქართველოს ელექტროსისტემიდან 100%-ს მოიხმარდა.

აღსანიშნავია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ბაზრების ურთიერთდამოკიდებულებაც. საქართველოს ელექტროსისტემა თბოელექტროსადგურებს იყენებს, განსაკუთრებული ინტენსივობით ზამთრის სეზონზე, ელექტროენერგიის წარმოებისთვის კი იმპორტირებულ გაზს მოიხმარს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, თბოელექტროსადგურები ძირითადად აზერბაიჯანულ გაზზე მუშაობს, რაც რუსეთიდან მომდინარე რისკებს ამცირებს, თუმცა დამატებით თავსატეხს ქმნის: სექტორისთვის მხოლოდ ერთი მიმწოდებლის ყოლა, მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არცთუ ისე კარგი გამოსავალია.

საქართველო შესაძლოა, რესურსებით რუსულ ბაზარზე კრიტიკულად დამოკიდებული არ იყოს, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია ქართულ და რუსულ ქსელებს შორის არსებული კავშირები. ქართული ქსელის ტექნიკური ფუნქციონირება და სტაბილურობა, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთს ეყრდნობოდა. შესაბამისად, სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაში, შესაძლო ეკონომიკური და სოციალური შედეგების აღმოსაფხვრელად, პრევენციული ზომების მიღება იქნება საჭირო.

ბუნებრივი აირის ბაზარი

თბოელექტროსადგურებისთვის საჭირო გაზის გამოკლებითაც, ბუნებრივი აირის ბაზრის ნაწილი კვლავ რუსულ იმპორტს ეყრდნობა. 2019 და 2020 წლებში, გაზის მთლიან მოთხოვნაში, რუსეთის მიწოდების წილი 2.9%-დან 10%-მდე მერყეობდა. თუმცა რუსული გაზის წილი არსებითად 2021 წლის პირველ ორ კვარტალში გაიზარდა და საქართველოში გაზის მთლიანი მიწოდების 22.3% და 22.5% შეადგინა. ზრდის ძირითადი მიზეზი დაზუსტებული არაა.

ნავთობის ბაზარი

ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრებისგან განსხვავებით, ნავთობის ბაზრის ნაკლებკონცენტრირებულობის მიუხედავად, რუსეთი ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველომ დიზელი დაახლოებით 40 ქვეყნიდან შემოიტანა. ამ პერიოდშიც, რუსეთი ტოპ-სამ მომწოდებელთა შორის დარჩა, თუმცა მისი წილი, 2020 წლის მეოთხე კვარტალის 27.6%-დან, 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებით, 5.7%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ამ მხრივ საქართველოს მომწოდებელი 17-მდე ქვეყანაა, რომელთა შორის რუსეთის წილი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 9%-27%-ის ფარგლებში მერყეობს.

რუსული კაპიტალი ქართულ ენერგობიზნესში

IDFI-ის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, რუსული ბიზნესი საქართველოს ენერგეტიკული საფონდო ბირჟის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილს ფლობდა. სიტუაცია მკვეთრად არც მას შემდეგ შეცვლილა. მაგალითად, „თელასის“ აქციების 70% რუსული Inter Rao UES JSC-ის საკუთრებაშია. თავის მხრივ კი „თელასი“ ორ მსხვილ ჰესს, „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ს ფლობს. დამატებით, UES SAKRUSENERGO, რომლის 50%-იანი წილიც რუსეთის გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემას (РАО “ЕЭС Россия”) ეკუთვნის, რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადამცემ ხაზს მართავს.

შესაბამისად, როდესაც საქმე ქართულ ბაზარზე რუსული ოპერაციებისა და პროდუქტებისთვის სანქციების დაწესებას შეეხება, ყურადღება პოტენციურ ეკონომიკურ შედეგებზეც უნდა გამახვილდეს. ელექტროენერგიის ბაზარზე წამყვანი გადამცემი ხაზების მფლობელთათვის და დისტრიბუტორი კომპანიებისთვის სანქციებმა შესაძლოა, ბევრად უფრო მაღალი ტარიფი და მიწოდებს ხარჯების ზრდა გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება ამ ეტაპისთვის განგაშის მიზეზს არ გვაძლევს, ქვეყანა კვლავ რჩება საქართველოს ძირითად პარტნიორებს შორის.

Previous Post

უკრაინაში კრიპტოვალუტა ლეგალური გახდა

Next Post

ჩინეთი კომპანიებს ნახშირბადის ემისიის შესახებ მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს

იზა გვარამაძე

Next Post
ჩინეთი კომპანიებს ნახშირბადის ემისიის შესახებ მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს

ჩინეთი კომპანიებს ნახშირბადის ემისიის შესახებ მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result