Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინვესტიციების გზაჯვარედინი | ინტერვიუ დავით ებრალიძესთან

by Giorgi Pirtskhalava
February 13, 2022
in ინტერვიუ
0
ინვესტიციების გზაჯვარედინი | ინტერვიუ დავით ებრალიძესთან
0
SHARES
0
VIEWS

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლებული პირველი ტერიტორიაა კავკასიაში, რომელიც 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. მათი უმრავლესობა სავაჭრო კომპანიებია. ფოთის თიზ-ის გუნდი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მუდმივად ცდილობს, რათა ტერიტორია მასშტაბურ რეგიონალურ სავაჭრო და საწარმოო ჰაბად ჩამოყალიბდეს. რა პროექტებს უნდა ველოდოთ წელს მათგან და რა შეცვალა პანდემიამ, ამის შესახებ ფოთის თიზ-ის დირექტორს დავით ებრალიძეს ვესაუბრეთ.

საქართველოში თიზ–ების სიმრავლემ კონკურენცია უდავოდ გაზარდა. რა ბიზნესშეთავაზებებს უნდა ელოდნენ მიმდინარე წელს ფოთის თიზ–ისგან პოტენციური ინვესტორები?

ფოთის თიზ-ში წარმოებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული კომერციული წინადადებები მწარმოებელი და სავაჭრო კომპანიებისთვის, რომლებიც ფოთის თიზ-ში მიწის იჯარით აღებას და საკუთარი საწყობებისა და საწარმოო შენობების მშენებლობას გეგმავენ. ასეთ შემთხვევაში ფოთის თიზ-ი 1 დოლარად გადასცემს მე-4 კლასის ჩათვლით სამშენებლო ნებართვას, 200 კვტ-მდე ელექტროენერგიის მოთხოვნის შემთხვევაში ფოთის თიზ-ის 50%-იანი თანადაფინანსებით მოხდება ელექტროენერგიის ნაკვეთთან მიერთება, 50%-იანი თანადაფინანსების პირობა ასევე გავრცელდება წყლის მიერთების საფასურზეც, თითოეულ ინვესტორს ეყოლება პერსონალური ასისტენტი, რომელიც სრულად მართავს თიზ-თან დაკავშირებულ ყველა საკითხს, ნებართვების ჩათვლით.

მეწარმე ქალების მხარდაჭერის მიზნით კი შევიმუშავეთ სპეციალური წინადადება, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის საფასურის გარეშე, მხოლოდ ლიცენზიისა და იურიდიული მისამართის საფუძველზე ნებისმიერი ტიპის კომპანიის დაფუძნებას ფოთის თიზ-ში.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩვენ მიერ შემუშავებული საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში ინვესტორს საშუალებას მისცემს, მხოლოდ 1 წლის მიწის იჯარის ფასად შემდეგი 4 წლის იჯარა სრულიად უფასოდ მიიღოს.

თქვენ თიზ–ში ახალი კომპანიების მოძიებას სხვადასხვა წყაროს დახმარებით ცდილობთ..

გეთანხმებით, რომ პოტენციური ინვესტორების მოძიება არის კომპლექსური სამუშაო პროცესი, რომელშიც სხვადასხვა წყაროა ჩართული და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ამ საშუალებების განვითარებას. ამჯერადაც შევიმუშავეთ სპეციალური წინადადება და საჯაროდ დავიწყეთ აგენტების ქსელის გაფართოება ახალი კომპანიების მოზიდვის სტიმულირების მიზნით. ამ შეთავაზების ფარგლებში ფოთის თიზ-ის აგენტი მიიღებს საკომისიოს თითოეულ რეგისტრირებულ კომპანიაზე განურჩევლად ბიზნესის მიმართულებისა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, ვითანამშრომლოთ იურიდიულ, საკონსულტაციო, ბუხჰალტრულ, ლოგისტიკურ კომპანიებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან, რომლებსაც ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილება და კონტაქტების ბაზა აქვთ.

პანდემიის პერიოდში ფოთის თიზ–ი ტვირთების მოძრაობის შეზღუდვების ეპიცენტრში აღმოჩნდა. როგორ შეძელით გამოწვევებთან გამკლავება?

პანდემიისას დღის წესრიგში დადგა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სამუშაო და საწარმოო ბიზნესის შემაფერხებელი პროცესების მართვა. ჯანდაცვის მიერ რეკომენდებული პროტოკოლის დაცვით, ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადაში შეძლო ახალი სამუშაო დღის წესრიგის შემუშავება, სადაც მაქსიმალურად დაცული იყო თითოეული თანამშრომლის, ტვირთის გადამზიდავი მძღოლების ჯანმრთელობა. ჩვენ შეუფერხებლად გადავამუშავეთ 62000 ტონა ტვირთი და შევძელით თიზ-ის დახურვის გარეშე, კრიზისულ პერიოდში მოქნილი სამუშაო პროცესის წარმართვა.

რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზებიც, რომლებიც ძირითადად დაკავშირებული იყო რეგისტრირებული კომპანიებისთვის სხვადასხვა დოკუმენტის დროულად მიწოდებასთან – ტექნიკურად რთული გახდა დისტანციურ რეჟიმში ამ პროცესის მართვა. ასევე, საზღვრების ჩაკეტვამ შეაფერხა ახალი კომპანიების რეგისტრაციის პროცესი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ფოთის თიზ- ის სრულფასოვნად მუშაობისთვის. ამ გამოწვევებმა მოგვცა სტიმული, შეგვექმნა ერთიანი ინფორმაციული ბაზა და სრულად გაგვეციფრულებინა როგორც კომპანიის შიდა მართვის სტრუქტურა, ისე რეგისტრირებული კომპანიების საინფორმაციო ბაზა.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, დისტანციურ რეჟიმთან ადაპტირებისას ინვესტორისთვის გარკვეული სახის ინფორმაციის სწრაფად და ეფექტიანად მიწოდების პრობლემა შეიქმნა. როგორ გადაჭერით ეს საკითხი?

ამ მიმართულებით შევიმუშავეთ ინოვაციური ერთი ფანჯრის პრინციპის სივრცე თითოეული რეგისტრირებული კომპანიისთვის, სადაც სრულად იქნა თავმოყრილი ინვესტორთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, როგორც სადამფუძნებლო დოკუმენტაციები, ასევე მიმდინარე სიახლეები. ყველა კომპანია დისტანციურად, საკუთარი უნიკალური კოდით შევა სისტემაში, სადაც მარტივად და სწრაფად ექნებათ წვდომა სასურველ ინფორმაციაზე.

ჩვენ ასევე გავაუმჯობესეთ ახალი კომპანიების დისტანციურად რეგისტრაციის სისტემა, რომელმაც მაქსიმალურად გაუმარტივა ინვესტორებს პანდემიის პერიოდში ბიზნესის რეგისტრაცია.

რა გეგმები გაქვთ მიმდინარე წელს? რა ახალ პროექტს უნდა ველოდოთ ფოთის თიზ–ისგან?

მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ფერადი ლითონების კონცენტრატების რეგიონალური ცენტრის ფოთის თიზ- ში გახსნასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიღების პროცედურები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რომლის მიღებისთანავე დაიწყება ლოგისტიკური ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ასევე მინდა აღვნიშნო პოლონური ინვესტიციით შექმნილი ტექსტილის აქსესუარების, კერძოდ, ჩაფხუტების, სათხილამურო და სხვა დანიშნულების ნიღბების მწარმოებელი საწარმოს დაფუძნება, რომლის ნედლეული ძირითადად ჩინეთიდან შემოვა, ხოლო საბოლოო პროდუქციის ექსპორტი პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში განხორციელდება. საწარმო ამ ეტაპზე აკომპლექტებს კადრებს და ამონტაჟებს სამკერვალო მანქანა-დანადგარებს. ქარხანაში დასაქმდება 30-მდე ადგილობრივი. საწარმოს გახსნა აპრილში იგეგმება.

მოგეხსენებათ, ფოთის თიზ-ი მუდმივად განაგრძობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად ვაშენებთ 3000 კვ/მ A კლასის საწყობს, რომელიც ივლისში მიიღებს ტვირთებს დასასაწყობებლად ან მსუბუქი წარმოებისთვის.

საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. რა გავლენას იქონიებს ახალი პორტის მშენებლობა ფოთის თიზ–ის განვითარებაზე?

ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი ცალსახად მნიშვნელოვანია არა მარტო ფოთის თიზ-ის განვითარებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისა და რეგიონისთვის. მსოფლიოს წარმატებული თავისუფალი ზონების პრაქტიკიდან გამომდინარე, თავისუფალი ზონების უმრავლესობა ძირითადად განთავსებულია პორტის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელთა განვითარება პირდაპირ აისახება და განაპირობებს თიზ-ების წარმატებას. ახალი პორტის მშენებლობა ზრდის შესაძლებლობას, მივიღოთ ახალი ტვირთები, რომელთა ზრდაც თავის მხრივ გამოიწვევს ლოგისტიკური ტერმინალებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნესების განვითარებას, რაც პირდაპირ უკავშირდება ფოთის თიზ-ს.

ფოთის ახალი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ქალაქ ფოთის მერიასთან, ფოთის პორტისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციებთან, პორტამდე შესაძლო მისასვლელი გზების მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ პროექტში მთავარ გამტარ დერეფნად განიხილება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორია, რომლითაც პორტი პირდაპირ დაუკავშირდება ფოთის თიზ-ს და საერთაშორისო სარკინიგზო და სატრანსპორტო მაგისტრალებს, რაც კიდევ უფრო პრიორიტეტულ და ხელსაყრელ მდგომარეობას მიანიჭებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას და წარმოაჩენს მის მნიშვნელობას რეგიონალურ მიწოდების ჯაჭვში.

Previous Post

თებერვალში ფულადი გზავნილები 17.5 პროცენტით გაიზარდა

Next Post

Germany declares a Covid ‘third wave’ has begun; Italy set for Easter lockdown

Giorgi Pirtskhalava

Next Post
Germany declares a Covid ‘third wave’ has begun; Italy set for Easter lockdown

Germany declares a Covid ‘third wave’ has begun; Italy set for Easter lockdown

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result