Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • თებერვალი-მარტი

by Forbes.ge
March 22, 2022
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • თებერვალი-მარტი
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთ-უკრაინის ომსა და კოვიდპანდემიასთან  ერთად დღეს მსოფლიოს „ინფლაციის პანდემიაც“ აწუხებს. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია უკვე დაფიქსირდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომი კიდევ უფრო ზრდის ფასებზე ზეწოლას მატების მიმართულებით. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია ძირითადად თებერვალსა და მარტში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. 2022 წლის იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.1%-ით გაძვირდა, თებერვალში კი 0.9%-ით. წლიური ინფლაცია (2021 წლის თებერვალი 2022 წლის თებერვალთან) 13.7%-ია.

წლიური ინფლაცია საქართველოში, თებერვალი/თებერვალთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 45.8%-ით – კომუნალური გადასახადები გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17.3%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) 14.5%-ით გაძვირდა, სასტუმროები და რესტორნები 12.1%-ით, ავეჯი და საოჯახო ნივთები – 9.9%-ით. 6.5%-ით მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის ანუ მკურნალობის ფასმა. გაიაფებით მხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა 1.6%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 238%-ით, კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ ბადრიჯანი მოდის, რომელიც 81%-ით გაძვირდა. ბუნებრივი გაზის გადასახდელი 78%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის გადასახდელი 74%-ით, ნაგვის გატანის და წყლის გადასახდელი 58-58%-ით. 42%-ით გაძვირდა პომიდორი, 40%-ით – თერმომეტრი.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში შარვალი და კაბა გაიაფდა 20%-ით. სურსათიდან ხახვი არის გაიაფებული 14%-ით.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

კომბოსტო

238%

ბადრიჯანი

81%

ბუნებრივი გაზის გადასახდელი

78%

ელექტროენერგიის გადასახდელი

74%

ქლიავი

58%

ნაგვის გატანის გადასახდელი

58%

წყლის გადასახდელი

58%

პომიდორი

42%

თერმომეტრი

40%

მანდარინი

38%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ თებერვლის თვეში (თებერვლის ფასები რომ შევადაროთ იანვრის ფასებს) ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაძვირდა – 42%-ით. შემდეგ მოდის პომიდორი 41%-ით. კიტრი 35%-ით გაძვირდა, მანდარინი 21%-ით. იანვარში გაძვირებით ყველაზე მეტად სურსათი იყო გამორჩეული, რომელიც საშუალოდ 2.1%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ყველაზე მეტად – 15%-ით მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი გაიაფდა. 9%-ით გაიაფდა ქალის ზამთრის ფეხსაცმელი.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

ბადრიჯანი

42%

პომიდორი

41%

კიტრი

35%

მანდარინი

21%

წიწაკა

20%

თვითმფრინავით მგზავრობა

18%

ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ

14%

ყვავილი

13%

ლიმონი

11%

საზამთრო

11%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

მაღალი ინფლაციის შესაჩერებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 10.5%-მდე აქვს გაზრდილი, რაც საკმაოდ მაღალია. მისი მიზანია, სესხების გაცემა შემცირდეს, რის შედეგადაც საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა ნაკლებად გაიზრდება და ფასების ზრდის ტემპიც მოიკლებს. სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომას 30 მარტს გამართავს, სადაც რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე იმსჯელებს. ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურებისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სავარაუდოდ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, ან უცვლელად დატოვებს, როცა გაზაფხულიდან განაკვეთის კლება იყო მოსალოდნელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის თებერვლის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო თებერვალში დაფიქსირებული წლიური 13.9%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 22-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 21 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ვენესუელაა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 340%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის სუდანი 260%-ით და ლიბანი 240%-ით. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, თებერვლის მონაცემებით 54%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურებაა. ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ლიეტუვა, მონღოლეთი და ზამბიაა. აღნიშნულ 3 ქვეყანაში 14.2%-იანი ინფლაციაა. რუსეთში წლიური ინფლაცია 9.2%-ია, სომხეთში კი 6.5%. უკრაინაში ომის დაწყებამდე ინფლაცია 10.7% იყო.

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ბოლივიაშია – 0.5%. ასევე დაბალი ინფლაციაა იაპონიაში – 0.9%.

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიეტუვაშია – 12.4%. შემდეგ მოდის ესტონეთი 12%-ით, ჩეხეთი 11.1%-ით და ბულგარეთი 10%-ით. აშშ-ში თებერვალში წლიური ინფლაცია 7.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 5.6%-ია.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 86%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გადასცდა, რაც ბოლო 8 წლის რეკორდული მაჩვენებელია. მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასი 130 დოლარამდეც იყო გაზრდილი, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, რადგან რუსეთი ნავთობის მიმწოდებელი ქვეყანაა და მასზე დაწესებული სანქციების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების კლებას მოელიან. ლითონები და მინერალები 50%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში ყავა 76%-ით გაძვირდა, ხორბალი 71%-ით, ზეთი 50%-ით, რძე 38%-ით, შაქარი 24%-ით, ბრინჯი 19%-ით. ბოლო ერთ თვეში ყველაზე მეტად ხორბალი გაძვირდა – 27%-ით.

ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს სურსათი 2.2%-ით უნდა გაიაფებულიყო. ნავთობის ფასი კი 5-6%-ით უნდა გაზრდილიყო, ლითონებისა და მინერალების ფასი 3-4%-ით. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები უკვე შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბევრმა ქვეყანამ უკვე გაზარდა, მაგრამ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, კიდევ ზრდაა მოსალოდნელი. ინვესტორები მოელიან, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთს მნიშვნელოვნად, 0.5% პუნქტით გაზრდის.

Previous Post

It’s Not Just Business – Why Foreign Companies Should Not Stay in Russia

Next Post

თებერვალში დეპოზიტარებმა რუსული ბანკებიდან 1.2 ტრილიონი რუბლი გაიტანეს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თებერვალში დეპოზიტარებმა რუსული ბანკებიდან 1.2 ტრილიონი რუბლი გაიტანეს

თებერვალში დეპოზიტარებმა რუსული ბანკებიდან 1.2 ტრილიონი რუბლი გაიტანეს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result