Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინფექციონისტები: არავაქცინირებული მოსახლეობა კორონავირუსის ახალი სახეობების წყაროა

by თინათინ ინაური
ივლისი 12, 2021
in COVID-19, მსოფლიო, ქართულად
0
ინფექციონისტები: არავაქცინირებული მოსახლეობა კორონავირუსის ახალი სახეობების წყაროა
0
SHARES
0
VIEWS

ინფექციური დაავადებების სპეციალისტების განცხადებით, არავაქცინირებული მოსახლეობა კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა დაავადების ახალი სახეობების წყარო გახდეს. შესაბამისად, არავაქცინირებული მოსახლეობა რისკს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ დანარჩენი მოსახლეობისთვისაც წარმოადგენს.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების პროფესორის, უილიამ შეფნერის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აუცრელი, მით უფრო იმატებს ვირუსის გამრავლების ალბათობა, ხოლო როდესაც ვირუსი მრავლდება, ის წარმოქმნის სხვადასხვა სახის მუტაციებს, რომლებიც უფრო საშიშია, ვიდრე მათი წინამორბედი.

ვირუსის ყველა სახეობას, მათ შორის კორონავირუსსაც ახასიათებს ცვალებადობა და განვითარება. მუტაციის შედეგად, ვირუსი შესაძლოა უფრო მარტივად და სწრაფად გავრცელებადი და ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფზე გადამდები გახდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ინფექციური დაავადების მსგავსი მუტანტი ვერსია შესაძლოა სახეობადაც ჩამოყალიბდეს, არავაქცინირებული ადამიანის ორგანიზმი კი სწორად ამის შესაძლებლობას იძლევა.

მიკრობიოლოგისა და იმუნოლოგის ენდრიუ პეკოზის განცხადებით, ვირუსის მუტაციის პროცესში ის მუტაცია, რომელიც ყველაზე მეტად ძლებს, არის საფუძველი იმის, რომ ვირუსი უფრო მარტივად გავრცელდება მოსახლეობაში. ვირუსის ყოველი ცვლილებისას  ჩნდება ახალი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყოს ახალი მუტაციების წარმოქმნას. შედეგად კი ვიღებთ ახალ სახეობას, რომელიც ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე მისი მუტაციამდელი ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ თუ ვირუსს გავრცელება არ ახასიათებს, შესაბამისად, მას მუტაციის უნარიც არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში კორონავირუსის ახალი სახეობები რამდენჯერმე წარმოიქმნა. მაგალითად, კორონავირუსის B.1.1.7, ალფა-სახეობა, რომელიც პირველად ინგლისში დაფიქსირდა.  B.1.351, ბეტა-ვერსია – სამხრეთ აფრიკაში, დელტა – ინდოეთში, ხოლო შტატებში ეპსილონ- და ეტა-ვარიანტები.

კორონავირუსის პირველი მუტაცია, რომელიც რეპლიკაციის, ანუ ასლის წარმოქმნის უნარით გამოირჩეოდა, არის ე.წ. D614G. ის თავდაპირველად ევროპაში დაფიქსირდა, საიდანაც ჯერ აშშ-ში, შემდგომ კი დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. ამის შემდგომ, თითოეული მუტაციის შემთხვევაში კორონავირუსს ახალი თვისებები შეემატა. მაგალითად, ალფა-ვარიანტი მეტად გადამდები იყო, დელტა-ვარიანტის შემთხვევაშიც დაავადება უფრო მეტად ტრანსმისიურია, რამაც ეს უკანასკნელი, როგორც აშშ-ში, ასევე ბევრ სხვა სახელმწიფოში კორონავირუსის დომინანტურ სახეობად აქცია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მოწოდებით, რაც უფრო მეტად მივცემთ ვირუსს გავრცელების საშუალებას, ის უფრო მეტად შეიცვლება. შესაბამისად, მართალია, დღეს არსებული ვაქცინები კორონავირუსისგან გვიცავს, თუმცა ახალი ვარიანტების წარმოქმნის შემთხვევაში მოცემულობა შესაძლოა მარტივად შეიცვალოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არავაქცინირებული მოსახლეობა პირდაპირი წყაროა ვირუსის ახალი სახეობების წარმოქმნისთვის. ხოლო ვირუსით ისეთი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში, რომელსაც იმუნიტეტი აქვს, ინფექცია ან დამარცხდება, ან დაავადების მსუბუქ ფორმად გარდაიქმნება.

Previous Post

აშშ ე.წ. „შავ სიაში“ დამატებით რამდენიმე ჩინურ კომპანიას შეიყვანს

Next Post

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ინოვაციური კომპანია „ვექტურა“ შეიძინა

თინათინ ინაური

Next Post
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ინოვაციური კომპანია „ვექტურა“ შეიძინა

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ინოვაციური კომპანია „ვექტურა“ შეიძინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

აგვისტო 6, 2026

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result