Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ინტერვიუ “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის” აღმასრულებელ დირექტორ აიეტ კუკავასთან

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
ინტერვიუ “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის” აღმასრულებელ დირექტორ აიეტ კუკავასთან
0
SHARES
0
VIEWS

ბატონო აიეტ, მოგვიყევით იმ მნიშვნელოვანი ფორუმის შესახებ, რომელიც სექტემბერში გაიმართება და რომლის ინიციატორიც “ალიანს ჯგუფი კაპიტალია”.

ცნობილია, რომ “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის” ბიზნესმოდელი ქვეყნის ცალკეული სტრატეგიული დარგების განვითარებით ბიზნესის კეთებას გულისხმობს. ჩვენი კომპანია ყოველთვის შედის ისეთ სფეროში, რომელიც განვითარებას საჭიროებს. ერთ- ერთ ასეთს ე.წ. M&A (Mergers & Acquisitions), კომპანიების შერწყმისა და შესყიდვების დარგი წარმოადგენს. საქართველოში მის განვითარებას, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვითა და მიღებული ბიზნესპრაქტიკის დანერგვით, “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში” შემავალი კომპანია “ალიანს კაპიტალი” უყრის საფუძველს.

რეგიონში პირველი კომპანია ვართ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, შერწყმასა და შესყიდვაზე სპეციალიზებული მსოფლიო ქსელის, Globalscope-ის წევრები გავხდით. ავსტრალიაში შარშან გამართულ ფორუმზე 46 წევრი ქვეყნის კენჭისყრის  შედეგად მოვიპოვეთ უფლება, ქსელის წევრების მორიგი ფორუმისთვის საქართველოში გვემასპინძლა. ფორუმში, რომელიც 12-15 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს Globalscope-ის ქსელში შემავალი 50-ზე მეტი კომპანია 47 ქვეყნიდან, რომელთაც საქართველოს მიმდინარე შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს წარვუდგენთ.

დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ Globalscope-ის შესახებ…

Globalscope-ი არის მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელი, რომელიც 1987 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში, მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოებისა და რესტრუქტურიზების ტრანსაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

Globalscope-ი შედგება 55 წევრი კომპანიისგან, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 47 სხვადასხვა ქვეყანაში, 75 ქალაქშია წარმოდგენილი – ტოკიოდან ადელაიდამდე და კალიფორნიიდან პეკინამდე.

სწორედ მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ფასდაუდებელი და საამაყოა, რომ აღნიშნულ 55 წამყვან კომპანიას შორის ერთ- ერთი საპატიო წევრი ქართული საინვესტიციო კომპანია “ალიანს ჯგუფი კაპიტალია”.

რა ტიპის საინვესტიციო სერვისებზეა კომპანია ორიენტირებული?

“ალიანს ჯგუფი კაპიტალი” 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ეხმარება ბიზნესს საერთაშორისო ტრანსაქციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია დაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორები მოიზიდონ, საინვესტიციო პროექტები განახორციელონ და კომპანიის მართვის ეფექტიანობა გაზარდონ. “ალიანს ჯგუფი კაპიტალი” თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საფინანსო საინვესტიციო ინსტიტუტებთან, წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის და ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს საინვესტიციო მომსახურების სფეროში. “ალიანს ჯგუფი კაპიტალი” ძირითადად სპეციალიზებულია M&A ტრანსაქციებზე:

• ახალი ბიზნესის შეძენა, არსებული ბიზნესის გაყიდვა, გაფართოება, შერწყმა და რესტრუქტურიზება ადგილობრივ, ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე

• კაპიტალის მოზიდვა და საერთაშორისო სტრატეგიული თუ ფინანსური ბიზნესპარტნიორების ქსელის გაფართოება

• ბიზნესის ღირებულებისა და მოგებიანობის ზრდა

• სტრატეგიის, ბიზნესგეგმისა და საორგანიზაციო სტრუქტურის შემუშავება

• კორპორაციული ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ინვესტორების მოზიდვა

რას ნიშნავს Globalscope-ის წევრობა “ალიანს ჯგუფ კაპიტალისთვის”? რა უპირატესობებს ანიჭებს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება კომპანიას და, განსაკუთრებით, მის კლიენტებს?

M&A სფეროში ტრანსაქციები უფრო კომპლექსურია, შესაბამისად, M&A ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ცალკეულ სფეროებში სპეციალიზებული მაღალკვალიფიციური კადრების დიდი არჩევანი, რაც პერსონალის შენახვის ძალიან დიდ ფიქსირებულ ხარჯებს მოითხოვს. ამას გარდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან კონტაქტებისა და მომავალში პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, რასაც წლები სჭირდება. Globalscope-ის ქსელის წევრობა მნიშვნელოვნად აკომპენსირებს ამ გამოწვევებს და ხელს უწყობს “ალიანს ჯგუფ კაპიტალის” გუნდს, გამოცდილი პარტნიორების მეშვეობით სწრაფ ზრდას მიაღწიოს, სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორები, საინვესტიციო, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ადგილობრივ ბიზნესებთან დააკავშიროს და საერთაშორისო მასშტაბის გარიგებები განახორციელოს. AGC-ს შეუძლია დაეხმაროს იმ ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ ახალი ბიზნესის შეძენას გეგმავენ, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოებაში ადგილზე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შერწყმასა და ბიზნესის გაყიდვაში კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

რომელ საინტერესო პროექტს განიხილავთ ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიას გაფორმებული აქვს მილიარდი დოლარის საინვესტიციო ღირებულებაზე მეტი მანდატი 50-ზე მეტ ორგანიზაციასთან. ძირითადი დარგებია: კვების მრეწველობა, უძრავი ქონება, ტურიზმი, საბანკო-საფინანსო სფერო, წიაღისეული, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკის განახლებადი დარგები, მაღალტექნოლოგიური დარგები და სხვა. მეორე მხრივ, ვცდილობთ, ქართული ღვინის ბიზნესი დავაინტერესოთ ევროპაში ღვინის ქარხნის შეძენით, რომელსაც საფრანგეთში აქვს ვენახები, აქვს ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბრენდი, ტრადიციული გასაღების ბაზარი. ეს ყველაფერი კი არც ისე ძვირი ღირს. წარმოიდგინეთ, როგორი შესაძლებლობა უჩნდება ქართულ კომპანიას – მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბაზა, რითაც ევროპის შუაგულში ქართული კონკურენტუნარიანი ღვინოების შეღწევა ბევრად გამარტივდება.

ღვინის ბაზარი ერთ-ერთია იმ ათეულობით სექტორს შორის, სადაც “ალიანს ჯგუფ კაპიტალს” აქვს შესაძლებლობა, კომპანიებს უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობები შესთავაზოს. წარმოიდგინეთ, გვაქვს წვდომა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც “ალიანს ჯგუფ კაპიტალს” შეუძლია, ნებისმიერი დაინტერესებული ქართული კომპანიის შესახებ საინვესტიციო შეთავაზება ატვირთოს და ის მომენტალურად ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი შიდა ქსელის პარტნიორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ Globalscope-ის საერთაშორისო ქსელის წევრობა გვაძლევს ამ მართლაც რომ უნიკალურ შესაძლებლობას.

ჩვენი მოქმედების არეალი მხოლოდ ქართულ კომპანიებში ინვესტირებით არ შემოიფარგლება. ხელმოწერილი გვაქვს მანდატები ავსტრალიურ, თურქულ, ლუქსემბურგულ კომპანიებთან.

Previous Post

აგვისტოში სამომხმარებლო პროდუქცია 0.5 პროცენტით გაძვირდა

Next Post

Kazakhstan’s Big Five Game

მაგდა დოლიძე

Next Post
Kazakhstan’s Big Five Game

Kazakhstan’s Big Five Game

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result