Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

IMF-ის ნოემბრის მისია საქართველოში

by ელენე კვანჭილაშვილი
March 26, 2021
in ინტერვიუ
0
IMF-ის ნოემბრის მისია საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე მიმოხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა. საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს მუშაობა შეაჩერა. არის თუ არა ეროვნული ბანკისა და საბჭოს თემა ფონდსა და მთავრობას შორის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი? ამ და სხვა კითხვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი პასუხობს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს მუშაობა შეჩერებულია. ვინ არის პასუხისმგებელი დღეს საფინანსო ზედამხედველობაზე?

მიმაჩნია, რომ პასუხი ნათელია. რადგან სასამართლომ ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები შეაჩერა, დღეს კვლავ ძალაშია არსებული განშლა და ეროვნულ ბანკს აქვს სრული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა. ხოლო რადგან ეროვნული ბანკი აგრძელებს ბანკების ზედამხედველობას, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მოგეხსენებათ, სავალუტო ფონდი იწონებს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას, როგორც რისკებზე დაფუძნებული თანამედროვე სტანდარტის მიდგომას.

ერთი საკითხია: მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოცხადდება, არსებობს იმის საჭიროება, რომ ხელისუფლებამ დასახოს სამომავლო გეგმა მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო განვითარების შემთხვევაში, რათა საბანკო ზედამხედველობა დამოუკიდებელი დარჩეს და მაღალი ხარისხით განხორციელდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხშირად აკეთებს აქცენტს ზედამხედველობასთან დაკავშირებით ინსტიტუციური მეხსიერების აუცილებლობაზე ანუ იმაზე, რომ დღემდე არსებული პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. რამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკის ეს განგრძობადობა?

ამომავალი წერტილი ისევ საბანკო ზედამხედველობის ხარისხია, რომელიც ამჟამად, ზედამხედველობის სამსახურის ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაში ყოფნის პირობებში, ძალიან მაღალია. ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ზედამხედველობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება უნდა უზრუნველვყოთ. ეს ნიშნავს, რომ გარდამავალ პერიოდში არ უნდა იჩქარონ. გადაბარება უნდა მოხდეს წყნარად, პოლიტიკის განგრძობადობის დაცვით, ეს პროცესში მონაწილე ყველა მხარის ინტერესში შედის.

საერთაშორისო სავალუტო მისიის შესახებ მინდა, ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბროთ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მაესტროს „ბიზნესკონტაქტის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მისია საქართველოს ოქტომბრის ბოლოს ეწვევა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

მოგეხსენებათ, სსფ-ის პროგრამა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ პროგრამის მეორე მიმოხილვისთვის მისია საქართველოში მაის-ივნისის პერიოდში იმყოფებოდა. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ მთავრობასთან და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობასთან იმ ნაბიჯების შესათანხმებლად, რაც პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის იყო საჭირო. სსფ-ის შემდეგი მისია, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში ჩამოვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დასასრულებლად.

არის თუ არა საბანკო ზედამხედველობა ერთ-ერთი ის საკითხი, რაზეც მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ თანხმდებიან და, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო მისიის მიმოხილვაც ვერ სრულდება?

როგორც მანამდე აღვნიშნეთ, სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ უკეთესია, თუ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, შემდეგი სამი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი: ეს უზრუნველყოფს ზედამხედველობის ფუნქციის დამოუკიდებლობას. მეორე: უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს მონეტარულ და საფინანსო სექტორის პოლიტიკას შორის. მესამე: ინსტიტუტის ეფექტიანობა იზრდება ამ სფეროს ყველა ექსპერტის ერთად თავმოყრით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ურყევად გამოვთქვამდით ჩვენს პოზიციას, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ნაწილი უნდა იყოს.

რეფინანსირების სესხი. ბოლო პერიოდში საფინანსო სისტემის ეს ინსტრუმენტი დიდი კამათის საბაბი გახდა. მის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი ის არის, რომ რადგან ეს ინსტრუმენტი ირიბად მთავრობის დაფინანსების იარაღს წარმოადგენს, მას გავლენა აქვს ფულის მასაზე. ეთანხმებით ამ ლოგიკას?

მე ამ ლოგიკას ვერ დავეთანხმები.

რატომ?

რეფინანსირების ოპერაციებს აქვს გავლენა სარეზერვო ფულზე. მაგრამ ეს ვიწრო პერსპექტივით არ უნდა განვიხილოთ. თუ მონეტარული თვალსაზრისით შევხედავთ, ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხი ფარავს ლიკვიდურობის იმ კლებას, რომელიც მკაცრი ფისკალური პოზიციით ან ვალუტის რეზერვების გაყიდვით წარმოიშვებოდა. ეროვნულ ბანკს რომ რეფინანსირების სესხი არ მიეწოდებინა, სარეზერვო ფული შემცირდებოდა, ლიკვიდურობა დაიკლებდა და საკრედიტო ბაზარი გაიყინებოდა.

შეუძლია თვითონ მთავრობას თქვას უარი ამ ფულზე, თუკი მიაჩნია, რომ ამ გზით შეიძლება მეტი ფული მოხვდეს ბაზარზე და ვალუტის გაუფასურებას ხელი შეუწყოს?

