Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Impact Hub პრეაქსელერატორის ფინალისტი კომპანია Roommate-ი სტუდენტების საცხოვრებლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს

by იზა გვარამაძე
იანვარი 17, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Impact Hub პრეაქსელერატორის ფინალისტი კომპანია Roommate-ი სტუდენტების საცხოვრებლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს
0
SHARES
0
VIEWS

კომპანია Roommate-ი Impact Hub პრეაქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს.

სტარტაპი ერთი წლის წინ შეიქმნა. ის სტუდენტებზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა, დახმარებოდა მათ, ეპოვათ ერთმანეთი და გამხდარიყვნენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის გაყოფის მიზნით.

სტუდენტებისთვის ბინების ძებნის პროცესში გაირკვა, რომ ბინების მეპატრონეები არ ენდობოდნენ სტუდენტებს და არ სურდათ მათთვის ბინების მიქირავება ორი მიზეზის გამო – ერთი მხრივ სტუდენტებს არასანდო გადამხდელებად მიიჩნევდნენ, მეორე მხრივ კი, ჰქონდათ შიში, რომ სტუდენტები ბინას დააზიანებდნენ. ეს ცხადია, უფრო ართულებდა სტუდენტებისთვის ბინების პოვნის პროცესს.

ამ პრობლემის მოგვარება Roommate-მა ბინების მეპატრონეებთან აქტიური მოლაპარაკებებით გადაწყვიტა:

„ბინის მეპატრონეების პრობლემის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ კითხვა ასე დავსვით – რა ღირებულებები უნდა შევუქმნათ ბინის მეპატრონეებს, რომ ბინები სტუდენტებზე თავისუფლად გააქირაონ? მათთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმებას მივაღწიეთ: ისინი ბინას უშუალოდ ჩვენ გვაბარებენ, ჩვენ ვაქირავებთ მას რამდენიმე სტუდენტზე, რომელთაგანაც ერთს აქვს ე.წ. ლიდერის როლი. ლიდერი ზრუნავს ბინაზე და ყოველთვიურად გვაწვდის ფოტოებს და განახლებულ ინფორმაციას ბინის შესახებ. ეს ინფორმაცია ჩვენი პლატფორმის საშუალებით მიეწოდებათ ბინის მეპატრონეებს“, – ამბობს Roommate-ის დამფუძნებელი, მარიკა ხანთაძე.

ამ პრობლემის მოგვარებით Roommate-მა პირველად საქართველოში, საფუძველი ჩაუყარა გამართულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ, სანდო სისტემას, რომელიც ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჯგუფურად იქირაონ ბინები და გაიყონ ბინის ქირის ხარჯები, რაც აქამდე მათ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა, მეორე მხრივ კი იცავს ბინების მეპატრონეების უფლებებსაც.

„ბინის მეპატრონეების მოთხოვნების დაკმაყოფილებამ დაგვანახა, რომ მათთვის კომფორტის შექმნით, რეალურად, სტუდენტების პრობლემებსაც უფრო ეფექტურად, ხარისხიანად და გრძელვადიანი პერსპექტივით ვაგვარებდით. პლატფორმაზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება, რასაც ჩვენი მომსახურების ხარისხიც უზრუნველყოფს. ჩვენი მარკეტინგიც სწორედ ჩვენი კონცეფციაა – ხარისხიანი, მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, რომელსაც ზურგს ხელშეკრულებები უმაგრებს. ხელშეკრულებებში დეტალურადაა გაწერილი როგორც მეპატრონეების, ასევე სტუდენტების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ პოტენციური გაუგებრობები. დღის წესრიგში დავაყენეთ, ასევე, ბინების დაზღვევის საკითხიც.“

პლატფორმა ერთი წელია მუშაობს და მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციისა და უკუკავშირის საფუძველზე, ყოველთვიურად იხვეწება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სტარტაპის პროდუქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტსაც, რომელშიც Roommate-ი ოქტომბრიდან მონაწილეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მოგვცა, არის კონტაქტების დიდი ბაზა: გავიცანით წარმატებული სტარტაპერები, რომელთა გამოცდილების გაზიარებაც ჩვენნაირი სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მენტორებთან მუშაობამ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მათთან ურთიერთობის შემდეგ შევცვალეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმა და სტრატეგიაც. ამ მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული, რეალურ გამოცდილებაზე დამყარებული რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. პროექტის ფარგლებში ვისწავლეთ, ასევე, ინვესტორებთან ურთიერთობის ტექნიკებიც. იანვარში კი, სხვა ფინალისტებთან ერთად, მივემგზავრებით ტალინში, სადაც უკვე საერთაშორისო ინვესტორებს შევხვდებით. ასეთი მაგარი გამოცდილება Impact Hub-ის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.“

სტარტაპ პრეაქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს. S

Previous Post

საქართველოს ბანკის მობილბანკის „თამაშის“ ფინალი 18 იანვარს 21:00 სთ-ზე გაიმართება

Next Post

ნეტო-აღრიცხვა და მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნები

იზა გვარამაძე

Next Post
ნეტო-აღრიცხვა და მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნები

ნეტო-აღრიცხვა და მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

Recent News

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result