Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინტროვერტების საიდუმლო ძალა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes
0
ინტროვერტების საიდუმლო ძალა
0
SHARES
0
VIEWS

როგორ ფიქრობთ, რა აქვთ საერთო ინვესტორ უორენ ბაფეტსა და სამოქალაქო უფლებების აქტივისტ როზა პარკს? ამას რომ დავუმატოთ ჩარლზ დარვინი, ჯ.კ. როულინგი, ალბერტ აინშტაინი, მაჰათმა განდი და Google-ის ლარი პეიჯი? – ისინი კუმირები, ლიდერები და ინტროვერტები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კორპორატიული სამყარო დაჟინებით გვირჩევს – ილაპარაკეთ! გაუწიეთ თავს პოპულარიზაცია! გაიცანით ხალხი! – ამერიკელთა ერთი მესამედი ან, შესაძლოა ნახევარიც კი, სავარაუდოდ ინტროვერტია – ასე თვლის სიუზან ქეინი, ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნის ,,ჩუმად: ინტროვერტების ძალა სამყაროში, სადაც გაუჩერებლად ლაპარაკობენ ” ავტორი. ის ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ხასიათის თავისებურებას ჩვენს ცხოვრებაზე ისეთივე ძლიერი გავლენა აქვს, როგორიც სქესს ან რასას და ადგილი, რომელსაც ვიკავებთ ინტროვერტ-ექსტრავერტის სპექტრში, ჩვენი ინდივიუალობის უმნიშვნელოვნესი ასპექტია.

ინტროვერტების რაოდენობამ შესაძლოა მთელი მოსახლეობის ნახევარი შეადგინოს, თუმცა, ქეინის თქმით, ისინი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ითვლებიან.„ჩვენს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული, თუმცა იშვიათად ფორმულირებული აზრით, იდეალური პიროვნება გაბედული, დომინანტური და კომუნიკაბელური უნდა იყოს – აცხადებს ქეინი -ინტროვერტულობა იმედგაცრუებასა და პათოლოგიას შორის არის აღქმული.”

ტერმინები „ინტროვერტი” და „ექსტრავერტი” პოპულარული გახდა 1920-იან წლებში, ფსიქოლოგ კარლ იუნგის წყალობით, მოგვიანებით კი – მეიერს-ბრიგის „პიროვნული ტესტებით”, რომლებიც უმსხვილეს უნივერსიტეტებსა და კორპორაციებში გამოიყენებოდა. ქეინის განსაზღვრებით, ინტროვერტს იზიდავს ნაკლებად ხმაურიანი გარემო, სადაც მშვიდად კონცენტრირებაა შესაძლებელი, მეტს უსმენს, ვიდრე საუბრობს და უფიქრდება იმას, რის თქმასაც აპირებს. ამის საპირისპიროდ, ექსტრავერტს ხალხმრავალი ადგილები აძლევს ენერგიას, ისინი უფრო თავდაჯერებული, მეტად პროდუქტიული ადამიანები არიან,რომლებიც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოთქვამენ და გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებენ.

ქეინის თქმით, გასული საუკუნის განმავლობაში თანდათან ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელიც ექსტრავერტებისათვის სამოთხეა, ინტროვერტებისათვის კი სრულიად უპერსპექტივო გარემოს ქმნის. ავტორის აზრით, მეოცე საუკენემდე , როგორც ისტორიკოსები უწოდებენ, „ხასიათის კულტურის” ხანაში ვცხოვრობდით, როდესაც ჩვენგან „ჩუმი პირდაპირობით” გამოხატულ მორალურ ქცევას მოელოდნენ. მაგრამ როდესაც ადამიანებმა ქალაქებში თავმოყრა და დიდ კომპანიებში მუშაობა დაიწყეს, გაჩნდა კითხვა: რითი უნდა გამოვირჩეოდე ბრბოსაგან? შედეგად მივიღეთ „ინდივიდუალიზმის კულტურა”, რომელიც ასე გვხიბლავს ბრწყინვალე კინოვარსკვლავებით, აქტიური თანამშრომლებით და კომუნიკაბელური ლიდერებით.

ქეინის აზრით, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ „ექსტრავერტულმა იდეალმა” სამუშაო გარემო შეცვალა. დამოუკიდებელი, ავტონომიური ტიპის სამუშაო, რომელიც სიმარტოვეში მუშაობას მოითხოვდა გაქრა და მის ნაცვლად მივიღეთ „ახალი კოლექტიური აზროვნება”, რომელიც „ჯგუფურ მუშაობას ყველაფერზე მაღლა აყენებს”. ბავშვები ახლა ჯგუფურად სწავლობენ; იდეები ბრეინშტორმინგის (იდეთა კოლექტიური ძიების) პროცესში ყალიბდება; ენაწყლიანი ადამიანები უფრო ჭკვიანებად ითვლებიან; თანამშრომლების შერჩევა „ადამიანებთან მუშაობის უნარ-ჩვევებით” ხდება და ოფისები ღიად და ინტერაქტიულად არის მოწყობილი.

