Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინგლისის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენი ასეული მილიონის გადახდა დაეკისრებათ ირაკლი რუხაძეს და მის ბიზნეს პარტნიორებს

by Davit Tsiramua
October 25, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, გამოძიება, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ინგლისის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენი ასეული მილიონის გადახდა დაეკისრებათ ირაკლი რუხაძეს და მის ბიზნეს პარტნიორებს
0
SHARES
0
VIEWS

2021 წლის 18 ოქტომბერს ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ კომპანიების Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ის სარჩელის ფარგლებში ზიანის შეფასების სტადია დაიწყო. საქმეზე მოპასუხეები არიან ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, ასევე მისი ბიზნესპარტნიორები, იგორ ალექსეევი და ბენჯამენ მარსონი და მათ მიერ დაფუძნებული ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი.

აღნიშნულ პროცესს წინ 2018 წელს, ინგლისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უძღვოდა, რომელზეც მოსამართლე სარა კოკრელმა დაადგინა, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანია Salford Capital Partners International-ის მიერ დაფუძნებულმა ფირმებმა,  Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-იმ “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს. ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა, რომლებიც “კომერციული შეთქმულების” მომზადების პროცესში  Salford Capital Partners-ის მაღალი რგოლის მენეჯმენტში იკავებდნენ თანამდებობას, დაარღვიეს მათზე დაკისრებული ფიდუციარული ვალდებულებები, რითიც Salford-მა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა, ამ კომპანიის სანაცვლოდ კი, “მილიარდიანი პროექტი” ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-მა მიითვისა.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა და კომპანიის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, Salford-ის ამოცანა იყო მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნეს პარტნიორებს.

როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ. აღნიშნული პროექტი მისმა დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა, რაშიც მომსახურების პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო. ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ Salford-ის მიერ დაფუძნებულ Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ს გააჩნიათ მოთხოვნის უფლება Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებულ პროექტებსა და შედეგად მიუღებელ მოგებაზე.

ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის 12 მარტს სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა და პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც – მოსარჩელეებმა ასეთად აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits).

თავად Salford-მა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება 2018 წლის 15 ნოემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანია სამართლებრივ დავას გააგრძელებს იქამდე, სანამ მიყენებული ზიანის და დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობის სრულ და სამართლიან ანაზღაურებას არ მიიღებს.  აქტივების მასშტაბის გამო, საუბარია ასობით მილიონ დოლარზე.

2021 წლის 18 ოქტომბერს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე სარა კოკრელმა უნდა დაადგინოს, თუ რა მოცულობის ბიზნეს შესაძლებლობა გაუშვეს Salford-ის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა ხელიდან ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ ჩადენილი “კომერციული შეთქმულების” და “ფიდუციარული ვალდებებულებების” დარღვევის შედეგად.

სასამართლოს მიერ კომპენსაციის მოცულობის დადგენის შემდეგ, მათი მომსახურება მოპასუხეებისა და Hunnewell Partners-ის საკუთრებაში არსებული აქტივებისა და ანგარიშების მეშვეობით მოხდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ პროცესის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების გარდა, ჰოლანდიის სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება. 2021 წლის აგვისტოში ამსტერდამის სასამართლომ მიიღო განჩინება ტელეკომპანიების – “იმედის” და “GDS” მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის “Stichting Media Finance International”-ის დაყადაღების შესახებ. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები ირაკლი რუხაძე, ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული განჩინება არის შემაკავებელი ზომა იმისთვის, რათა მოპასუხეებმა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ.

თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, “Stichting Media Finance International”-ი, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელ “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს” ფლობს.

ამასთანავე, Hunnewell Partners-ი ქვეყნის უმსხვილესი ცემენტის ქარხნის, “ჰაიდელბერგის” მინორიტარული წილის მფლობელია, თავად ირაკლი რუხაძის საკუთრებაში კი უმსხვილესი მობილური ოპერატორის “მაგთის” მინორიტარული წილი შედის.

შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა დაეკისრება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესა და Hunnewell Partners-ს Salford Capital Partners-ის სასარგებლოდ.

საქმეზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.

Previous Post

#ერთიამბავი მტკვარზე მოცურავე წისქვილებისა

Next Post

Unleashed: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Unleashed: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

Unleashed: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Recent News

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result