მე არ მესმის, რატომ შეიძლება მთავრობამ თქვას უარი საშინაო დაფინანსების წყაროზე. საშინაო დაფინანსების წყაროების არსებობა ამცირებს მთავრობის დამოკიდებულებას დაფინანსების საგარეო წყაროებზე და ხელს უწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ამასთან, ის, რასაც თქვენ კითხულობთ, თითქმის შეუძლებელია. მთავრობის მიერ დაფინანსების საშინაო წყაროებზე უარი არ არის მიზანშეწონილი. ფულის წყაროს გარჩევა შეუძლებელია, ბანკებს შეუძლიათ სხვა მრავალი წყაროდან მიიღონ თანხა, ისეთებიდან, როგორიცაა: თავისი წილის მფლობელები, სესხები და დეპოზიტები.

და მაინც, თქვენ თავს იკავებთ პირდაპირი პასუხისგან შეკითხვაზე: აქვს თუ არა რეფინანსირების სესხებს წვლილი ლარის გაუფასურებაში?

მათ შორის პირდაპირი კავშირი არაა. რა თქმა უნდა, თუ ბანკებს ხელი მიუწვდებათ რეფინანსირების სესხზე – ახლა ან მომავალში, ისინი უფრო კომფორტულად გასცემენ სესხებს მომხმარებელზე. ნასესხები თანხებით შეიძლება დაფინანსდეს ინვესტიციები ან მოხმარება და მისი ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმპორტის დასაფინანსებლად. მეორე მხრივ, რეფინანსირებული სესხის შეზღუდვა, ანუ არგაცემა, ნიშნავს, რომ ბანკებმა უნდა შეწყვიტონ კრედიტის გაცემა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.

ეროვნულმა ბანკმა შეზღუდა ეს სესხები იმით, რომ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. როგორ ფიქრობთ, ეს ნაბიჯი ინფლაციით იყო განპირობებული თუ გაცვლითი კურსის მერყეობით?

ბოლო ხანს ინფლაციამ მოიმატა. ბოლო მაჩვენებლის მიხედვით, წლიური ინფლაცია 5.2 %-ია და თუ გამოკითხვების შედეგებს შევხედავთ – გაიზარდა ინფლაციის მოლოდინიც. ასე რომ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, აეწია საპროცენტო განაკვეთი, სრულიად გამართლებული იყო. ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი, რადგან მოიმატა ინფლაციის მოლოდინმა და ცენტრალური ბანკის მიზანია, დააწყნაროს/ შეამსუბუქოს ინფლაციის მოლოდინი ეკონომიკის აქტორების მხრიდან.

ახლა თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე ვისაუბროთ: რადგან პოლიტიკის მაღალი განაკვეთი საბაზრო პროცენტებს გადაეცემა, ანუ ლარის სესხებსა და დეპოზიტებზე პროცენტის ზრდას იწვევს, იგი ლარის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მაგრამ ეს მხოლოდ მეორეული ეფექტია. და ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, შევებრძოლოთ ინფლაციის მოლოდინს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ეროვნულ ბანკს პირდაპირ მოუწოდებს, გააუქმოს რეფინანსირების ინსტრუმენტი. რა მოხდება, თუ ეს სესხები მართლაც გაუქმდება?

პირველ ყოვლისა, ეს ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია, რომელსაც – თავს უფლებას მივცემ, შეგახსენოთ – სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს თავის გადაწყვეტილებებში. მის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია და ეს ერთ-ერთი წინაპირობაა ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამისა და მხარდაჭერისთვის.

მეორე, როგორც უკვე მოგახსენეთ, რეფინანსირებული სესხის არარსებობას მრავალი არასახარბიელო შედეგი აქვს. მთავარი რისკია ის, რომ ცენტრალური ბანკი ვერ შეძლებს თავისი კონსტიტუციური მანდატის – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ისევ იმ თემას დავუბრუნდეთ, რითაც ჩვენი საუბარი დავიწყეთ. ვიცით, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პერუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. მიიღებს საქართველო დარჩენილ 20 მილიონ SDR-ს და რა მოხდება შემდეგ?

ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა. ამ დარჩენილი თანხის მისაღებად აუცილებელია სსფ-ის პროგრამის მიმოხილვის დასრულება. თუმცა, მიმოხილვის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს გადაწყვეტს, ისესხებს თუ არ იგი ამ თანხას ფონდიდან.

როდის დასრულდება მიმოხილვა?

თარიღის დასახელება გამიჭირდება. სსფ-ის მისია ნოემბერში ჩამოდის ორი კვირით და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მიმოიხილავს. მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით გადაწყვეტს მიმოხილვის დასრულების საკითხს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ 5-6 კვირა დასჭირდება სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა თანხმობის მიღებას და მიმოხილვის დამტკიცებას.

დაბოლოს, მაინც დავსვამ ამ კითხვას: როგორ მიგაჩნიათ, საბოლოოდ, მაინც სად განთავსდება საბანკო ზედამხედველობა?

ამ კითხვაზე არ შემიძლია პასუხის გაცემა, არ ვიცი. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. ჩემი მხრივ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უმჯობესია, თუ ისევ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება.

Previous Post

ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 41 დოლარამდე შემცირდა

Next Post

უმუშევრობის პრობლემა

ელენე კვანჭილაშვილი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

Next Post
უმუშევრობის პრობლემა

უმუშევრობის პრობლემა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result