Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ირანმა სამხრეთ კავკასიაში ტრამპის „კორიდორის ინიაციტივის“ მიმართ მუქარა გააჟღერა

by დავით ბერაძე
August 11, 2025
in თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
ირანმა სამხრეთ კავკასიაში ტრამპის „კორიდორის ინიაციტივის“ მიმართ მუქარა გააჟღერა
0
SHARES
0
VIEWS

ირანის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული განცხადებებით, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტრამპის მიერ ინიციირებული სპეციალური კორიდორის გახსნას შესაძლოა პრობლემები შეექმნას. ირანელი ოფიციალური პირების მიერ სამშვიდობო ინიციატივის მიმართ გაჟღერებული მუქარა რამდენიმე ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-შეთანხმება გააფორმა, რომელიც ზანგეზურის დერეფნის გახსნას ითვალისწინებს. სომხეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არსებული კორიდორი აზერბაიჯანს საკუთარ ანკლავთან, ნახიჩევანის რეგიონთან დააკავშირებს. აღნიშნული სატვირთო დერეფნის გახსნის საკითხი წლების განმავლობაში მხარეების მიერ წინააღმდეგობრივი პოზიციების გამო გადაუწყვეტელი რჩებოდა. ტრამპის ჩართულობით კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დერეფნის უსაფრთხოდ გახსნას ითვალისწინებს. დერეფნის ოპერირებაზე ექსკლუზიური უფლება შეერთებულ შტატებსა და ამერიკულ კომპანიებს ექნებათ.

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლის, ალი აქბარ ველაიათის განცხადება სწორედ აღნიშნული კორიდორის პოტენციურ ბლოკირებას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებს კონკრეტული გეგმა არ წარუდგენიათ, მათი განცხადებები დერეფნის ბლოკირებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მხრივ კითხვებს ბადებს. ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ირანის ჩრდილო-დასავლეთით ჩატარებული სამხედრო წვრთნები კიდევ ერთხელ მომწმობს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა გეოპოლიტიკური ცვლილებების პრევენცია დროულად მოახდინოს. „ეს კორიდორი ტრამპის საკუთრებაში მყოფი გასასვლელი კი არ იქნება, ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა“, – განაცხადა მან.

თუმცა საინტერესოა, რომ მსგავს განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორ მხარეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება რეგიონული მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ისიც განმარტა, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა მის საზღვრებთან არ უნდა მომხდარიყო,  რაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნიდა.

Previous Post

აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით $2 მილიონს გადასცემს

Next Post

Nvidia და AMD ჩინეთში გაყიდული ჩიპებიდან შემოსავლის 15%-ს აშშ-ის მთავრობას გადაუხდიან

დავით ბერაძე

Next Post
Nvidia და AMD ჩინეთში გაყიდული ჩიპებიდან შემოსავლის 15%-ს აშშ-ის მთავრობას გადაუხდიან

Nvidia და AMD ჩინეთში გაყიდული ჩიპებიდან შემოსავლის 15%-ს აშშ-ის მთავრობას გადაუხდიან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result