Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Henley & Partners: მილიონერთა მიგრაცია მსოფლიოში 2023 წელს

by Salo Papalashvili
September 22, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Henley & Partners: მილიონერთა მიგრაცია მსოფლიოში 2023 წელს
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მსგავსად, პანდემიის პერიოდში პლანეტის უმდიდრესი ადამიანებიც შედარებით ნაკლებს მოგზაურობდნენ. შესაბამისად, გლობალურად მათი მიგრაციის რიცხვიც კლებულობდა. თუმცა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ყველაზე მაღალშემოსავლიანმა პირებმა აქტიური გადაადგილება კვლავ დაიწყეს და, როგორც Henley & Partners-ის ახალი ანგარიში პროგნოზირებს, მათგან 122 ათასი, წლის ბოლომდე, საცხოვრებლად სხვა ქვეყანასაც მიაშურებს.

„კერძო სიმდიდრის მიგრაციის ანგარიშში“ საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-მა უკანასკნელ ათწლეულში მილიონერთა მიგრაცია შეისწავლა და 2023 წლისთვის შესაბამისი პროგნოზებიც შეიმუშავა. ცნობისთვის, ფირმის უახლოეს ანგარიშში, მაღალი წმინდა ღირებულების მქონე ინდივიდებად ის პირები არიან მიჩნეულნი, რომელთა ქონებაც, სულ მცირე, $1 მილიონადაა შეფასებული.

Henley & Partners-ის ვარაუდით, 2023 წელს მილიონერებისთვის საცხოვრებლად სასურველი მიმართულებების სიაში პირველობას დაიბრუნებს ავსტრალია, რომელმაც ლიდერობა გასულ წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დათმო. საკონსულტაციო ფირმის ანგარიშით, იმ ქვეყანათა ათეულში, რომელთაც წელს ყველაზე მდიდარი მიგრანტები აირჩევენ, მხოლოდ ორი აზიური სახელმწიფო მოხვდება, დარჩენილი პოზიციები კი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ოკეანეთის ქვეყნებზე გადანაწილდება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, მიმდინარე წელს საბერძნეთს საცხოვრებლად 1,200-მდე მილიონერი მიაშურებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ქვეყნის „ოქროს სავიზო პროგრამა“ იყოს, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საცხოვრებლისა და ევროკავშირის პასპორტის მარტივ და ხელმისაწვდომ ფასად მიღებას უზრუნველყოფს. ამჟამინდელი მოთხოვნებით, უძრავ ქონებაში ინვესტირების მინიმალური ღირებულება 250,000 ევროა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სახელმწიფოებს მდიდრებისთვის მიმზიდველად აქცევს, ეკონომიკური თავისუფლების დონეა, რაც შედარებით მსუბუქ საგადასახადო ტვირთსა და ინვესტიციების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ბაზარი – სინგაპური, Henley & Partners-ის შეფასებით, 2023 წელს 3,200 მილიონერს მიიღებს.

საკონსულტაციო ფირმის პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს  მილიონერთა გადინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთში დაფიქსირდება. Henley & Partners-ის ანგარიშით, ჩინეთს 2023 წელს 13,500 მილიონერი დატოვებს – ორჯერ მეტი, ვიდრე ინდოეთს (6,500). მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა გადინების მხრივ მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, რომელიც მიმზიდველობას განსაკუთრებით ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ კარგავს, მეოთხე პოზიციას კი რუსეთი იკავებს, რომელსაც მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უმეტესწილად დასავლური სანქციებისთვის თავის არიდების მოტივით ტოვებენ.

საერთო ჯამში, Henley & Partners-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა მიგრაციის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაქსიმუმს სწორედ 2023 წელს მიაღწევს. თუ გასულ წელს საცხოვრებელი ქვეყანა 84 ათასმა მილიონერმა შეიცვალა, მიმდინარე წელს მათი რიცხვი 122 ათასამდე უნდა გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც მილიონერთა მიგრაციამ 2020 და 2021 წლებში, შესაბამისად, 12 ათასი და 25 ათასი შეადგინა.

ქვეყნები, 2023 წელს მილიონერ მიგრანტთა ყველაზე მაღალი შედინებით:

  1. ავსტრალია – 5,200 მილიონერი
  2. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 4,500 მილიონერი
  3. სინგაპური – 3,200 მილიონერი
  4. ამერიკის შეერთებული შტატები – 2,100 მილიონერი
  5. შვეიცარია – 1,800 მილიონერი
  6. კანადა – 1,600 მილიონერი
  7. საბერძნეთი – 1,200 მილიონერი
  8. საფრანგეთი – 1,000 მილიონერი
  9. პორტუგალია – 800 მილიონერი
  10. ახალი ზელანდია – 700 მილიონერი

ქვეყნები, 2023 წელს მილიონერ მიგრანტთა ყველაზე მაღალი გადინებით:

  1. ჩინეთი – 13,500 მილიონერი
  2. ინდოეთი – 6,500 მილიონერი
  3. გაერთიანებული სამეფო – 3,200 მილიონერი
  4. რუსეთი – 3,000 მილიონერი
  5. ბრაზილია – 1,200 მილიონერი
  6. ჰონგ-კონგი – 1,000 მილიონერი
  7. სამხრეთი კორეა – 800 მილიონერი
  8. მექსიკა – 700 მილიონერი
  9. სამხრეთი აფრიკა – 500 მილიონერი
  10. იაპონია – 300 მილიონერი
Previous Post

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა

Next Post

კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი – CITYZEN Central Park თიბისისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

Salo Papalashvili

Next Post
კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი – CITYZEN Central Park თიბისისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

Recent News

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result