თუმცა, ქეინის აზრით, ამ ყველაფერმა ნოვაციები და პროდუქტიულობა დააზარალა. კვლევა აჩვენებს, რომ ქარიზმატიულ ლიდერებს უფრო დიდი ხელფასი აქვთ, თუმცა კორპორატიული საქმიანობით ისინი სხვებს ვერ ჯობნიან; ბრეინშტორმინგის შედეგად ვიღებთ დაბალი ხარისხის იდეებს, რადგან ადამიანები თავდაჯერებული ტონით მოსაუბრა ექსტრავერტების აზრს უფრო იზიარებენ; თითოეული თანამშრომლისათვის გამოყოფილი სივრცე 1970-იანი წლების შემდეგ 60%-ით შემცირდა; ოფისის ღია გეგმარება იწვევს კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის დაქვეითებას, მეხსიერების გაუარესებას, კადრების გადინების მაღალ მაჩვენებელს და ხშირ ავადმყოფობას.

თუ ყველანი წაგებულები ვართ ამ სიტუაციაში, ინტროვერტები კიდევ უფრო წაგებულნი არიან – დიდი ალბათობით, მათი თვისებები შემჩნეული და დაფასებული არ იქნება. „ექსტრავერტული იდეალის” გარემოში აღმოჩენილი ინტროვერტი იგივეა, რაც მამაკაცთა სამყაროში მცხოვრები ქალი – აცხადებს ქეინი – ჩვენი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებები ექსტრავერტებისთვისაა შექმნილი. ჩვენ ტალანტს ვკარგავთ.”

ქეინი ინტროვერტების დომინირებისაკენ არ ისწრაფის. მას ესმის, რომ დიდი იდეების მოწოდება და კარგ ლიდერად ჩამოყალიბება ორივე ტიპის პიროვნებას შეუძლია. მას, უბრალოდ, უკეთესი ბალანსი და მუშაობის სხვადასხვა სტილის არსებობა სურს. „კანდიდატების შესარჩევად ჩატარებულ გასაუბრებათა უმრავლესობაზე ყურადღება მახვილდება ადამიანებთან მუშაობის უნარ-ჩვევებზე და ემოციურ ინტელექტზე – აღნიშნა ქეინმა – ეს ლოგიკურია, თუმცა ჩნდება კითხვა: როგორ განისაზღვრება ეს ყველაფერი?”

ამასთან ერთად, ქეინს სწამს, რომ ექსტრავერტ და ინტროვერტ ლიდერებს შეუძლიათ თავი წარმოაჩინონ სხვადასხვა კონკრეტულ სფეროში და ამავდროულად ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლონ. კვლევამ აჩვენა, რომ ინტროვერტები უკეთესად მართავენ პროაქტიულ თანამშრომლებს, რადგანაც ისინი მათ უსმენენ და თავიანთი იდეების განხორციელების საშუალებას აძლევენ. ექსტრავერტები კი უკეთ მართავენ პასიურ თანამშრომლებს, ვინაიდან აქვთ მოტივირებისა და შთაგონების უნარი.

ექსტრავერტ ლიდერებს შეუძლიათ ინტროვერტი კოლეგებისაგან რისკისადმი უფრო ფრთხილი მიდგომა და სხვებისათვის ლაპარაკის საშუალების მიცემა ისწავლონ, ხოლო ინტროვერტი ლიდერები უნდა შეეცადონ მეტად სოციალურები გახდნენ . ქეინს მაგალითად მოჰყავს Mozilla-ს ყოფილი გენერალური აღმასრულებელი ჯონ ლილი. ის თავს აიძულებდა კომპანიის შენობაში ევლო და თანამშრომლებთან ვიზუალური კონტაქტი დაემყარებინა, რადგანაც ის ადრე ვერ ხვდებოდა, რამდენად შეურაცხმყოფელია ადამიანებისათვის, როდესაც მათ არ ესალმები.
დაბოლოს, ქეინი ამტკიცებს, რომ საზოგადოება მოწყურებულია სიმშვიდეს და ხმაურიანი გარემო უნდა შეიზღუდოს. „სიწყნარეში აზრების მშვიდად დალაგების შესაძლებლობა საუკეთესო შედეგს გამოიღებს.”

 

მკითხველებს: რომელ პიროვნულ ტიპს ეკუთვნით? ეთანხმებით თუ არა ავტორს, რომ ზედმეტად ვაფასებთ ექსტრავერტების თვისებებს და ამ დროს უყურადღებოდ ვტოვებთ ინტროვერტების ნაკლებად თვალშისაცემ შესაძლებლობებს?

 

Previous Post

სიმდიდრის ფორმულა

Next Post

მსოფლიოს უდიდესი ქველმოქმედები

მაგდა დოლიძე

Next Post
მსოფლიოს უდიდესი ქველმოქმედები

მსოფლიოს უდიდესი ქველმოქმედები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result