Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Halo 100: ამერიკული Forbes-ის ახალი რეიტინგი, რომელიც ბრენდებისადმი ნდობას ზომავს

by Davit Tsiramua
აპრილი 5, 2022
in ბიზნესი, კომპანიები, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Halo 100: ამერიკული Forbes-ის ახალი რეიტინგი, რომელიც ბრენდებისადმი ნდობას ზომავს
0
SHARES
0
VIEWS

პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა წლის ბოლოს საკუთარი მკითხველი კიდევ ერთი სიახლით გააკვირვა. ჟურნალმა კიდევ ერთი ახალი რეიტინგი გამოსცა, რომელიც, შეიძლება ითქვას, აქამდე არსებულთაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ისეთ ინფორმაციას იძლევა, რაც მეტად საჭირო და საინტერესოა. Forbes-მა HundredX-თან თანამშრომლობით შეიმუშავა მეთოდოლოგია, რომელიც ამერიკის ბაზარზე ოპერირებადი კომპანიებისადმი ნდობას გაზომავს, შემდეგ კი ამ ყველაფერს ერთ რეიტინგში მოუყარა თავი.

მეთოდოლოგიის აღწერა

სიას სიმბოლურად Halo 100 დაერქვა და ის 100 ყველაზე ნდობად ბრენდს აერთიანებს სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით. ახლა კი ოდნავ ღრმად გავეცნოთ კრიტერიუმების შინაარსს. გამოკითხვისას მომხმარებელი 75 მისთვის სასურველ ბრენდს ირჩევს 2000-ზე მეტი შესაძლო ვარიანტიდან. საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული 75 ბრენდი აუცილებლად 75 სხვადასხვა ინდუსტრიაში უნდა ოპერირებდეს.

განსხვავებით რეგულარული გამოკითხვებისა, რომლებშიც კვლევის პირებს გარკვეულ მოსაზრებებზე დათანხმებას ან უარყოფას სთხოვენ, აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. მომხმარებელი სასურველი ბრენდის არჩევის შემდეგ თავად იძლევა განმარტებას, რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია ბრენდი.

საბოლოო ჯამში, შედეგები 110 000 გამოკითხული მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პასუხებით დაიანგარიშება. აღნიშნული რაოდენობის მომხმარებლები 2.8 მილიონ ერთეულ გამოცდილებას უყრიან თავს, რაც კვლევას კიდევ უფრო ზუსტს ხდის. კვლევაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია, შეაფასოს ბრენდის ღირებულებები და მისდამი ნდობის საკითხი როგორც კარგი, ნეიტრალური ან ცუდი.

Halo 100

Forbes Georgia კი აღნიშნული სიის ტოპ-10 კომპანიას შემოგთავაზებთ. საინტერესოა, თუ რა სურათი გვხვდება რეიტინგის ათ ყველაზე მოწინავე პოზიციაზე, გვხვდებიან განსხვავებულ ინდუსტრიაში ოპერირებადი კორპორაციები თუ არის რბოლა მსგავსი ინდუსტრიების მქონე კომპანიებს შორის.

სიის პირველ ადგილს ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი Costco იკავებს. მეორე და მესამე ადგილებზე, საკმაოდ მოსალოდნელად, კვების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები მოხვდნენ: In-N-Out Burger და Chick-fil-A. საინტერესოა, რომ მე-4 და მე-5 ადგილები კვლავ მაღაზიების ქსელებმა, Publix Super Markets-მა და Trader Joe’s-მა დაიკავეს. როგორც ხედავთ, პირველი ხუთი ადგილი საკმაოდ ღირსეულად უკავიათ ამერიკულ კომპანიებს.

თუმცა, მეექვსე პოზიციიდან სურათი იცვლება და ამერიკელი მომხმარებლების ნდობა არა მხოლოდ არაამერიკულ ბრენდზე, არამედ სულ ინდუსტრიის კორპორაციაზეც გადადის. როგორც ჩანს, ამერიკელი მოსახლეობა საკუთარი წარმოების ავტომობილებზე მეტად იაპონურ ბრენდებს, Toyota-სა და Honda-ს ენდობა. საინტერესოა, თუ რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი, გამძლეობა თუ ფასი, თუმცა ფაქტია, საკმაოდ ერთგულმა ამერიკელებმა ავტოინდუსტრიაში ფოკუსი აღმოსავლეთზე მოახდინეს. ალბათ მიხვდით, რომ რეიტინგის მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე სწორედ ზემოთ აღნიშნული ორი კომპანია იმყოფება.

მერვე ადგილს საკმაოდ პოპულარული და გლობალური კორპორაცია, სასტუმროების ამერიკული ქსელი Marriot-ი იკავებს. „მერიოტი“ საკუთარი სასტუმროებით მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია წარმოდგენილი და, როგორც ჩანს, საკუთარი მომსახურებით არა მხოლოდ უცხოელ მომხმარებლებს, არამედ ადგილობრივ ამერიკელებსაც აოცებს. Marriot-ი ერთადერთი სასტუმროების ქსელია აღნიშნულ სიაში.

მეცხრე პოზიციაზე ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი იმყოფება. ეს ალბათ გასაკვირი არც ერთი ჩვენგანისათვის არ აღმოჩნდა. Coca-cola-სა და  McDonalds-ის რიგებს ამერიკასთან ასოციაციის საკითხში, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დიდი ხანია, შეუერთდა Apple-იც. სწორედ ამიტომ, სრულიად დამსახურებულად მან ყველაზე სანდო კომპანიების რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა.

მე-10 ადგილზე კვლავ ავტომწარმოებელი, კვლავ არაამერიკული და კვლავ იაპონური Subaru იმყოფება. როგორც ჩანს, ამერიკელი მომხმარებლები Ford-ს, GM-სა და Tesla-ს მაინცდამაინც არ სწყალობენ. ვფიქრობ, აღნიშნული რეიტინგი გზამკვლევად უნდა აიღონ ამერიკულმა ავტომწარმოებლებმა მომავალში საკუთარი ბიზნესის დაგეგმვისას და ის ჩავარდნა, რაც აშკარად არსებობს, მალევე გამოასწორონ.

ეს რჩევა კი არა მხოლოდ ავტომწარმოებლებმა, არამედ სხვა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებმაც უნდა გაითვალისწინონ. Halo 100 საკმაოდ კარგ შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებისა.

Previous Post

Xiaomi-ს ახალი სმარტფონი 28 დეკემბერს გამოვა

Next Post

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026

Recent News

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result