Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გზა ბარმენობიდან „რადისონ ბლუ ბათუმის“ გენერალურ მენეჯერობამდე – ინტერვიუ ილია საგანელიძესთან

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in ინტერვიუ, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გზა ბარმენობიდან „რადისონ ბლუ ბათუმის“ გენერალურ მენეჯერობამდე – ინტერვიუ ილია საგანელიძესთან
0
SHARES
0
VIEWS

„რადისონ ბლუ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის, ილია საგანელიძის კარიერული გზა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დიდი შრომით დაბალი პოზიციებიდან უმაღლეს საფეხურებს მიაღწიო. ის სასტუმრო და სარესტორნო სფეროს 20 წლის წინ დაუკავშირდა, ბარმენობიდან დაწყებულმა გზამ კი ისეთი სასტუმროს მმართველობამდე მიიყვანა, როგორიც „რადისონ ბლუ ბათუმია“. ამბობს, რომ მის მიერ განვლილმა ყოველმა საფეხურმა უდიდესი გამოცდილება შესძინა და რომ არა ეს ხანგრძლივი გზა, ამხელა ცოდნის დაგროვებას ვერ შეძლებდა.

როგორი იყო პირველი ნაბიჯები სასტუმრო და სარესტორნო სფეროში? როგორ მოხვდა ის საერთაშორისო სასტუმროების ქსელ „რადისონის“ გუნდში? როგორია სასტუმროს განვითარების მისეული ხედვა? – ამ და სხვა საკითხებზე ილია საგანელიძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ილია, როდის დაინტერესდით სასტუმრო და სარესტორნო სფეროთი და როგორ შეაფასებთ 20 წლის განმავლობაში განვლილ გზას?

სულ თავიდან ამ სფეროში სტუდენტობისას აღმოვჩნდი, როცა მცირე შემოსავლისთვის კვების ობიექტში დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით ერთ-ერთ საერთაშორისო სასტუმროში გადავინაცვლე და მივხვდი, რომ ეს საქმე მაინტერესებდა. 2009 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფს“ შევუერთდი და მათ მფლობელობაში არსებულ „რადისონ ბლუ ივერიაში“ დავიწყე მუშაობა. ჯერ ბარის სუპერვაიზერად დავინიშნე, წლიდან წლამდე კი სხვადასხვა მმართველობით პოზიციებზე ვინაცვლებდი. ჩემს წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფს“ მიუძღვის, რადგან ის მუდმივად ზრუნავდა ჩემს პროფესიულ ზრდაზე, მაძლევდა ახალ შესაძლებლობებს, მიწესებდა ახალ გამოწვევებს და, რაც მთავარია, აფასებდა ჩემს შრომასა და მონდომებას. ალბათ, ამის დამსახურებაა ისიც, რომ მეც ზუსტად ასეთი მიდგომა მაქვს ჩემი გუნდის წევრების მიმართ – ვცდილობ, ყველა მათგანს მივცე პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის შესაძლებლობა.

ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის პირველი 15 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ბევრი სირთულის გადალახვა მომიხდა, რადგან ეს იყო აქტიური სწავლისა და გამოცდილების დაგროვების პერიოდი. მახარებს, რომ ეს რთული გზა გავიარე, რადგან სწორედ მან მომიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ.

„რადისონ ბლუ ბათუმამდე“ იყავით „პარკ ჰოტელ წინანდლის“ გენერალური მენეჯერიც. რას მიიჩნევთ თქვენი მმართველობის მთავარ მიღწევად?

იმ დროს, როცა კახეთში „სილქ ჰოსფითალითის“ ქვეშ მყოფი პირველი სასტუმრო „პარკ ჰოტელ წინანდალი“ გაიხსნა (აღსანიშნავია, რომ „სილქ როუდ ჯგუფი“ მანამდე უკვე ფლობდა 3 სასტუმროს თბილისში, წინანდალსა და ბათუმში) საკმაოდ რთული იყო სფეროში გამოცდილი ადგილობრივების პოვნა. არადა გვინდოდა, სასტუმროს გუნდი კახეთში მცხოვრებლებით დაგვეკომპლექტებინა და, მიუხედავად სირთულეებისა, მიზანსაც მივაღწიეთ. HR გუნდის დახმარებით, დღეს „პარკ ჰოტელ წინანდლის“ თანამშრომლების უდიდესი ნაწილი სწორედ ადგილობრივია. მახარებს იმის დანახვა, თუ როგორ იზრდებიან ისინი პროფესიულად, იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს და თავის გამოცდილებას კახეთში ტურიზმის განვითარებასა და ქვეყანას ახმარენ.

როგორია „რადისონ ბლუ ბათუმის“ განვითარების თქვენეული ხედვა? როგორია თქვენი გუნდის გეგმები?

„რადისონ ბლუ ბათუმი“ გამორჩეული სასტუმროა, ის არის კომფორტული, დახვეწილი არქიტექტურითა და დიზაინით, აქვს კარგი ადგილმდებარეობა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. დღეს ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ყოველ დღე ფიქრობს და ზრუნავს „რადისონ ბლუ ბათუმის“ განვითარებაზე. ვცდილობთ, სტუმრებს კომფორტული ღამის გასათევის გარდა, სხვა ტიპის სერვისებიც შევთავაზოთ. მაგალითად, ჩვენთან ძირითადი რესტორნის გარდა, ფუნქციონირებს აზიური რესტორანი „უმამიც“, რათა სტუმრებს მეტი არჩევანი ჰქონდეთ. ვგეგმავთ, საბანკეტო მიმართულების კიდევ უფრო განვითარებასა და სპა სერვისების გამრავალფეროვნებას. ამ ყველაფრის მიზანი კი ის არის, რომ „რადისონ ბლუ ბათუმი“ საინტერესო იყოს არა მხოლოდ მათთვის, ვინც ჩვენთან ათევს ღამეს, არამედ ბათუმის სხვა დამსვენებლებისთვისაც.

წლებია, როგორც ლექტორი და ტრენერი, სხვადასხვა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელში ახალგაზრდებს ცოდნას უზიარებთ. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია ინტერესი ამ სფეროს მიმართ?

დღეს ტურიზმი გაცილებით განვითარებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც მე დავიწყე საქმიანობა. ბაზრის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასტუმრო და სარესტორნო სფეროში დასაქმების შესაძლებლობებიც. უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში კი მეტი სასწავლო პროგრამაა ხელმისაწვდომი. ინტერესიც ახალგაზრდების მხრიდან სულ უფრო მზარდია.

მახარებს, რომ ამ ახალგაზრდებს პროფესიულ ზრდაში მეც ვეხმარები. რეალურად, ჩემთვის არაფერს მოაქვს იმხელა სიამოვნება და ადრენალინი, როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. კიდევ უფრო ამაღელვებელია ჩემი ყოფილი სტუდენტების წარმატებების გაგება და იმის გააზრება, რომ ახალგაზრდების დახმარებით, ჩემი პატარა წვლილი შემაქვს სფეროსა და ქვეყნის განვითარებაში. S

Previous Post

„სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X-ს სთავაზობს

Next Post

ჯიმ კერის სასახლე ლოს-ანჯელესში $29 მილიონად იყიდება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ჯიმ კერის სასახლე ლოს-ანჯელესში $29 მილიონად იყიდება

ჯიმ კერის სასახლე ლოს-ანჯელესში $29 მილიონად იყიდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Recent News

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result