Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ირანი აზიასა და დასავლეთს შორის

by Davit Tsiramua
ნოემბერი 6, 2023
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი
0
ირანი აზიასა და დასავლეთს შორის
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე ირანის საგარეო პოლიტიკურ ხედვაში მნიშვნელოვან როლს ქვეყნის სავაჭრო გზებზე პოზიციონირება თამაშობს. ისტორიულად ირანი შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ხმელთაშუა ზღვისა და ჩინეთის/ცენტრალური აზიის დაკავშირებით ირანი მახლობელ აღმოსავლეთში წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ როლს ასრულებდა.

ქვეყნის ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ხშირად სამხედრო შემოსევების მიზეზიც იყო. ჯალალ ედ-დინი, მონღოლები ან თემურ-ლენგი მხოლოდ რამდენიმეა დამპყრობელთა იმ სიიდან, რომელთაც ირანზე გაბატონებით სავაჭრო გზებზე კონტროლის დამყარება სურდათ.

ირანის პირველობა მოგვიანო პერიოდში უფრო მეტად განმტკიცდა, როდესაც სეფიანთა დინასტიის მმართველობისას (განსაკუთრებით კი XVII საუკუნეში) ირანი არა მარტო ცენტრალურ აზიას და ხმელთაშუა ზღვას აკავშირებდა ერთმანეთთან, არამედ ინდოსტანის ნახევარკუნძულს – ოსმალეთის იმპერიასთან. ირანი ასევე აკავშირებდა მზარდ რუსეთის სახელმწიფოს მახლობელ აღმოსავლეთთან. ამ პოლიტიკის საუკეთესო გამტარებელი  შაჰ-აბას I-ელი გახლდათ, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად წარმატებული სამხედრო ლაშქრობების მოწყობა მიეწერება, არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილი  მიუძღვის ირანის მთავარ სავაჭრო-სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევაში.

დღეს ირანს იდენტური როლის შესრულების ამბიციები აქვს. გარკვეული ნაბიჯები ამის შესასრულებლად უკვე გადაიდგა. ირანი და რუსეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე მუშაობენ, რომლითაც რუსეთის ბალტიის ზღვის პორტები ინდოეთის ოკეანეს დაუკავშირდება. ირანი ასევე ცდილობს აქტიური როლი შეასრულოს ჩინეთის მიერ წარმოდგენილ „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთის მიერ ინიციირებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებში ირანი დაბლოკილია, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წინა საუკუნეებთან შედარებით, ირანის საგარეო და სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორი დღეს მეტად აზიისკენაა გადახრილი. მართლაც, სექტემბერში დაანონსებულ ინდოეთიდან ევროპამდე გამავალი სავაჭრო-ეკონომიკური დერეფნის გეგმაში, რომელიც საუდის არაბეთზე უნდა გავიდეს და რომელსაც აშშ და ევროკავშირი უჭერენ მხარს, ირანი არ მოიაზრება.

ერთგვარად, ირანის საგარეო პოლიტიკაში ბალანსი, რომელიც 1979 წლიდან ისლამური რევოლუციის მამებმა დაამყარეს, დღეს მორღვეულია. თუ რევოლუციის შემდგომი პოლიტიკა უფრო ბალანსის შენარჩუნებას ემსახურებოდა, თანამედროვე პერიოდში კი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილში აღმოსავლეთისკენ ხედვამ ჩაანაცვლა ტრადიციული მიდგომები, მართებული იქნებოდა, გატარებულიყო  პოლიტიკა, რომელიც არც აღმოსავლეთისკენ და არც დასავლეთისკენ არ იქნებოდა გადახრილი.

ირანის აზიისკენ ორიენტაციის მიზეზი რამდენიმეა, თუმცა მათგან დასავლეთთან უკიდურესი დაძაბულობა მაინც უმთავრესია. მეორე ისაა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოლექტიური დასავლეთის ბატონობა მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მოირღვა და ის დაცემის ფაზაშია. ამის პარალელურად, არსებობს ღრმა რწმენა  (ევრ)აზიის აღმავლობისადმი. ჩინეთი, ინდოეთი და მთლიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ეს ის ქვეყნები და რეგიონებია, რომელთა ეკონომიკური აღმავლობა, თეირანის გადმოსახედიდან, ახალ გლობალურ ძალთა ბალანსს ჩაუყრის საფუძველს.

ამას ემატება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომიც. ირანისთვის ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, რადგან ამ ხანგრძლივი კონფლიქტით რუსეთმა ირანთან მეტად გააღრმავა სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობა და მოსწყდა დასავლურ ვექტორს. ამიერიდან რუსეთიც მკაფიოდ ანტიდასავლურ წრეშია ირანთან და ჩინეთთან ერთად.

ირანის მმართველები რეალისტები არიან. მათთვის რელიგია მნიშვნელოვანია იმდენად,  რამდენადაც ის ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება. მათ ასევე კარგად ესმით, რომ რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულება არაა სრულად უსაფრთხო საგარეო პოლიტიკური მოდელი. მართლაც, ჩინეთი, მრავალი განცხადების მიუხედავად, ირანში ინვესტიციებს არ ახორციელებს და ხშირად ისლამური რესპუბლიკის ინტერესების წინააღმდეგაც მოქმედებს, როგორც ეს წინა წელს მოხდა, როდესაც პეკინმა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან ერთად თეირანისთვის არასასურველ  განცხადებას მოაწერა ხელი. ანალოგიურ ნაბიჯებს ხშირად რუსეთიც დგამს, რაც მეტად ამყარებს მოსკოვისადმი თეირანის უნდობლობას.

ირანს რუსეთთან ან ჩინეთთან არც ყოვლისმომცველი სამოკავშირეო ხელშეკრულებების დადება უნდა. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ისლამური რესპუბლიკაა, ოფიციალური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი უფრო უმცირებს მოქმედების ასპარეზს, უვიწროებს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს და ერთ რომელიმე მსხვილ მოთამაშეზე ხდის დამოკიდებულს. თეირანს ეს არ სურს და ის ყველაფერს იზამს, რომ თუნდაც მოსკოვთან, ან პეკინთან სამოკავშირეო ხელშეკრულებები დაიდოს, ის არ იყოს მკაცრი სახის და საგარეო პოლიტიკური არჩევანის შემზღუდავი.

შესაბამისად, ირანისთვის საგარეო პოლიტიკაში ბალანსის შენარჩუნება უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ბალანსის აღდგენისთვის კი ირანს დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება სჭირდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების აღდგენას გულისხმობს, ეს კი ახალი ბირთვული შეთანხმებით იქნება მიღწეული.

ირანი დიდი და ამბიციური ქვეყანაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სანქციების ქვეშ ცხოვრება და ამავდროულად მაღალი დონის იარაღის წარმოება შეუძლია. მაგრამ ამის საფასური საკმაოდ დიდია და ერთ-ერთი სწორედ საგარეო პოლიტიკაში ბალანსის დაკარგვა და აზიისკენ არაპროპორციული გადახრაა. წინა საუკუნეების და განსაკუთრებით 1979 წლის შემდგომი პერიოდი ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ირანის დღევანდელი მდგომარეობა ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარების განსხვავებულ ფაზას წარმოადგენს. ის ესადაგება თანამედროვე ცვალებად მსოფლიო წესრიგს, სადაც თეირანისთვის მოძლიერებული ევრაზიული ქვეყნები ბევრად მიმზიდველ გეოპოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ვიდრე დასავლეთი.

Previous Post

თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი საქველმოქმედო ვახშამს გამართავს

Next Post

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რეიტინგი

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რეიტინგი

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რეიტინგი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result