Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

IMF საქართველოსთან მიმდინარე პროგრამას აფასებს

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
IMF საქართველოსთან მიმდინარე პროგრამას აფასებს
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას, ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე. ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (SDR) (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვა 60 მილიონ ესდეერს (84.8 მილიონ აშშ დოლარს) მიაღწევს. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, 210.4 მილიონი ესდეერის მოცულობით (დაახლოებით 297.5 მილიონი აშშ დოლარი, ანუ საქართველოს ქვოტის 100%), სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 12 აპრილს დაუმტკიცა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარობს. შესრულებულია 2017 წლის ივნისისთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი.

“საქართველოში ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა, სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდის აჩქარების ფონზე. მოსალოდნელზე მაღალი ფისკალური მაჩვენებლები და სტრუქტურული გამოწვევების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს. საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს.
ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ძლიერდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა. გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს. საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი”, – ნათქვამია IMF-ის პრეს-რელიზში.

ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და განაგრძოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ.

“2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა კაპიტალური ხარჯი იზრდება. ამის მისაღწევად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით, თავიდან იქნას აცილებული დღგ-ს ზედმეტობების დაგროვება. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების, ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება. საშუალოვადიანი ფისკალური მიზნები, მათ შორის ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები, უნდა შესრულდეს პროგრამით გაწერილ ვადებში.სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განაგრძოს ხარჯვა მაღალპრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საჯარო ინვესტიციების მართვის უკეთესი ჩარჩო მიეხმარება ხელისუფლებას უკეთესად განაგონ საჯარო ფინანსები. ხელისუფლების განზრახვა იმის შესახებ, რომ სრულყოფილად შეაფასონ და დააკვირდნენ ფისკალურ რისკებს, უნდა აისახოს 2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების დანართში. საბიუჯეტი პროცესების და ფისკალური ანგარიშგების გასაუმჯობესებლად იგეგმება ფისკალური აგრეგატების მომცველობის და აღრიცხვიანობის ზრდა;მათში საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ფინანსების ასახვა, ფისკალური წესებთან შესაბამისობის დადგენა, რაც გააუმჯობესებს ფისკალურ გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას. მონეტარული პოლიტიკა მართებულად ფოკუსირებული რჩება ფასების სტაბილურობაზე, რაც მხარდაჭერილია მცურავი გაცვლითი კურსით და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებით”, – განმარტავენ სავალუტო ფონდში.

ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა არსებული ვითარების შესაფერისია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს დაკვირვება ფინანსური სექტორის განვითარების, მათ შორის სესხების ზრდის მიმართულებით.

“საქართველო კარგად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს მცურავ გაცვლით კურსთან ერთად. სავალუტო ინტერვენციების გამოყენების არსებული პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და მიმართული უნდა იყოს მხოლოდ გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად და რეზერვების დასაგროვებლად. საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯები ლიკვიდობის მართვის, ეკონომიკის დედოლარიზაციის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით აძლიერებს მონეტარულ ჩარჩოს. მისასალმებელია მონეტარული ხელისუფლების ქმედებები ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები სათანადოდ გააფართოებს ცენტრალური ბანკის როლს არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების და საკრედიტო ბიუროების რეგულირებასა და ზედამხედველობაში, გააძლიერებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბანკების ზედამხედველობას კონსოლიდირებულ დონეზე. ასევე შექებას იმსახურებს ხელისუფლების მცდელობა გააუმჯობესოს კრიზისულ სიტუაციებში ლიკვიდობის მხარდაჭერის საკანონმდებლო ჩარჩო. სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე მიმართული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მაღალი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. ინფრასტრუქტურის დახვეწა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება გააუმჯობესებს ზრდის პერსპექტივებს. გაკოტრების შესახებ ახალი კანონი არასაფინანსო კორპორაციებისთვის და ბიზნეს სახლი ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. საპენსიო რეფორმის საფუძველზე გაიზრდება ეროვნული დანაზოგების ხელმისაწვდომობა, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, კონტრიბუციის სახით მიღებული თანხების მობილიზირების შემთხვევაში. კაპიტალის ბაზრების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობის გზით, წაახალისებს კაპიტალის დაგროვებას. შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების რეფორმის პროგრესს”, – განმარტავენ სავალუტო ფონდში.

Previous Post

პენსიისა და საპენსიო რეფორმის თაობაზე

Next Post

IMF Completes the First Review of the Extended Arrangement for Georgia

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
IMF Completes the First Review of the Extended Arrangement for Georgia

IMF Completes the First Review of the Extended Arrangement for Georgia

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Топ особенностей Kraken Onion: безопасность и функционал маркетплейса

ივლისი 29, 2026

Анализ kraken зеркала: актуальные решения для доступа

ივლისი 29, 2026

Экспертный взгляд на slon11.at: современные решения для строительства

ივლისი 29, 2026

Проверенный метод: https://krkn-kra.com

ივლისი 29, 2026

Recent News

Топ особенностей Kraken Onion: безопасность и функционал маркетплейса

ივლისი 29, 2026

Анализ kraken зеркала: актуальные решения для доступа

ივლისი 29, 2026

Экспертный взгляд на slon11.at: современные решения для строительства

ივლისი 29, 2026

Проверенный метод: https://krkn-kra.com

ივლისი 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result