საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარში 305 939 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის იანვარში 363 614.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, იანვარში 20%-ით გაიზარდა და ჯამში 633 201 ვიზიტორი შეადგინა.
იანვარში ყველაზე მეტი, 124 534 ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 91 580 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 86 884 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
|
ქვეყანა |
2020: იანვარი |
ზრდა |
|
აზერბაიჯანი |
124,534 |
34.9% |
|
სომხეთი |
91,580 |
17.5% |
|
რუსეთი |
86,884 |
1.1% |
|
თურქეთი |
75,012 |
16.6% |
|
უკრაინა |
12,799 |
22.4% |
|
ისრაელი |
11,351 |
57.3% |
|
ირანი |
9,467 |
12.4% |
|
ყაზახეთი |
4,570 |
44.8% |
|
ინდოეთი |
3,647 |
28.9% |
|
პოლონეთი |
3,631 |
82.9% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია









